შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფოტო: Getty Images
ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ცნობაზე დაყრდნობით ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი შინეიდი გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეძრულნი ვართ", — წერია მომღერლის ოჯახის გავრცელებულ განცხადებაში.
ო'კონორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: Frans Schellekens / Redferns
დუბლინელმა შინეიდ ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როცა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra გამოუშვა. ალბომი არაერთი ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა. არანაკლებ წარმატებული გამოდგა 1990 წელს გამოშვებული მეორე სტუდიური ალბომი I Do Not Want What I Haven't Got, რომლის შვიდ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა მსოფლიოში. ერთ-ერთი სინგლი ალბომიდან — Nothing Compares 2 U — რომელიც პრინსის დაწერილია, მოგვიანებით ნამდვილი ჰიტი გახდა. ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე სიმღერა წლის #1 მსოფლიო სინგლად დასახელდა.
კარიერული წარმატების მიუხედავად, ო'კონორს მეტად რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა. მომღერალი იხსენებდა, რომ ბავშვობაში, მისი მშობლების დაშორების შემდეგ, დედა მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მუსიკოსი ღიად საუბრობდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. გასული წლის დასაწყისში ო'კონორს 17 წლის შვილი დაეღუპა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში მოხვდა.
მიუხედავად სირთულეებისა, მუსიკოსმა სულ ცოტა ხნის წინ თავის გულშემატკივარს აცნობა, რომ 23 წლის შემდეგ ლონდონში საცხოვრებლად დაბრუნდა და ალბომზე მუშაობას ასრულებდა. ახალი ალბომის გამოშვებასთან ერთად, 2024 წლიდან ო'კონორი მსოფლიო ტურნეს დაწყებასაც გეგმავდა.
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
კომენტარები