საფესტივალო სარჩევი ქარჩხაძის გამომცემლობისგან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნის ფესტივალი უკვე დიდი ხანია იქცა თბილისის საგაზაფხულო ტრადიციად. მკითხველთათვის გამომცემლობების კატალოგების თვალიერება და ახალი თუ ძველი, მაგრამ სასურველი წიგნების არჩევაც საფესტივალო სამზადისია. წელსაც მრავალი სიახლით თუ ბესტსელერი წიგნითაა დატვირთული ყველა გამომცემლობის კატალოგი. ამ სტატიაში კი ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნების შესახებ მოგიყვებით, რაც მთავარია, წიგნები კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რომ თქვენს ინტერესებზე მორგებული წიგნი უფრო მარტივად აღმოაჩინოთ.
ქართული და უცხოური ლიტერატურა:
ჯემალ ქარჩხაძე - ქარჩხაძის შემოქმედებას ქართველი მკითხველი დიდი ხანია იცნობს და შეიძლება ითქვას, რომ უფრო და უფრო მეტად უყვარდება. რაც მთავარია, თითოეული ნაწარმოები აქტუალობას არასდროს კარგავს. ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან დაგხვდებათ მწერლის სრული შემოქმედება: იგი (ქართულ და ინგლისურ ენაზე), ქარავანი, მდგმური, განზომილება, ზებულონი, ანტონიო და დავითი, მარტოობის ჩუმი ედემი და მოთხრობების სრული კრებული.
ერთგული მკითხველისთვის ყველაზე საყვარელი, ცნობილი ილუსტრაციები ჯემალ ქარჩხაძის იგის გამოცემას ამშვენებს. წელს ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან დაგხვდებათ იგის ილუსტრაციების სერიგრაფიები, ანუ სპეციალური ტექნიკით დაბეჭდილი რვავე ილუსტრაცია, რომელიც მკითხველს ასე ძალიან უყვარს.
ლია ლიქოკელი - გოგოობის კანონი┃დევის ცოლის სიცილი ქართველი პოეტის ორი კრებულია, რომლებიც მკითხველმა დიდი ხნის წინ შეიყვარა, თუმცა დროთა განმავლობაში, ადრე გამოცემული წიგნების ხელში ჩაგდება ბევრი დაინტერესებული ადამიანისთვის შეუძლებელი გახდა... სწორედ ამიტომ ქარჩხაძის გამომცემლობამ გაითვალისწინა მკითხველთა ინტერესი და ლია ლიქოკელის ორი პოეტური კრებული არა მხოლოდ ერთ წიგნად დაბეჭდა, არამედ ერთგულ მკითხველს ავტორის მიერ კრებულებში ჩამატებული, ჯერაც უცნობი ლექსებიც წარუდგინა.
ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან ფესტივალზე მოსულ მკითხველს თარგმნილი ლიტერატურაც აუცილებლად დახვდება. წიგნების აღწერას ამ სტატიაში თითო წინადადებით შემოგთავაზებთ.
საკანცელარიო მაღაზია თეირანში — ამბავი საოცარ, დაუვიწყარ პირველ სიყვარულზე;
ჰამნეტი - ამბავი ენით აუწერელ ტრაგედიასთან გამკლავებაზე;
ოთხი ქარი - ამბავი არდანებებაზე, დედობრივ სიყვარულსა და ცხოვრების გამოცდებზე;
იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან - ამბავი ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირებაზე, ბუნებასთან ჰარმონიასა და თავისუფლებაზე;
დაბრუნება - ამბავი ოჯახზე, ნათესაურ კავშირებსა და ადამიანების სიძლიერეზე;
ჰერცოგი და მე. ბრიჯერტონები - ამბავი მოულოდნელ სიყვარულზე, სამეფო კარის ინტრიგებსა და ლამაზ წვეულებებზე.
საბავშვო ლიტერატურა:
ქარჩხაძის სტენდთან, რა თქმა უნდა, საბავშვო ლიტერატურაც დაგხვდებათ:
ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია, მსოფლიო საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია და ქართული საბავშვო ლექსის ანთოლოგია - ეს ანთოლოგიები ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბესტსელერი წიგნებია, რომლებიც წელს მკითხველის სურვილის გათვალისწინებით, განახალებული ტირაჟით დაიბეჭდა.
საბავშვო ბიბლია და საბავშვო ვეფხისტყაოსანი - ორი ბესტსელერი და უკვე რამდენიმე თაობის საყვარელი წიგნებიც კვლავ ელოდება ერთგულ მკითხველს. ფერადი ილუსტრაციებითა და საბავშვო ენით გადმოცემულმა ისტორიებმა პატარა მკითხველის გულები დიდი ხანია მოიგო.
გარმანის ზაფხული და ბუკნაჭო და ფისუნა - საბავშვო თარგმნილი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა ილუსტრაციებიცა და ისტორიებიც სრულიად განსხვავებული, საინტერესო და მომხიბლავია პატარა მკითხველისთვის.
სასწავლო ლიტერატურა:
ფესტივალზე ქარჩხაძის სტენდთან სასწავლო წიგნების შეძენაც იქნება შესაძლებელი, მათ შორისაა:
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქართული ჰაგიოგრაფია - წიგნში შესული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები არა მხოლოდ ძველ ქართულ ენაზეა მოცემული, არამედ პარალელურად გადმოცემულია თანამედროვე ქართულ ენაზეც. ესაა წიგნი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა თუ მასწავლებლებისთვის საჭირო, დამხმარე ლიტერატურას აერთიანებს.
ქართული მწერლობა (ძველი ქართული მწერლობა) - წიგნში შესულია არა მხოლოდ ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, არამედ ისეთი ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლებიც, რომლებიც თანამედროვე მოსწავლეთათვის ნაკლებად ცნობილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნში შესული ტექსტები თანამედროვე ქართულ ენაზეა გადმოცემული.
ოქსფორდის საერთაშორისო სასწავლო ატლასი - არის წიგნი, რომელიც უკვე წლებია ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი უცვლელი ბესტსელერია, რაც მთავარია, წიგნში მუდმივად შედის განახლებები თანამედროვე პოლიტიკური მნიშვნელოვანი მოვლენების მიხედვით.
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში - ეს არის წიგნი, რომელიც მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წიგნი, რომელშიც დაწვრილებით, თანამედროვე მეთოდებისა და დაკვირვებების, გამოცდილების გაზიარებითაა აღწერილი და მოთხრობილი მნიშვნელოვანი მიდგომები საკლასო ოთახში, გაკვეთილის მსვლელობისას გამოსაყენებლად.
წიგნები ხელოვნებასა და ხატწერაზე:
ქარჩხაძის სტენდთან ასევე იქნება წარმოდგენილი წიგნები, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის.
გრაფიკული კონტრაპუნქტი არის წიგნი-ალბომი. აქ თავმოყრილია ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედების სწორედ ის საოცარი ნიმუშები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი იყო, ეს კი წიგნს თავისთავად უნიკალურს ხდის.
100 ქართული ხატი არის წიგნი-ალბომი, რომელშიც მოქცეულია სწორედ ამ წიგნისთვის სპეციალურად შერჩეული 100 უნიკალური ხატი. ალბომში შეტანილი ხატები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა, შესაბამისად, თითოეული ხატი საკუთარი ისტორიის მქონეა და განსაკუთრებულია.
ერთი სიტყვით, ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდი, როგორც ყოველთვის, მზადაა ნებისმიერი გემოვნებისა თუ ასაკის მკითხველთან შესახვედრად. 30-31 მაისსა და 1-2 ივნისს გამომცემლობები ერთგულ მკითხველთან შეხვედრას ტრადიციულად წერეთლის საგამოფენო სივრცეში დაელოდებიან.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა


კომენტარები