ინტერნეტში ორი ახალი თაღლითური სქემა ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
ფოტო: Shutterstock
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები მოსახლეობას ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ორი თაღლითურის სქემის შესახებ აფრთხილებს.
პირველი სქემის შემთხვევაში
სხვადასხვა სოციალური ქსელში ვრცელდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციის დიდი ამონაგებს ჰპირდებიან მომხმარებელს, ან სთავაზობენ დასაქმებას.
ასევე, უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციით (Whatsapp, Viber, Messenger), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელონ ინვესტიცია, ივაჭრონ სხვადასხვა აქციით ან აქტივით, ასევე, სთავაზობენ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობას, დიდი მოგების დაპირებით.
ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ ენიდესკის, ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც, თითქოს უნდა დაეხმარონ. აპლიკაციის დაყენების შემთხვევაში კი მომხმარებელი თაღლითს მოწყობილობაზე წვდომას აძლევს.
"იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს, ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ მიიღებენ ამონაგებს, მერე მიხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხვინებდნენ თანხად", — წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
მეორე სქემა
ფოსტის სახელით მისული შეტყობინება, ამანათის ჩამოტანის შესახებ და ამასთან, თითქოს მომხმარებელს ატყობინებენ, რომ ამანათთან დაკავშირებით გარკვეული უზუსტობაა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომხმარებელს სთხოვენ, შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე გადავიდნენ, სადაც უზუსტობის გასწორებას სთხოვენ.
აქ კი, საზოგადოება და ბანკების განცხადებით, 2 ვერსიაა: ბმულზე გადასვლით მომხმარებელი მიჰყავთ ბარათების მონაცემების შეყვანამდე, ან — დისტანციური არხის მონაცემების შეყვანამდე.
რჩევები არასამთავრობო ორგანიზაციისგან
- არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მითუმეტეს აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში.
- არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის.
- დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, რაც დიდი ალბათობით ყალბია. ამ მიმზიდველი შეთავაზების შემდეგი ეტაპია აპლიკაციის გადმოწერისა და ეკრანის გაზიარების მოთხოვნა.
- არ მიენდოთ საეჭვო ნომრიდან გამოგზავნილ შეტყობინებას ამანათის შესახებ და გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს გადამზიდავ კომპანიასთან.
- არ გახსნათ საეჭვო ბმული და არ შეიყვანოთ თქვენი ბარათის ან დისტანციური არხის მონაცემები.
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები