SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა
ფოტო: SOLO
SOLO ქართველი არტისტების მხარდაჭერას განაგრძობს. ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბირების ხელშეწყობისთვის კი ბრენდი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ამ მიზნით, SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
პარიზის მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაღალი მოდის ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც ფართო საზოგადოებას მოდის დიზაინერებისა და წამყვანი ბრენდების უახლეს კოლექციებს აცნობს. ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს მოდის დედაქალაქში მოდის ენთუზიასტებს, კრიტიკოსებს, ბაიერებს, დამწყებ და გამოცდილ დიზაინერებს უყრის თავს.
წელს პარიზის მოდის კვირეული 26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში კი საერთაშორისო ბრენდებთან ერთად მონაწილეობას ქართული ბრენდები, მათ შორის, SITUATIONIST-იც იღებდა.
SITUATIONIST-ი ქართველი თვითნასწავლი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის მიერ 2017 წელს დაფუძნებული ბრენდია, რომელსაც ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი იდენტობა და ღირებულებები გამოარჩევს. ბრენდის იდენტობა ქართულ ტრადიციულ მოტივებსა და თანამედროვე ხედვის სინთეზს ეფუძნება; მისი ღირებულება კი ისეთი სამოსისა და აქსესუარების შექმნაა, რომლებიც დროს უძლებს.
ბრენდის მიერ შექმნილი თითოეული მოდელი უნიკალურია, რადგან ისინი SITUATIONIST-ის ატელიეში მზადდება, მათზე კი მკერავები ყოველთვის ტოვებენ საკუთარ ხელწერას. ამასთან, ბრენდი უარს ამბობს მასობრივ წარმოებაზე. შესაბამისად, თითოეულ მოდის ნიმუშზე დახარჯული დრო, ენერგია და ძალისხმევა მათ ხარისხს განაპირობებს.
ეს ყველაფერი არ არის. SITUATIONIST შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნივთი კიდევ უფრო მეტად უნიკალური გახადონ — საკუთარი ხელწერა დატოვონ შერჩეულ ნივთზე და ის მოდის უნიკალურ ნიმუშად აქციონ — თავად შეარჩიონ მასალა თუ ფერი.
SITUATIONIST-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადობასთან ერთად გარემოზე ზრუნვაცაა. ბრენდი მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებას. ამისათვის კი სამოსისა და აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალას ზუსტი რაოდენობით უკვეთავს. ასევე, მომხმარებელს ტყავისგან დამზადებული ნივთების ვეგანურ ალტერნატივასაც სთავაზობს.
წელს პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-მა 2024-25 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა, რომელიც ქართული ტრადიციული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზს ახდენს. მოდელების შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული ქსოვის ტექნიკა და კომპლექსური დეტალები კი ქვეყნის მრავალფეროვანი ესთეტური მემკვიდრეობის ფართო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას განაპირობებს.
ამასთან, ქართული ნარატივები კარგად ჩანს კოლექციის წარსადგენ ფოტოსესიაზე, რომელიც საქართველოს ბუნებისა და ისტორიული არქიტექტურის ფონზე წარიმართა.
წელს პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-ის სპონსორები იყვნენ SOLO და Visa.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები