თეგეტას "ზრუნვის კედელი" — ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად
ფოტო: Tegeta
უკვე მესამე წელია თეგეტას თანამშრომლები ზრუნვის კედლის გარშემო ერთიანდებიან და ხანდაზმულებისა და ბავშვების სურვილების ასრულებაზე ზრუნავენ. Tegeta.Care-ის ბენეფიციარებისთვის ჯადოსნური ახალი წლის შექმნა სწორედ მათი მოხალისეობით ხდება შესაძლებელი.
"ზრუნვის კედელი" არის პროექტი, რომელიც ჰოლდინგის წევრებს ზრუნვის იდეის გარშემო აერთიანებს. ნაძვის ხე, წიგნი, ახალი ქურთუკი, სათამაშოები — ეს იმ სურვილების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც, ასრულების შემთხვევაში, წერილების ავტორებს დღესასწაულის ჯადოსნურობის რწმენას უჩენს და მოახლოებული ახალი წლის სიხარულით ავსებს.
ახალ წლამდე წერილები "ზრუნვის კედელზე" თავსდება. წლის მიწურულს კი, თეგეტას თანამშრომლები კედელთან იკრიბებიან, წერილებს ეცნობიან და ბენეფიციართა სურვილებს შესასრულებლად ინაწილებენ. მათ გარკვეული დრო აქვთ იმისთვის, რომ წერილებისთვის განდობილი სურვილები საჩუქრებად, მათი ავტორების ახალი წელი კი, იმედების გამართლების დღესასწაულად აქციონ.
ფოტო: Tegeta
თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ამ წამოწყებაზე ვრცლად ისაუბრა.
"ზრუნვის კედელი თეგეტას ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული აქტივობაა. ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჰოლდინგის დიდი გუნდი წელს უკვე მესამედ გაერთიანდა ზრუნვის იდეით.
ძალიან ემოციური იყო საჩუქრების შეგროვების პროცესიც და იმის ყურება, როგორი ენთუზიაზმით მოჰქონდათ ჩვენს თანამშრომლებს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის განკუთვნილი საახალწლო ფერადი საჩუქრები. ვამაყობთ, რომ ეს ჯადოსნური პროექტი 3 წლის განმავლობაში უკვე 900-მდე ასრულებულ სურვილსა და 1000-ზე მეტ მზრუნველ თანამშრომელს ითვლის", — ამბობს თათია ხორბალაძე.
ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელა, დედების ფონდი, საქართველოს კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ათი მნათი და პირველი სახლი, ჰარმონია, იმედის სახლი — ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიდანაც თეგეტა ჰოლდინგმა წელს საახალწლო სურვილები შეაგროვა. ეს ორგანიზაციები ზრუნავენ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ონკოლოგიური დაავადებებითა და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე, მარტო დარჩენილ და მძიმე დაავადებების მქონე ხანდაზმულებზე.
თეგეტას საახალწლო აქტივობაში, ინდივიდუალურად ან თანაგუნდელებთან ერთად, წელს კომპანიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო, რათა ახალ წელს ხანდაზმულები და ბავშვები ახდენილი სურვილების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. პროექტის დასკვნით ეტაპს, საახალწლო საჩუქრების ადრესატებთან მიტანას, თეგეტა თავად უზრუნველყოფს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს.
თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები