500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, Demo Day-ს ფარგლებში საკუთარი კომპანიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ. წელს, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day 14 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა.
500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას — Demo Day-ს უმასპინძლა. 5 ქვეყნის 10 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის. Demo Day შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, დაამყარონ ღირებული კავშირები, რაც მათ ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.
ამასთან, Demo Day-ს ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლორენს ჩუ, Global Tech M&A at Goodwin-ის თანათავმჯდომარე, ერთან ქანი, Multiple Capital-ის მმართველი პარტნიორი, კორტნი პოველი, 500 Global-ის მმართველი ოპერაციული მენეჯერი (COO) და ფარუქ ალიევი, Pasha Holding-ის ინოვაციების მიმართულების დირექტორი. პანელის მოდერატორი იყო მაიკ ბუჩერი, TechCrunch-ის რედაქტორი.
500 Georgia-ს მეექვსე ნაკადისთვის სტარტაპების შერჩევა უკვე დაიწყო. მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე.
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპები არიან:
- Awork — საქართველო: Awork-ი არის შესაძლებლობა ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლებისთვის, აღმოაჩინონ მათთვის იდეალური შეთავაზება ერთი "სვაიფით", მეორე მხრივ კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, გაზარდონ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ცნობადობა;
- Beep — აზერბაიჯანი: გაზარდე პროდუქტიულობა Beep-თან ერთად, გააზიარე სურათები და უკუკავშირი თითის ერთი დაჭერით;
- GoDays — ყაზახეთი: იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა უზრუნველყოს თანამშრომლების „გადაწვის“ პრევენცია და მოახდინოს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რათა მისცეს მათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი;
- HopShop — სომხეთი: HopShop ახდენს მოდისგან მიღებული ინსპირაციის მონეტიზაციას, რისთვისაც ქმნის ონლაინ მაღაზიებს ინსტაგრამ ინფლუენსერებისთვის და აძლევს მათ შესაძლებლობას, გააფორმონ პარტნიორობები როგორც სელერებთან, ასევე ბრენდებთან;
- My AI — ავსტრია: გამოიმუშავე და გამოიყენე ლოიალობის ქულები სხვადასხვა ბრენდებში, დაცული ბლოკჩეინ პლატფორმის მეშვეობით;
- OHMYSYNT — სომხეთი: ბრენდებისთვის შექმნილი, პერსონალიზებული AI კონტენტი;
- Perkskit — აზერბაიჯანი: SAAS პლატფორმა, შექმნილი დასაქმებულთა ბენეფიტების მენეჯმენტისთვის;
- Porte — ყაზახეთი: ციფრული „კონსიერჟი“ სასტუმროებისთვის;
- STORI — საქართველო: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მარკეტინგული კონტენტის ავტომატიზაციისთვის შექმნილი ხელსაწყო;
- UniSub — საქართველო: გადახდების პლატფორმა, რომელიც ყოველთვიური წევრობის გადასახადს კრიპტო ვალუტაში იღებს.
ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში, მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა.
2022 წელს, საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ოთხწლიანი პარტნიორობა გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს თბილისში წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და exited კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები