ბავშვთა ფსიქოლოგი გირჩევთ — როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ადრეული წიგნიერება ბავშვის განვითარების ფუნდამენტია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ენობრივი და მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი და ფანტაზიის, სამომავლოდ კი აკადემიური უნარების ფორმირებაში. დაბადებიდან 6 წლამდე ასაკი განვითარების კრიტიკულ პერიოდად მიიჩნევა, როცა ბავშვს აქვს ყველა ამ უნარის გამომუშავებისთვის ყველაზე მეტი მზაობა და მეტად მოქნილია, დაისწავლოს მცირე დროში და გაცილებით მარტივად.
წიგნის კითხვა არ იწყება სასკოლო ასაკში ასოების ცნობით და მათი სიტყვაში გაერთიანებით. ბავშვისთვის კითხვა გაცილებით ადრეულ ასაკში იწყება. ადრეული წიგნიერება გულისხმობს უნარებსა და ცოდნას, რომლებსაც ბავშვები იძენენ უშუალოდ წერა-კითხვის სწავლების დაწყებამდე. წიგნიერების ადრეული აქტივობები მოიცავს წიგნების გაცნობას, თხრობას, სიმღერასა და ენით მდიდარ გამოცდილებას.
1 წლის ასაკიდან ბავშვს შეგვიძლია, დავეხმაროთ ისეთი უნარების გამომუშავებაში, რაც სამომავლოდ გამართულად და გააზრებულად კითხვას განაპირობებს. ამ ასაკში პირველი ნაბიჯია, მშობელი უკითხავდეს ბავშვს. გარდა იმისა, რომ ამით ბავშვი კითხვის ყველაზე ელემენტარულ უნარებს იძენს, თავად ეს პროცესი მნიშვნელოვანია მშობელსა და შვილს შორის ეცმორიური კავშირის დამყარებისთვის.
წიგნები, რომელსაც ამ ასაკის ბავშვს ვთავაზობთ, უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული ილუსტრაციებით და მინიმალურად დატვირთული ტექსტით. შესაძლოა ტექსტი სულაც არ ეწეროს წიგნში, თითო გვერდზე იყოს თითო ილუსტრაცია, მცირე დეტალებით, რათა ბავშვმა მარტივად შეძლოს მისი აღქმა. ამ ასაკის ბავშვის წიგნთან ურთიერთობა გულისხმობს მის გადაფურცვლას, ილუსტრაციის გახმოვანებას, აღნიშვნას, რას ხედავს იგი.
სულაკაურის გამომცემლობის სერია პირველი ამბები სწორედ ერთი წლიდან ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ წიგნებს აერთიანებს. თითოეულ წიგნში თითო პატარა ამბავია მოყოლილი. წიგნები გამოირჩევა ასაკის შესაფერისი ილუსტრაციებით, ტექსტის მოცულობა ძალიან მცირეა. გიზიარებთ სერიის რამდენიმე წიგნს:
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სულაც არ არის აუცილებელი, 2 წლის ბავშვებს ვუკითხოთ ზღაპრები ბევრი პერსონაჟითა და “მორალით“, რასაც ბევრი ფიქრი სჭირდება და მოსასმენადაც რთულია. ასეთ მცირე ასაკში ტექსტი, რომლის მოსმენის და გაგების რესურსიც აქვს ბავშვს, უნდა იყოს მარტივი, მოკლე, ყოველდღიურობასთან დაკავშირებული და მაქსიმალურად სახალისო. ტექსტში უნდა მეორდებოდეს ფრაზები, რომ ბავშვს მათი დამახსოვრება გაუმარტივდეს.
ამ ასაკის ბავშვებისთვის საინტერესო იქნება ტოპო-ლინას თავგადასახვლების წაკითხვა. ტოპო-ლინას ამბები ოთხ წიგნადაა გამოცემული და თითოეულ წიგნში თითო პატარა ამბავი ვითარდება:
ფოტო: სულაკაურის გამომცემლო
პატარებს ასევე მოეწონებათ და-ძმა პოპისა და სემისა და მათი ფერმის სახალისო თავგადასავლები:
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მთავარი შეცდომა, რომელსაც 3 წლის ასაკის ბავშვთან კითხვის პროცესში ვუშვებთ, ისაა, რომ მშობელი ზღაპარს ჰყვება, ან კითხულობს, ბავშვი კი პასიურად ზის და ისმენს. ამ ასაკის ბავშვებისთვის კითხვის ეს ტექნიკა ხშირად (თუმცა, ცხადია, ვითვალისწინებთ ბავშვის უნარებსაც) შეუსაბამო და მოსაწყენია. ამ ასაკში ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვს მოსწონდეს წიგნი, მოსწონდეს, რომ უკითხავენ, შეძლოს ახალი სიტყვებისა და მარტივი წინადადებების, დიალოგების დამახსოვრება და სწავლა. კითხვას ამ ასაკში ძირითადად სწორედ ეს ფუნქცია აქვს. ღრმა შინაარსი, მორალი, მსჯელობა და ლოგიკური დასკვნები ცოტა უფრო მაღალ ასაკში გვჭირდება. 3 წლის ბავშვის წიგნების ყდა შეიძლება იყოს უფრო თხელი, ილუსტრაციები კი — მეტად გაშლილი და მოიცავდეს ისეთ სიუჟეტებსა და მოქმედებებს, რომელთა მოკლე ფრაზებით აღწერითაც ბავშვი უფრო ჩართული იქნება კითხვის პროცესში და არ იქნება პასიური მსმენელი.
ბავშვთან ერთად კითხვის პროცესში მშობელი უნდა აღწერდეს სურათს, ასახელებდეს მოქმედებას სურათზე, ნელა და მკაფიოდ; ყოველ დასახელებულ საგანს ადებდეს თითს, შემდეგ ბავშვს ადებინებდეს თითს და ახმოვანებდეს ყველაფერს, რასაც ბავშვი თავისი ინიციატივით დაადებს თითს. კითხვის პროცესში ხშირად უნდა შეიცვალოთ ხმა, გაახმოვანოთ საგნების, წვიმის/ქარის, ცხოველების, ფრინველებისა თუ ადამიანების ხმები. დასვით შეკითხვები: “ეს რა არის? ეს როგორ აკეთებს? ეს როგორ დადის? ამას რა უყვარს? ეს სად ცხოვრობს?“ თავდაპირველად ყველა დასმულ კითხვას თქვენ პასუხობთ. დროთა განმავლობაში კი ბავშვი თავად დაიწყებს ყველაფრის გახმოვანებას.
სამი წლიდან პატარებს შეგიძლიათ წაუკითხოთ წიგნები პატარა ამბების სერიიდან. ამ სერიის თითოეული წიგნი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული თანამედროვე, საინტერესო და სახალისო ამბების კრებულია. ბუზღუნა ტოპო-ტიპის, გულუბრყვილო გრუფალოსა და ყოჩაღი ბაჭია ტიმის თავგადასავლები თქვენი შვილებისთვის კითხვას ჯადოსნურ პროცესად გადააქცევს:
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
4 წლის ასაკში ბავშვმა, სასურველია, წიგნი თავად შეარჩიოს იმ ყდის თუ სურათების მიხედვით, რასაც ხედავს და რაც უფრო მიმზიდველია მისთვის. ამ ასაკიდან ტექსტები იზრდება და ილუსტრაციები შედარებით მცირდება. თავად კითხვის პროცესში, ბავშვი აქტიურად უნდა იყოს ჩართული და არ უნდა გისმენდეთ პასიურად — ბავშვი უნდა ხედავდეს სურათს, თავად უნდა შლიდეს წიგნს, თითს გიდებდეთ ნახატებზე. მნიშვნელოვანია ამ ასაკიდან კითხვის პროცესში თამაშის ელემენტების შემოტანა. წიგნის პირველად წაკითხვის შემდეგ, როცა ფაბულა უკვე იცით, სასურველია, გაინაწილოთ როლები თუ სიტყვები და გაითამაშოთ ის, რაც წაიკითხეთ. რაც მეტი ოჯახის წევრი ჩაერთვება პროცესში, მით უფრო სახალისო გამოვა თამაში.
პატარა ამბების სერიაში 4 წლის ასაკის ბავშვებზე მორგებულ წიგნებსაც შეხვდებით. ცალწინდა ყვანჩალას სასაცილო ამბების კითხვა პატარებისთვის განსაკუთრებით სახალისო იქნება, “პეტსონი და ფინდუსი“ კეთილი ბერიკაცისა და მისი უცნაური კატის ხუთ ამბავს მოგვითხრობს, ხოლო საქვეყნოდ ცნობილი პადინგტონი ახალ შარებში ეხვევა:
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
5-6 წლის ასაკში მნიშვნელობა ენიჭება წიგნებს, რომელთა მოსმენითაც ბავშვი არა მხოლოდ თავს ირთობს, არამედ სწავლობს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა მეგობრობა, დათმობა, დახმარება, პატიება — იმუშავებს სოციალურად მისაღებ ქცევებს; როგორ ვმართოთ ემოციები, როგორ გადავჭრათ კონფლიქტები მეგობრებთან და ა.შ., რაც გვინდა ბავშვს დავასწავლოთ, რაზეც გვინდა დავაფიქროთ. თუმცა ამ ასაკშიც, როცა ბავშვს ხმამაღლა ვუკითხავთ, აუცილებელია, ის თავად გახდეს წიგნის ნაწილი, თავი წარმოიდგინოს ერთ-ერთ პერსონაჟად. ჰკითხეთ მას: “შენ ვინ იქნებოდი ამ ამბავში? შენ როგორ მოიქცეოდი? როგორ გგონია, ეს პერსონაჟები სწორად მოიქცნენ?" მის ადგილას შენ გეწყინებოდა?“.
მიეცით ბავშვს საშუალება, ისაუბროს ბევრი, თუნდაც წაიკითხოთ მხოლოდ ნაწილი და არა მთელი წიგნი.
ხმამაღლა საკითხავი ამბები ხუთიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი და მათ უნარებზე მორგებული სერიაა, რომელშიც ტექსტების ზომა შედარებით დიდია და თავებადაა დაყოფილი, რათა ბავშვებს მისი ყურადღებით მოსმენა და სრულად გააზრება არ გაუჭირდეთ. პატარა კლარას დიდობა უნდა; პოლინკა, რომელიც სკოლაში წასასვლელად ემზადება, ბაბუასთან ერთად სწავლობს ანბანს და არითმეტიკას; უშიშარი ტაფიტი კი ქვეყნიერების დასალაშქრად მიემგზავრება. ამ გამორჩეული, ონავარი, ძალიან გონიერი და გაბედული გმირების ისტორიები ბავშვებს უპირობოდ შეაყვარებს კითხვას:
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მიეცით გასაქანი პატარა მკითხველების ფანტაზიას და მხოლოდ მოთხრობას ნუ დაეყრდნობით, ბავშვსაც მიეცით საშუალება, თავად წარმოიდგინოს “რა მოხდება, თუ…“ ან რა შეიძლება მოხდეს თუ..." წიგნი უნდა გახდეს ბავშვისთვის საკუთარი, ცოცხალი, ნამდვილი ისტორიის ნაწილი და ბავშვიც უნდა იყოს იმ ამბების მონაწილე, რომელთაც თქვენ უკითხავთ. შესთავაზეთ მას, შეცვალოს დასასრული, თუკი სურს; შესთავაზეთ, თავად შექმნას ილუსტრაციები; დაეხმარეთ, გახდეს თქვენთან ერთად წაკითხული ყოველი წიგნის თანაავტორი.
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები