რა წიგნი ვაჩუქოთ ახალ წელს – დათო გორგილაძის რჩევები საქართველოს ბანკის იდეათეკიდან
ფოტო: საქართველოს ბანკი
ეგეთი დღეები მოდის: სვიტერის საყელოში რომ ჩაგარგვევინებს ცხვირს, წარსულის თბილ დღეებს გაგახსენებს და მომავალზე დაგაფიქრებს; გვიან საღამოს ლიმონიანი ჩაის თანხლებით ფილმების რეტროსპექტივას რომ მოგაწყობინებს და მიჯრით მიჰყვება ერთმანეთს "მარტო სახლში", "საშობაო საჩუქარი" (ტურბომენად წოდებული), "ნამდვილი სიყვარული ("ლავ ექშელის" რომ ვუწოდებთ), ჰარი პოტერის სერიები და… დაგათენდება კიდეც.
მერაია ქერის სიმღერის დღეები მოდის. ლამის უთოდან და ღუმელიდან რომ ჩაგესმის მისი ხმა: "ოლ აი ვონთ ფორ ქრისმას, ის იუ".
Facebook-ზე წლის შეჯამებების დრო-ჟამი დგება – ორი შესრულებული მიზნით აღტაცება და წუხილი ოთხმოცდათვრამეტი შეუსრულებლის გამო.
ის სერიები იწყება, ერთდროულად ცივ ჰაერსაც რომ ჩაისუნთქავ და საახალწლო ჯადოსნობის მოლოდინებსაც, რომლითაც გაჯერებულია ეგ ჰაერი;
ფოთლებგაცვენილი კარალიოკის ხეზე რომ მიგაშტერებინებს თვალს და ნაცრისფერში ნარინჯისფრის ელვარებას გამოკვეთს, ეგ დღეები მოდის.
საჩუქრებზე ფიქრის დღეებიც მოდის. გამოცნობის, ამოცნობის, ისევ ფიქრის, საქმის ბოლო წუთამდე მიყვანის და საბოლოოდ შესაფუთ დახლთან იმდენხანს დგომის, სულხან-საბას ყოფნა ლუდოვიკოს მოსაცდელში მონაგონი რომ იქნება.
არადა, რა ჯობია საახალწლოდ კარგი წიგნის ჩუქებას. ეგ ნიშნავს ადამიანს ფიქრისა და განსჯის საბაბი აჩუქო, რაიმე მოქმედებისკენ უბიძგო, პერსონაჟების ცხოვრებაზე წააკითხო და ამით, იქნებ, საკუთარიც გაუქციო თვალწინ კინოკადრებად;
გაახსენო მომენტები, როცა აუცილებლად სათქმელი იყო და ვერ თქვა; თავგადასავლებზე ოცნებობდა და ვერ გადაიხდინა;
ბოდიში უნდა ეთქვა და ვერ ამოღერღა;
სიყვარული უნდა აეხსნა და სიყვარულზე სიტყვაც ვერ დასცდა;
სიზმრებად დედამიწის კუთხე-კუნჭულის დალაშქვრას ხედავდა და მოკლე გზებით იარა.
რა იცით, იქნებ რამე ქნას, იქნებ შეცვალოს, იქნებ დაიძრას.
მნიშვნელობა არ აქვს როგორ წიგნს ჩუქნით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს – სევდიანს, სახალისოს, ბედნიერ დასასრულიანს, ტირილის მიზეზიანს, მოთხრობათა თუ პოეტურ კრებულს, რომანს, სქელტანიანს თუ ტანწერწეტას, ძვირადღირებულს თუ არც ისე.
მთავარი სხვა რამაა: წიგნის ჩუქებით მას განვლილზე აფიქრებთ, შანსს აძლევთ აწმყო გაიფერადოს და მომავლისთვის მოემზადოს. მომავლისთვის კი სწორედ წინასაახალწლოდ ემზადებიან ხოლმე.
აი, რა შეგიძლიათ აჩუქოთ საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებიდან:
შანტარამი
ავტორი: გრეგორი დევიდ რობერტსი
აჩუქეთ ჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანს, ვისაც შეუძლია წიგნის პირველ გვერდზე ჩაისუნთქოს და 930-ე გვერდზე ამოისუნთქოს (მხატვრული თქმა იყო, რეალურად არ სცადოს, ცოდვაში არ ჩამადგმევინოთ ფეხი). „შანტარამი“ გრეგორი დევიდ რობერტსის ცხოვრების ისტორიაზე დაფუძნებული რომანია. ფათერაკებით, დაძაბულობით, ცოდვებით, ფერებით, გამოცდილებებით, ტკივილების მოქცევებითა და მიქცევებით გაჯერებული ტექსტი, რომელშიც მდინარის შენაკადებივით შემოდის ავტორის პოეზიამდე აყვანილი პროზაული ოსტატობა და ამქვეყნიური მანკიერებებით გაჯერებულ სტრიქონებს შორის ჟანგბადის ფენებად გროვდება.
ულისე
ავტორი: ჯეიმზ ჯოისი
აჩუქეთ ადამიანს, რომელსაც საქმის შუა გზაში მიტოვება სჩვევია და უნებისყოფობა ახასიათებს. თუ დაძლევს „ულისეს“, დაძლევს ყველაფერს. საჩუქარს თან დაურთეთ წერილი დათქმით, რომ წლის ბოლოს „ჩაიბარებთ“. ორმაგად მოგებული დარჩებით: საყვარელ ადამიანსაც წაადგებით და ერთი წლის თავზე თქვენც გაიგებთ, რა წერია წიგნში (ხუმრობით. ნახევრად ხუმრობით).
ჰომო ფაბერი
ავტორი: მაქს ფრიში
აჩუქეთ ადამიანს, რომელზეც გეეჭვებათ, რომ გრძნობები მოუცვდა, დაუბლაგვდადა ამქვეყნიური ბედნიერებები არათუ აღარ აღაფრთოვანებს, არამედ თითქოს გაურბის კიდეც. ამ ლიტერატურული ჯადოსნობით იქნებ დაიჯეროს, რომ სიყვარულის წამიერი გაელვება საკმარისია სიცოცხლის მსვლელობაში დასაბრუნებლად.
ეს ჩემი რჩევებია, თუმცა, თქვენი ადამიანებისა თქვენ უკეთ იცით, ვის რა ლიტერატურული ვიტამინი ესაჭიროება.
ეგეთი დღეები მოდის, კარალიოკის შიშველ ხეებზე მიშტერებისა და ფერების გამორჩევის. შეირგეთ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები