გაიგე მეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შემუშავებულია კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) და იოჰან გუტენბერგის მაინცის უნივერსიტეტთან (გერმანია) ერთად, მაგისტრანტობის მსურველთა მიღებას აცხადებს. სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად ზეპირი გამოცდის ჩაბარებაა საჭირო.
კურსდამთავრებულს მიენიჭება მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ატმოსფერულ მეცნიერებებში (ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტი, თბილისი, საქართველო). ორმაგი ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი ხარისხის მინიჭებაც:
- დედამიწისა და პლანეტების, გარემოს მეცნიერებების მაგისტრი (კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი);
- მეცნიერებათა მაგისტრი მეტეოროლოგიაში (იოჰან გუტენბერგის მაინცის უნივერსიტეტი, მაინცი, გერმანია).
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ახალი თაობის მკვლევარი, რომელსაც:
- ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა ატმოსფერული და ახლო კოსმოსის მეცნიერებების შესახებ;
- შეძლებს ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის დაკვირვებითი ან/და თეორიული კვლევების რელევანტური მეთოდების, მონაცემთა ბაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში;
- იმუშავებს თანამედროვე აპარატურასთან, მათ შორის ისეთთან, რომელიც გამოიყენება გლობალური მონიტორინგის ქსელებში;
- პროგრამის კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იქნება როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები
პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკის, ასტრონომიის, მათემატიკის, დედამიწის შემსწავლელი მეცნირებების ან კომპიუტერული მეცნიერებების დარგში.
საქართველოს მოქალაქეს მაგისტრატურაში იღებენ საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ. უცხო ქვეყნის მოქალაქე აპლიკანტი, რომელმაც განათლება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიიღო, ჩაირიცხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, №224/N ბრძანების შესაბამისად.
ყველა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კვალიფიკაციის დასადასტურებლად აპლიკანტმა უნდა წარადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო ენის სერტიფიკატი (სერტიფიკატებისა და მინიმალური ქულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).
ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის ან კოლეჯის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ წინა საფეხურზე სწავლების ენა იყო ინგლისური.
გ) ინგლისური ენის შემსწავლელი ადგილობრივი ან საერთაშორისო ცენტრის (მაგ. ენების სკოლა) მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის მინიმუმ B2 დონის შესაბამის ენობრივ კომპეტენციას ენის კურსის დასრულების შემდეგ.
ან ჩააბაროს ინგლისური ენის საუნივერსიტეტო ინსტიტუციური გამოცდა / ონლაინტესტი, რომელიც შეესაბამება CEFR-ის B2 დონეს
შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომელთა მშობლიური ენა ინგლისურია ან რომელთაც დაასრულეს ინგლისურენოვანი საშუალო სკოლა / უნივერსიტეტი იმ ქვეყანაში, სადაც ინგლისური ოფიციალური ენაა.
ინგლისური ენის სერტიფიკატების მინიმალური ქულები:
- TOEFL;
- paper based PBT 513;
- internet based iBT 65;
- computer based CBT 183;
- IELTS;
- Academic (Band 5.5);
- Cambridge ESOL (English for Speakers of Other Languages);
- Certificate of Advanced English CAE: 160/Level B2 (also grades A/B/C);
- First Certificate in English FCE: 160/Grade C (also grades A/B);
- Business English Certificate (Higher) BEC: 45/Level B2 (also grades A/B/C);
- Business English Certificate (Vantage) BEC: 60/Grade C (also grades A/B);
- Business Language Testing Service BULATS: 60 overall;
- PTE (General level 3);
- PTE Academic (59-75 points);
- TELC (The European Language Certificates);
- TELC English B2: Pass;
- Michigan (Cambridge Michigan);
- Examination for the Certificate of Proficiency in English ECPE: Low Pass;
- Examination for the Certificate of Competency in English ECCE: Pass;
- Michigan English Language Assessment Battery (MELAB): B2.
ყველა აპლიკანტი შემდეგ ფასდება ზეპირი გამოცდით. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აპლიკანტის მოტივაციას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, დარგობრივ საბაზისო ცოდნას, რომელიც საჭიროა პროგრამის გასავლელად.
დეტალური ინფორმაცია მიღების მოთხოვნათა შესახებ ასახულია შესაბამის დოკუმენტში და განთავსებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.iliauni.edu.ge
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს აკადემიურ სფეროში: უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში, რომლებშიც წარმოებს ატმოსფეროს, იონოსფეროს, მზე-დედამიწის კავშირების, მეტეოროლოგიის, კლიმატისა და ეკოლოგიის კვლევები როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
ასევე შეიძლება იმუშაოს სანავიგაციო სამსახურებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მონიტორინგისა და სტატისტიკურ კვლევებში, მომიჯნავე დარგების კვლევით ცენტრებში. მას შეუძლია სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები