საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
ფოტო: RFE/RL
ერევანში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტების დროს 170-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ცალმხრივად გადაცემას აპროტესტებენ.
ორშაბათს დილით, რამდენიმე ათასმა ადამიანმა დედაქალაქში ქუჩების გადაკეტვა დაიწყო. სომხურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციამ ადამიანების დაკავებისას არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
დაახლოებით 14:00 საათისთვის, პოლიციაში განაცხადეს, რომ არცერთი ქუჩა აღარ იყო გადაკეტილი. დაკავებულებიც დღეს, შუადღისას გაათავისუფლეს.
დაგეგმილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა კვირას გამართულ აქციაზე გამოცხადდა. საპროტესტო აქციის ლიდერმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა თქვა, რომ იქნება "ტოტალური გაფიცვები, ქალაქის პარალიზებისთვის". გალსტანიანმა განაცხადა, რომ მათ არ უთქვამთ უარი გეგმაზე, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების შესახებ.
"ჩვენ დავსახეთ ჩვენი პრობლემა, განვსაზღვრეთ მიზანი, გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდება ახალი მთავრობა, ხალხის მთავრობა, შერიგების მთავრობა", — განაცხადა გალსტანიანმა.
არსებობს ვარაუდი, რომ გალსტანიანს, შესაძლოა, ახალი მთავრობის სათავეში ყოფნა სურდეს.
9 მაისს, ერევანში, 20 000-მდე ადამიანის წინაშე, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას გალსტანიანმა არ გამორიცხა ამ როლის შესრულება, თუ საზოგადოება ამას მოითხოვდა. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ აქვს ორმაგი მოქალაქეობა — კანადის და სომხეთის. ეს კი, მოქმედი კანონმდებლობით, ხელს შეუშლის მის პრემიერ-მინისტრობას.
გალსტანიანმა თქვა, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს "ფუნდამენტური ცვლილება“ საგარეო პოლიტიკაში, გამოირიცხოს როგორც ანტირუსული, ისე ანტიდასავლური პოზიციები და გატარებულ იქნას შეკავების მოქნილი პოლიტიკა.
2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთში შეჭრის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ უპასუხოდ დარჩა, სომხეთი დაშორდა თავის ტრადიციულ მოკავშირეს, რუსეთს და ცდილობს, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას.
გალსტანიანმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულა ტყუილში, ცრუ თეზისების გამოყენებაში, "სომხური ეკლესიის დევნაში", სიძულვილის კულტურის გავრცელებაში, ომის მუქარასა და არმიის "დამცირებაში".
საკამათო დემარკაცია
საპროტესტო აქციები, რომელსაც ხელმძღვანელობდა გალსტანიანი, დაიწყო მთავრობის გადაწყვეტილების გამო გამოწვეული იმედგაცრუებით — დაეწყო საზღვრის ცალმხრივი დელიმიტაციის პროცესი. სომხეთმა დააბრუნა რამდენიმე აზერბაიჯანული სოფელი, რომელსაც აკონტროლებდა მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, აზერბაიჯანის მიერ 2021-დან 2023 წლამდე კონტროლირებული, ან დაპყრობილი სომხური ტერიტორიების დაბრუნების გარეშე.
12 მაისს სცენაზე მიმართვისას მთავარეპისკოპოსმა გალსტანიანმა თქვა, რომ მოძრაობა პრინციპულად არ ეწინააღმდეგება დემარკაციას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უფრო ფართო სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში და "სომხეთის კანონების და საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, გარანტორების ჩართულობით".
მას შემდეგ, რაც პროტესტების მუხტმა იმატა, სომხეთის მმართველმა სამოქალაქო კონტრაქტის პარტიამ გალსტანიანი დაადანაშაულა კრემლის მხარდაჭერაში. ფაშინიანმა, ასევე, პირადად დაადანაშაულა აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან ომის პროვოცირების რისკში. მთავრობა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა სამხედრო ქმედებებს, რათა აეღო კონტროლი მიტოვებულ აზერბაიჯანულ სოფლებზე, რომლებიც სომხეთმა გადასცა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა 19 აპრილს. ერევანმა და ბაქომ განაცხადეს, რომ ისინი "დროებით შეთანხმდნენ" ტავუშ-ღაზახის საზღვრის ზოგიერთი ნაწილის შიდა საზღვრებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს.
შეთანხმების თანახმად, სომხური ძალები გადიან მიტოვებული აზერბაიჯანული სოფლებიდან — ბაღანის აირიმიდან, ასაგი ესკიფარიდან, ჰეირიმლიდან და ყიზილჰაჩილიდან. საზღვრის ამ მონაკვეთის კოორდინატების ზუსტი შეთანხმება 15 მაისამდე უნდა იყოს დადგენილი და ხელმოწერილი, რის შემდეგაც ამ ტერიტორიებზე საზღვარი დემარკირებულად ჩაითვლება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
კომენტარები