ალტე უნივერსიტეტმა აბიტურიენტების კლუბის პირველი რეგიონული ცენტრი ყვარელში გახსნა
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებს.
მისი მიზანი უცვლელია, შექმნას სივრცე, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული ის, სერვისები, რომლებიც მათ პროფესიის სწორად შერჩევაში, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მომზადებაში დაეხმარება.
სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებს სთავაზობს მოსწავლეებს ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული აბიტურიენტების კლუბი, რომელიც უკვე მეორე წელია, ფუნქციონირებს და 5000-მდე აბიტურიენტს აერთიანებს.
რაც ყველაზე მთავარია, თითოეული პროექტი ხორციელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი, ხატია მათიკოშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონებში აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს დაეხმარება იმ გამოწვევებისა და ბარიერების დაძლევაში, რომელსაც თუნდაც პროფესიის შერჩევის დროს ხვდებიან. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ყვარლის ევროკლუბთან ერთად შეიქმნა აბიტურიენტთა კლუბის პირველი რეგიონული ცენტრი.
აბიტურიენტების კლუბი უკვე ჯამში 5000-მდე წევრს აერთიანებს. კლუბის ორგანიზებით 2023 წელს 70-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რომლებშიც რეგიონებში მცხოვრები 1500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
მიუხედავად იმისა, რომ ალტე უნივერსიტეტი და აბიტურიენტების კლუბი რეგიონებს საინტერესო პროექტებით ხშირად სტუმრობენ, რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის აბიტურიენტების კლუბის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით რეგიონული ცენტრების გახსნის საჭიროებაც დადგა. ამ გზით ადგილობრივ მოსწავლეებს ალტე უნივერსიტეტი შესაძლებლობას უქმნის, დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრას და ვორქშოფს სახლთან ახლოს, ფიზიკურ სივრცეში.
როგორც აღვნიშნეთ, აბიტურიენტების კლუბის პირველი რეგიონული ცენტრი ყვარელში, ევროკლუბის ბაზაზე გაიხსნა და ახალგაზრდებისთვის პირველი შეხვედრაც დაგეგმილია, რომლისთვისაც შერჩეულია აბიტურიენტების ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა — "პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა". ღონისძიებას ტრენერი და გაეროს ასოციაციაში სპეციალური პროექტების მენეჯერი გიორგი ექსეულიძე წარუძღვება.
ვალერი ტოჩილაშვილი, აბიტურიენტების კლუბის ამბასადორი და აბიტურიენტების კლუბის ყვარლის რეგიონული ცენტრის კოორდინატორი ამბობს, რომ კლუბის ყველა პროექტი ალტე უნივერსიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება და გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, უნივერსიტეტი კლუბს ინტელექტუალური რესურსითაც უზრუნველყოფს.
აბიტურიენტების კლუბის ყოველდღიურ ძალისხმევას თუ როგორ ვცდილობთ, ჩვენი თითოეული პროექტი აბიტურიენტების საჭიროებებს მოვარგოთ, მისი დაარსების დღიდან ვაკვირდები.
ალტე უნივერსიტეტის გუნდი დაუღალავად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, მანამდე კი 27 იანვრის შეხვედრისთვის ემზადებიან.
შეხვედრა 27 იანვარს, 14:00 სთ-ზე ყვარლის ევროკლუბის სივრცეში, აბიტურიენტების კლუბის რეგიონულ ცენტრში გაიმართება.
მეტსაც გეტყვით, შეხვედრას ინტერაქციული ფორმატი ექნება და მონაწილეები შეძლებენ, ადგილზე სხვადასხვა ტიპის როლური თამაშებით გამოცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიებში.
ამ პროექტმა შესაძლოა, მოსწავლეები, რომლებიც ჯერ კიდევ ძიების პროცესში არიან, სხვადასხვა მიმართულებით დააფიქროს, შედეგად კი — მათ უფრო რაციონალურად შეძლონ კარიერული დაგეგმვა და განვითარება.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები