მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას დაკავების ორდერი გასცა
ფოტო: წყარო: BBC
გუშინ, 9 ივლისს, მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულია ნავალნაიას დაკავების ორდერი გასცა.
ნავალნაია რუსეთში არ ცხოვრობს. დაუსწრებლად წაყენებული ბრალდება, სავარაუდოდ, "ექსტრემისტული საზოგადოების წევრობას" უკავშირდება.
მოსკოვის სასამართლოს განცხადებით, ნავალნაიას, რომელმაც პირობა დადო რომ გააგრძელებდა თავისი ქმრის საქმეს, უნდა შეეფარდოს პატიმრობა და მასზე ძებნა გამოცხადდეს.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში, გარდაცვლილი ოპოზიციონერის ცოლს პატიმრობა შეეფარდება.
იულია ნავალნაია დაკავების ორდერის გაცემას X-ზე გამოეხმაურა.
"როდესაც ამის შესახებ წერთ, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ დაწეროთ მთავარი — ვლადიმირ პუტინი არის მკვლელი და ომის დამნაშავე. მისი ადგილი არა სადღაც ჰააგის მყუდრო ტელევიზორიან საკანში, არამედ რუსეთის ციხეშია — იმავე კოლონიაში და იმავე საკანში, რომელშიც მან მოკლა ალექსეი“.
გაიგე მეტი: ვინ არის იულია ნავალნაია, პუტინის ახალი მტერი
ალექსეი ნავალნი რუსეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ლიდერი იყო.
ის თებერვალში, რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი გარდაცვალება იყო, თუმცა მისი ცოლი ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო "ნაწამები, ნაშიმშილევი და მოკლული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ".
მსგავსი: გამოითვალეს, რამდენი ადამიანი დაესწრო ნავალნის დაკრძალვას მოსკოვში
ნავალნის ექსტრემისტულ ბრალდებებს 19 წლის განმავლობაში უყენებდნენ, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე.
BBC წერს, რომ მისი ცოლის დასაკავებელი ორდერის გაცემას, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს 2021 წლის ივნისს, მოსკოვის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვით ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს ექსტრემისტის სტატუსი მიანიჭეს და დახურეს.
ივლისში ნავალნაია არჩიეს ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარედ, ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიოში ადამიანის უფლებების პოპულარიზაციასა და დაცვაზე.
მან, ასევე, განაცხადა რომ ამ როლს გამოიყენებს მისი ქმრის მიერ წამოწყებულ საქმის გაძლიერებაში, რომელიც ვლადიმირ პუტინთან ბრძოლას გულისხმობს.
ამ თემაზე: იულია ნავალნაია — ალექსეი ნავალნის საქმეს მე გავაგრძელებ
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
კომენტარები