გურამ იმნაძე

18 May. 2024, 15:58

საგამოძიებო უწყებებში ადამიანების დაბარებაზე:

პირველ რიგში, ეცადეთ, რომ როდესაც დაგიკავშირდებიან ტელეფონზე, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიკითხოთ გამომძიებლისგან - რა საქმეზე ხდება დაბარება, რომელი მუხლით მიმდინარე გამოძიებაზე, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ... (სავარაუდოდ, ყველა ამ კითხვაზე პასუხებს ვერ მიიღებთ, მაგრამ რაც მეტად იქნებით ინფორმირებული, უკეთესი).
გვახსოვდეს, რომ ყველას გვაქვს უფლება გამოკითხვაზე არ გამოვცხადდეთ (საგამოძიებო უწყებაში მისვლა ნებაყოფლობითია). უარის შემდეგ, სამართალდამცავებს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ თქვენი დაკითხვის თაობაზე და თუკი სასამართლო დაგიბარებთ, იქ გამოცხადება უკვე სავალდებულოა.

გამოკითხვის/დაკითხვის პროცედურა როგორც წესი, არაა განსაკუთრებულად სტრესული და შესაბამისად, ამ ზარმაც თუ მოწვევამაც არ დაგზაფროთ. ჯობია, ჩვენების მიცემის დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ რომ დაინახეთ/მოისმინეთ. ასევე, თუკი იცით, კონკრეტულად რა ამბავზე გიბარებენ, ჯობია მანამდე კარგად აღიდგინოთ ამ მოვლენებზე მახსოვრობა და კონკრეტულ ეპიზოდებში თქვენ სად იყავით.

ყველაზე ოპტიმალური მაინც ის არის, რომ დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდეთ (თუ არა და, წინასწარ მაინც გქონდეთ მასთან კონსულტაცია გავლილი).

და ბოლოს — ეს დაბარებებიც იმ ხაზის გაგრძელებაა, ჩვენ, ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს უცხო ნომრებიდან რომ ურეკავდნენ იმის გამო, რომ აქციებზე ვიდექით. ამისი ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…