მოუთმენლად ველოდები მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენებას — ჩივნინგის პროგრამაზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი მარიამ შურღაია
ფოტო: საქართველოს ბანკი
მონდომებულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, ჩივნინგის პროგრამა ერთი შეხედვით შეუძლებელი მიზნების მიღწევაშიც კი ეხმარება. ჩივნინგი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება, გამარჯვებულები კი სრული დაფინანსებით დიდ ბრიტანეთის სასურველ უნივერსიტეტში სასწავლებლად მიემგზავრებიან.
სტიპენდიის მოპოვების შანსებს ისიც ზრდის, რომ 2013 წლიდან საქართველოს ბანკი ჩივნინგის პროგრამის მხარდამჭერია და ყოველწლიურად დამატებით იმ რჩეულ სტუდენტებს გამოარჩევს, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში სწავლას და ცხოვრებას სრულად უფინანსებს. საქართველოს ბანკის წლევანდელი სტიპენდიატებიდან ერთ-ერთი მარიამ შურღაიაა, რომელიც საკუთარი პროფესიის, კონკურსში მონაწილეობისა და დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების შესახებ ვრცლად გვესაუბრა.
"ამ დრომდე ხუთი წელი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სკოლის დირექტორად ვმუშაობდი. ჩემი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ბრიტანული განათლების სისტემა როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სურვილი მქონდა, განათლების მართვისა და ლიდერობის საკითხები დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში მესწავლა, რათა საქართველოში დაბრუნების შემდეგ განათლების სფეროში საუკეთესო ბრიტანული და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას შევუწყო ხელი. პროფესიული განვითარების მიზნით, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა აქამდეც მიმიღია, თუმცა ჩივნინგის პროგრამაში წელს პირველად ჩავერთე. ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარების ამ ეტაპზე ჩივნინგის პროგრამის შერჩევის კრიტერიუმები და ჩემი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომაც, კონკურსში მონაწილეობის მიღება წელს გადავწყვიტე", — ამბობს მარიამ შურღაია.
მარიამის აზრით, ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსისთვის მზადების პროცესი საკმაოდ ინტენსიურ კოგნიტიურ მუშაობას მოითხოვს. პირადად მისთვის ეს პროცესი გამოცდილების, უნარების, პიროვნული თვისებების, ღირებულებებისა და მიზნების კრიტიკულ შეფასებასა და ანალიზს გულისხმობდა. უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით კი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატის თქმით, შემდეგ ეტაპები გაიარა:
1. “განათლების სფეროში ლიდერობის მიმართულებით ჩემთვის საინტერესო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, რათა გადამეწყვიტა, დიდი ბრიტანეთის რომელ უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა;
2. შერჩეულ სამ უნივერსიტეტში მოთხოვნილი საბუთების გაგზავნა;
3. ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება;
4. ჩივნინგის პროგრამის შესარჩევი კრიტერიუმების გაცნობა, რათა ზუსტად მცოდნოდა, რომ ამ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ და აპლიკაციის პროცესის დაწყება ღირს;
5. აპლიკაციის შევსება და მოთხოვნილი ოთხი ესეს დაწერა, რომლებითაც ასაბუთებ, თუ რატომ გინდა კონკრეტულ პროგრამაზე სწავლა, რატომ აირჩიე დიდი ბრიტანეთი, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას საკუთარი ინტერესის სფეროს განვითარებისათვის, უკვე მიღებული გამოცდილება და უნარები როგორ დაგეხმარება იმაში, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიო;
6. კონკურსის მეორე ეტაპზე გასაუბრების გავლა, რომლითაც აპლიკაციაში საკუთარ თავზე მოცემულ ინფორმაციას აჯამებ”, — დასძინა მარიამმა.
მარიამმა ჩივნინგის კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და საქართველოს ბანკის სტიპენდიატიც გახდა. ის სწავლას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში – UCL-ში განათლების სფეროში ლიდერობის მიმართულებით გააგრძელებს. მარიამის აზრით, საქართველოს ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებისთვის განათლების სფეროში ლიდერების როლი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელება კარიერულად მისთვის მნიშვნელოვანია.
“ვფიქრობ, საერთაშორისო გამოცდილება, ახალი ცოდნა, ჩემს სფეროში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში სწავლის დროს შევხდები, დამეხმარება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ განათლების სისტემის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. მოლოდინი მაქვს, რომ საკმაოდ ინტენსიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება მექნება. მომიწევს, რომ ბევრი ვიკითხო, ვიკვლიო, ვიფიქრო და ვწერო. მოუთმენლად ველოდები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩემთვის ძალიან საინტერესო პროგრამაზე სწავლის დაწყებას და იმ საოცარი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენებას, რომლებსაც UCL და ლონდონი შემომთავაზებს”, — ამბობს მარიამი.
მარიამი ერთ-ერთია იმ სტიპენდიატთაგან, რომლებიც საქართველოს ბანკის დაფინანსებით სწავლას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებენ. გარდა სწავლისა, საქართველოს ბანკი თავის სტიპენდიატებს ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. ჩივნინგის კონკურსით დაინტერესებულებს გამარჯვებული სტიპენდიატი შემდეგ რჩევას აძლევს:
"ყველას ვურჩევდი, კრიტიკულად შეაფასონ განვლილი გზა, დაინახონ და დააფასონ საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს. სწორედ ამის საფუძველზე გადაწყვიტონ, რისი სწავლა უნდათ და როგორ დაეხმარება მიღებული ცოდნა არჩეული გზის უფრო საინტერესოდ და უკეთ გავლაში. რაც მთავარია, საკუთარი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებელია, შეუპოვარი იყო", — ამბობს მარიამი.
2024-2025 წლის სასწავლო წლის ჩივნინგის კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება მალე დაიწყება, დამატებით ინფორმაციას კი ამ ბმულზე ნახავ.
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
კომენტარები