მეტროპოლი უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე
ფოტო: მეტროპოლი
- სამშენებლო კომპანიამ დამთვალიერებელს მიმდინარე პროექტები გააცნო;
- ღონისძიების სტუმრებმა მეტროპოლის შეთავაზებების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია;
- საერთაშორისო გამოფენა 26-28 აპრილს ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.
უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე მეტროპოლი თბილისსა და ბათუმში მიმდინარე პროექტებით წარდგა. უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში დეველოპერული კომპანია წელს პირველად მონაწილეობდა.
სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განხორციელებას გეგმავს, გამოფენის სტუმრებს თავისი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან კომპანიის წარმომადგენლებმა დამთვალიერებელს მეტროპოლის სრული სამშენებლო ციკლი გააცნეს.
საერთაშორისო გამოფენა Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით და Fiabci Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: "უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართულ რეალობაში. ჩვენთვის, როგორც ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშისათვის, მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და გასათვალისწინებელია თითოეული კომპონენტი, იქნება ეს ობიექტის ლოკაციის შერჩევა, არქიტექტურული დაგეგმარება, დიზაინი, ენერგოეფექტური მასალები თუ, ზოგადად, თანამედროვე საერთაშორისო მიდგომები დეველოპერულ სექტორში. ვფიქრობთ, ამ დეტალების გაზიარებით მომხმარებელს ვეხმარებით, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
მეორე მხრივ, ასეთი ექსპოზიციები კარგი შესაძლებლობაა უშუალოდ პირველწყაროსაგან მივიღოთ უკუკავშირი, შევიტყოთ მეტი მათი სურვილებისა და მოთხოვნის შესახებ. ჩვენ მუდმივად ვმონაწილეობთ მსგავს შეკრებებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკვე მონაწილეობა მივიღეთ შანხაისა და ყაზახეთში გამართულ ექსპოებში. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ახალი პარტნიორობის დასაწყებად."
საერთაშორისო გამოფენას Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა. საერთაშორისო კვირეული სამ ღონისძიებას აერთიანებდა: უძრავი ქონების გამოფენას, ასევე ფორუმს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციას და B2B შეხვედრებს მოიცავდა, და მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-ს.
უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მეტროპოლმა ხუთი მიმდინარე პროექტი წარადგინა.
მეტროპოლის პროექტებიდან თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე მეტროპოლ ბაგები. 14-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცის მოწყობა-მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია მეტროპოლ ქავთარაძე. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.
კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის მეტროპოლ ოვალი და მეტროპოლ კუბი, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც მეტროპოლს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ მეტროპოლ ოვალისთვის ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში.
ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი პარალელი, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსი პანორამული ხედებით იქნება გამორჩეული.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისა და მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა

კომენტარები