საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმარი, გვანცა დიღმელიშვილი მის საყვარელ წიგნებზე მოგიყვებათ
ფოტო: საქართველოს ბანკი
სკოლის არდადეგები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ზაფხულის საკითხავებს ჩავუჯდეთ, ჩვენთვის საყვარელ წიგნებს თვალი გადავავლოთ ან სულაც ახალი ავტორები თუ პერსონაჟები აღმოვაჩინოთ.
წიგნების საკითხავად, არაფორმალურ და ფორმალურ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი გამორჩეული ადგილი საქართველოს ბანკის იდეათეკაა — მულტიფუნქციური განათლების სივრცე რეგიონის სკოლებში, რომელიც თითოეულ ლოკაციაზე მოსწავლეებს აძლევს წვდომას 1500-მდე წიგნსა და საგანმანათლებლო რესურსზე, სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე.
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ინიციატივით, დღეს იდეათეკა ქვეყნის მასშტაბით 6 რეგიონის 16 სკოლაში ფუნქციონირებს, უმეტესობა კი საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშია განთავსებული. შედეგად, 7000-მდე მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებზე.
სანამ სკოლებში არდადეგებია, იდეათეკის ხშირი სტუმრები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ და შესვენებებზე დროის დიდ ნაწილს იდეათეკაში ატარებენ, მათი საყვარელი წიგნების შესახებ საუბრობენ.
იდეათეკის მკითხველთა შორისაა გვანცა დიღმელიშვილიც, რომელიც თავის საყვარელ წიგნების შესახებ მოგიყვებათ.
"სანამ თანატოლებისთვის გასაზიარებელ წიგნებს გამოვარჩევდი რამდენჯერმე გადავავლე თვალი ჩემს პატარა ბიბლიოთეკას. არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა, რადგან ყველა წიგნი თავისებურად მიყვარს და ჩემთვის თითოეული მათგანი გამორჩეული და ღირებულია განსხვავებული სიუჟეტისა თუ შინაარსის გამო. დიდხანს ვფიქრობდი, რა კრიტერიუმებით შემერჩია, თუმცა, მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე, ის წიგნები ამომერჩია, რომლებიც ზაფხულთან ასოცირდებოდა. ასეთიც ბევრი იყო, მაგრამ როგორღაც შევძელი და გამოვარჩიე ორი წიგნი, რომლებიც განსაკუთრებით მომწონს. მინდა რომ ისინი თქვენც გაგიზიაროთ":
სარა პენიპეკერი — პაქსი
"სარა პენიპეკერი წიგნში — პაქსი ერთ-ერთ ყველაზე თბილ და გულისამაჩუყებელ ამბავს გვიყვება, რაც კი წამიკითხავს. ემოციების კორიანტელთან ერთად, სიუჟეტი ბევრ რამეზე გვაფიქრებს: ომის სისასტიკესა და ნამდვილ მეგობრობაზე. ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება და ფიქრობს, რომ ნებისმიერ სულიერს გააჩნია გრძნობები.
აქ შეხვდებით ალაპარაკებულ ბუნებას და მათ განცდებს, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ. წიგნის მთავარი პერსონაჟები მელია პაქსი და მისი პატრონი პეტერი არიან, რომლებიც ერთმანეთს დააშორეს, ახლა კი ერთმანეთის საპოვნელად უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. აქვე გეტყვით, რომ წიგნის ცრემლების გარეშე წაკითხვა ძალიან გაგიჭირდებათ".
ასტრიდ ლინდგრენდი — ჩვენც სალტკროკელები ვართ
"ბევრი ჩვენგანისთვის უსაყვარლესი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოები — ჩვენც სალტკროკელები ვართ თქვენი ზაფხულის ცხელ დღეებს უფრო მეტ ხალისს შესძენს და გართობისთვისაც ბევრი ახალი იდეის ინსპირაცია გახდება.
ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ნებისმიერი ჟანრის მოყვარულისთვის საინტერესო იქნება, რადგან მისი კითხვის დროს მოწყენის დრო არ გექნებათ. ამბავი მამასა და ოთხ შვილზე მოგვითხრობს, რომლებიც დასასვენებლად სალტკროკიის კუნძულზე წავლენ და მალევე იქაურ ბავშვებს დაუმეგობრდებიან, რის შემდეგაც უამრავი სახალისო და სახიფათო თავგადასავალი ელით. წიგნის დაწყებისთანავე მივხვდი რომ წინ უამრავი გიჟური ამბავი მელოდა. ასეც მოხდა".
საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმრების რეკომენდაციები ზაფხულში საკითხავი წიგნების შესახებ ამით არ სრულდება, ისინი საკუთარ თანატოლებს კიდევ უფრო მეტი საინტერესო ავტორებისა და პერსონაჟების გაცნობას ჰპირდებიან. საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები