ფერადი კუბოები და ცეკვა საკურთხეველზე — საბრინა კარპენტერის კლიპის გამო მღვდელი დასაჯეს
ფოტო: Sabrina Carpenter / YouTube
საბრინა კარპენტერის ახალ სიმღერაზე გადაღებული ვიდეოკლიპის გამო აშშ-ის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელი დასაჯეს. ამერიკელმა პოპვარსკვლავმა 31 ოქტომბერს, ჰელოუინზე, სიმღერა Feather-ზე შექმნილი კლიპი გამოუშვა. ვიდეო ბრუკლინში, უილიამსბურგის კათოლიკურ ეკლესიაშია გადაღებული. მის ერთ-ერთ სცენაში შავ კაბაში გამოწყობილი კარპენტერი ფერადი კუბოებით გაფორმებული საკურთხევლისკენ მიემართება და ცეკვას იწყებს. ვიდეოკლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა — იუთუბზე მას უკვე 12 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. თუმცა, ნანახმა ყველა როდი მოხიბლა.
ვიდეოს გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში ბრუკლინის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კლიპი დაგმო და აღნიშნა, რომ ისინი ნანახით "თავზარდაცემულნი" არიან. როგორც გაირკვა, კარპენტერს ეკლესიაში გადაღების ნებართვა მონსენიორმა ჯეიმი ჯაიგენტიელომ მისცა. ეპარქიის განცხადებით, მონსენიორმა "დაარღვია ეკლესიის საკუთრებაში გადაღების პოლიტიკა, რომელიც მოიცავს გადასაღები სცენებისა და სცენარის გადახედვას". ამის გამო, ჯაიგენტიელოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა. ეპისკოპოსმა კი ეკლესიაში "გამოსასწორებელი მესა" აღავლინა, რითაც, ეპარქიის თქმით, ტაძარს "სიწმინდე დაუბრუნდა და მიყენებული ზიანი ანაზღაურდა".
რაც შეეხება მონსენიორ ჯაიგენტიელოს, მან ეკლესიის ფეისბუქგვერდით ასევე გააკეთა განცხადება და ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, კარპენტერის წარმომადგენლები სექტემბერში დაუკავშირდნენ ეკლესიის ტერიტორიაზე გადაღების თხოვნით. ჯაიგენტიელო ამბობს, რომ მან ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით კარპენტერს "საეჭვო" ვერაფერი შეატყო და თხოვნას დადებითად უპასუხა. მღვდელი ამატებს, რომ მისი მიზანი "ეკლესიასა და ახალგაზრდა ხელოვანებს შორის კავშირის" გაძლიერება იყო. თუმცა, მისივე თქმით, ტაძარში თავდაპირველად გასვენების სცენის გადაღება იგეგმებოდა, ვიდეოკლიპის საბოლოო ვერსიაში ნანახი კი მისთვის არ შეუთანხმებიათ.
ეპარქიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მესაზე მისული მრევლი, დაახლოებით 50 ადამიანი, კარპენტერის ვიდეოში ნანახით "აღშფოთებული" იყო. თუმცა, ამბავს სოციალურ ქსელშიც ბევრი კათოლიკე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მონსენიორის სასჯელი მის დანაშაულთან შეუსაბამოა.
ფოტო: Christopher Polk / Billboard
24 წლის საბრინა კარპენტერი ბევრმა წინა ათწლეულის დასაწყისში გაიცნო, როცა იგი დისნეის სერიალში Girl Meets World გამოჩნდა. 14 წლის კარპენტერმა უკვე პირველ ლეიბლთან გააფორმა კონტრაქტი და მალევე სადებიუტო ალბომიც გამოუშვა.
პოპვარსკვლავებისა და ეკლესიის დაპირისპირება კი არახალია. ჯერ კიდევ 1989 წელს, როცა მადონამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Like a Prayer გამოუშვა, მის ვიდეოკლიპში კათოლიკური სიმბოლიკის გამოყენებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა. კათოლიკური საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა ლედი გაგას 2010 წლის სიმღერაზე Alejandro გადაღებულმა ვიდეოკლიპმაც.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები