ავტომობილის მოვლის ხელოვნება — თეგეტა მოტორსის კრეატიული კამპანია
ფოტო: თეგეტა
თეგეტაში კარგად ესმით, რომ მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, არამედ ემოციური კავშირის დამყარებაა აუცილებელი. სწორედ ამ იდეით კომპანიამ ერთი შეხედვით ორი განსხვავებული სამყარო - ავტოინდუსტრია და ხელოვნება - ერთმანეთს დაუკავშირა. ფუნქციურობისა და ესთეტიკის სინთეზით ახალი კამპანია შექმნა და ავტომობილის მოვლა არა დამღლელ რუტინად, არამედ ხელოვნებად წარმოაჩინა.
პროექტი მოძრავი პოსტერებისგან შედგება, რომელთაც ინდივიდუალურად დამახასიათებელი მუსიკა და ხმის დიზაინი აქვს. თითოეული მათგანი მხატვრულად ასახავს კონკრეტული პროდუქტის ფუნქციას.
თეონა კოხოძე, თეგეტას კრეატიული დირექტორი: "თეგეტა მოტორსში წლებია, სიახლეები და გამოწვევები გვამოძრავებს. ავტომობილის სეზონურად მომზადება იმ კულტურული პროცესის ნაწილია, რომელშიც ჩვენს გამოცდილ მექანიკოსებს მაღალი პროფესიონალიზმითა და სრულყოფილებისადმი ერთგულებით დიდი წვლილი შეაქვთ.
ამჯერად მომხმარებლამდე სათქმელის მისატანად განსხვავებული ფორმა ავარჩიეთ. აქტუალური საავტომობილო პროდუქტების წარმოსადგენად ახლებურ გამომსახველობით გზას მივმართეთ. კონცეფციიდან გამომდინარე, უნდა შეგვექმნა ისეთი ვიზუალური ფორმა, რომელიც ხაზს გაუსვამდა საავტომობილო ინდუსტრიისა და ხელოვნების სინთეზს. დამეთანხმებით, ალბათ, „თეგეტა ქარსის“ გამორჩეული ვარსკვლავი პორშეა, გამომდინარე თუნდაც მისი შთამბეჭდავი დიზაინისა თუ ბრენდის შექმნის კონცეფციიდან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, პოსტერებში Porsche Carrera 4S გამოგვეყენებინა“.
პროექტზე თავის საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი მუშაობდა - შედეგიც შესაბამისი დადგა, სიყვარული და მზრუნველობა თითოეულ პოსტერში იგრძნობა. ასეთი კი სულ ექვსია იმ საავტომობილო პროდუქტების გათვალისწინებით, რომელთა გამართულობის შემთხვევაშიც სეზონის რიტმს ფეხს მარტივად აუწყობთ. მოძრავი პოსტერების სერიაზე არტისტებმა გიორგი ტყებუჩავამ და დიმა კონჯარიამ იმუშავეს.
გიორგი ტყებუჩავა, არტისტი: "გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მოძრავი პოსტერების სერია, სადაც მოძრაობაში ვაჩვენებდით არა მარტო სეზონის , არამედ მანქანის ნაწილების ცვლილებებს. ეს ყველაფერი წარმოვადგინეთ როგორც განახლებისა და მზადყოფნის პროცესის ერთობლივი სინთეზი.
ჩემთვის, როგორც ვიზუალური ხელოვნების არტისტისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიმუშავე არა მხოლოდ ზოგადად ავტომანქანაზე, როგორც არტობიექტზე, არამედ დეტალურად გავეცანი მის ნაწილებსა და მუშაობის სპეციფიკას. ეს ყველაფერი კი იმ მოძრავ პოსტერებად იქცა, რომლებიც აუდიტორიას გავუზიარეთ".
მეტი თანმიმდევრულობისათვის და აქცენტით უშუალოდ საავტომობილო პროდუქტებზე, ყველა პოსტერში ერთი მოდელი, Porsche Carrera 4S, გამოიყენეს. მათი განმასხვავებელი ელემენტი კი საუნდდიზაინია, რომელიც კონკრეტული პროდუქტისათვის დამახასიათებელ „ხმას“ აღწერს. ზედმეტი დეტალების გარეშე და ადვილად აღსაქმელი კამპანიის იდეა სამუშაო ჯგუფის წევრებს სულ რამდენიმე წამში უნდა გადმოეცათ და რაც მთავარია, გადმოეცათ მარტივად და გასაგებად.
ზვიად მღებრი, POSTRED-ის კომპოზიტორი, ხმის დიზაინერი: "საკმაოდ თავისებური და ფაქიზი კამპანია იყო სამუშაოდ. ეს მთლიანობა, რაც ხმამ, მუსიკამ და ვიზუალმა შექმნა, ისეთი სიზუსტითა და შესაბამისობით შეერწყა ერთმანეთს, რომ ერთ პატარა არასწორ ქმედებასაც კი ამ სამ ელემენტს შორის შეიძლებოდა, სრული დისონანსი გამოეწვია. ვფიქრობ, პროექტის მინიმალისტური ხასიათი, თავისი უჩვეულო დეტალებითა და იდენტობით, ზუსტად გადმოვიტანეთ აუდიოს ნაწილში და შევძელით ისეთი ატმოსფეროს შექმნა, როგორიც თავდაპირველი კონცეფციის ჩამოყალიბებისას ჩავიფიქრეთ.
ჩვენი გამოწვევა იყო ავტომობილის აბსტრაჰირება, მისი ობიექტის მდგომარეობიდან გამოყვანა და ისეთი ელემენტების დამატება, რომლებიც ზუსტად გადმოსცემდა ჩაფიქრებულ ემოციებს. ობიექტების იდეებად გარდაქმნა, ისე რომ არ იყოს გაზვიადებული და შეინარჩუნოს სილამაზე და საინტერესოობა, პროცესის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია".
სამუშაო პროცესი ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. თითოეული პროდუქტისათვის ერთი კვირა განისაზღვრა. აქცენტი იმ საავტომობილო ნაწილებზე გაკეთდა, რომლებიც სეზონურ მომზადებას საჭიროებს, ასევე რამდენიმე ისეთ აუცილებელ პროდუქტზე, რომლებსაც უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ესენია: საბურავები, აკუმულატორები, ფილტრები, სამუხრუჭე ხუნდები, და მინის მწმენდები. ბოლო მე-6 ვიდეო კი სამღებრო სამუშაოებს შესაძლებლობებს წარმოგვიდგენს და ავტომობილის ფერი მთლიანად იცვლება.
თეგეტა მოტორსის კრეატიული ვიდეორგოლების პარარელურად, კამპანიის ამსახველი ბანერები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა. კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ სარეკლამო ბანერებისთვის კამპანიის დასრულების შემდეგ ახალი სიცოცხლე მიეცათ. ასე გაჩნდა იდეა ბრენდ ადამიანთან კოლაბორაციის და ჩამოხსნის შემდეგ გადამუშავებული ბანერებისგან ახალი, ფუნქციური ნივთები შეიქმნა.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტა მოტორსი უკვე თითქმის 30 წელია, ზრუნავს საავტომობილო მომსახურების სფეროს განვითარებაზე და ბაზრის ლიდერია რეგიონის მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელს თანამედროვე, გამართული მომსახურება შევთავაზოთ, მაქსიმალურად მოვერგოთ მათ სურვილებსა და მოთხოვნებს - იქნება ეს დისტანციური მომსახურება, ციფრული სერვისები თუ 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის საავტომობილო პროდუქტები, რომლებსაც თეგეტა საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებში წარმოადგენს. ჩვენი კამპანიით გვინდოდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა და განსხვავებული, კრეატიული გზით კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა რომ ავტომანქანის სეზონური მომზადება პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასა და კომფორტულ გაადგილებასთან.
რაც შეეხება თეგეტას და ბრენდ ადამიანის კოლაბორაცას, როგორც მოგეხსენებათ დღეს ნარჩენების მართვა უდიდესი გამოწვევაა გლობალურად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ გამოწვევის დაძლევაში და გამოყენებული ბანერებისთვის ნარჩენებად ქცევის ნაცვლად ახალი ფუნქცია მიგვეცა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და სასარგებლო თანამშრომლობა შედგა."
თეგეტაში სჯერათ, რომ მსგავსი აქტივობები და კამპანიები ავტომფლობელებს ცვლილებისკენ უბიძგებს და ავტომობილის მოვლის ხელოვნებად ქცევა მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. კამპანიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/elJfF
ბრენდი: თეგეტა მოტორსი
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ვახტანგ მძინარაშვილი
კრეატიული დირექტორი: თეონა კოხოძე
პოსტერების დიზაინი: გიორგი ტყებუჩავა, დიმა კონჯარია
მუსიკა და ხმის დიზაინი: Postredaudio, ზვიად მღებრიშვილი
არტ დირექტორი: ლუკა თოდუა
ქოფირაითერი: ნიკა კოხოძე
ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი: ნინა კერელეიშვილი
აქსესუარების დიზაინი: ბრენდი ADAMIANI
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
-
მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა! მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
გადახედვა
-
NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა
გადახედვა
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
გადახედვა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა
-
წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო
კომენტარები