სამი ამბავი, რის შემდეგაც არაოფიციალური iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც რაიმე კონკრეტული ნივთის შეძენას გეგმავს, იაფად შეძენა ჩვეულებრივ სურვილს წარმოადგენს. მაგრამ ზოგჯერ ამან შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. სტატიაში იმ ადამიანების ისტორიებს მოგითხრობთ, რომელთა გამოცდილებაც გამოგადგებათ თუ iPhone-ის შეძენა და თანხის დაზოგვა გსურთ.
1. ვიყიდე იაფად ... და არაფერი შემრჩა
მარიამი, 23 წლის: "დიდი ხანი ვოცნებობდი iPhone-ზე. ცოტაოდენი თანხა დავზოგე და ვეძებდი სად მეყიდა იაფად. ვიპოვე ერთი შეხედვით სანდო საიტი, სადაც iPhone-ის ფასი სხვა მაღაზიებთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. რა თქმა უნდა, მქონდა ეჭვები და შეძენამდე მსურდა სმარტფონის ნახვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ონლაინ მაღაზია ჰქონდათ. დავრწმუნდი, რომ დაბალი ფასი იმიტომ ჰქონდათ, რომ მაღაზიის ქირას არ იხდიდნენ. შეძენილი ნივთი კურიერული მომსახურებით მომიტანეს, ლამაზი, ბრენდული შეფუთვით. ყუთი და თავად iPhone-ი ვიზუალურად გამოიყურებოდა როგორც ორიგინალი. მომცეს ერთწლიანი "მაღაზიის" გარანტია. იმ მომენტში ეჭვი ვერაფერმა გააჩინა. სმარტფონს სამი თვის განმავლობაში ვიყენებდი, ერთ დღესაც აღარ ჩაირთო. არც დამვარდნია და არც წყალში ჩავარდნილა.
გამყიდველის ძებნა დავიწყე, საიტი ვერ ვიპოვე, ტელეფონები გამორთული იყო, უახლოეს სერვის ცენტრში აღმოვაჩინე, რომ ჩემი გაჯეტი ჩინური ნაწილებისგან იყო აწყობილი. შიგნით ყველაფერი ისე იყო დამაგრებული, გასაკვირია კიდეც, რომ 3 თვე იმუშავა. მითხრეს, რომ ასეთი "სასწაულის" გამოსწორება შეუძლებელია. ყიდვის დროს დავზოგე, მაგრამ ბოლოს უფულოდ და უტელეფონოდ დავრჩი".
სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია. ხალხი უფრო იაფ პროდუქციას ეძებს, მაგრამ რჩება ფულის და გაჯეტის გარეშე. ჩინური ნაწილებისგან აწყობილ iPhone-ებს მცირე საერთო აქვთ Apple-ის ტექნოლოგიასთან. ისინი შეუსაბამოა სარემონტოდ. და მე ვიტყოდი, რომ საერთოდ არაფრად ვარგა. მყიდველი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ვერ მიხვდეს რა იყიდა სინამდვილეში, რადგან ტელეფონი და ყუთი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. გირჩევთ, ყიდვამდე ყოველთვის შეამოწმოთ გაჯეტი IMEI-ით. ეს რიცხვი ყველგან უნდა ემთხვეოდეს: ყუთზე, სისტემაში და მოწყობილობაზე. ასევე Apple-ის ვებსაიტზე IMEI-ის საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ორიგინალობა. და რაც მთავარია: დაბალმა ფასმა ყოველთვის უნდა დაგაფიქროთ.
2. დაზოგა შეძენისას და დახარჯა შეკეთებაზე
ზურაბი, 42 წლის: "შემოდგომაზე ოჯახთან ერთად დუბაიში ჩავფრინდი და Apple-ის ოფიციალურ მაღაზიას ვესტუმრე, უახლესი iPhone-ის ყიდვას ვგეგმავდი და ფასების შედარება მინდოდა. ტელეფონი იქ უფრო იაფი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენთან და თანხის დაზოგვის მიზნით სმარტფონი შევიძინე. ვიფიქრე, რომ iPhone-ი იქაც ორიგინალია, გარანტია კი საერთაშორისო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შევამჩნიე რომ დისპლეი ცუდად რეაგირებდა შეხებაზე. თბილისის ოფიციალურ სერვის ცენტრს მივმართე და თან წარვადგინე ქვითრები და საბუთები, რომ პრობლემა უფასოდ მომეგვარებინა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარანტია და შესაბამისად, უფასო შეკეთება მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყანაში სადაც შეიძენ. ანუ მე უნდა წავსულიყავი UAE-ში სმარტფონის შესაკეთებლად. მომიწია სერვისის თანხის გადახდა, რაც ახალი ტელეფონის ღირებულების თითქმის 30%-ია. ასეთი "ეკონომია" გავაკეთე".
სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი
iPhone-ის უსასყიდლოდ შეკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც შეიძენთ. თუ გაჯეტი იყიდეთ საზღვარგარეთ და მოგვიტანეთ, შეკეთების საფასური უნდა გადაიხადოთ, მაშინაც კი, თუ თქვენ არ დაგიზიანებიათ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ქვეყნებისთვის შექმნილ iPhone-ებს განსაკუთრებული თავისებურებები აქვთ. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის შექმნილ გაჯეტებს შეზღუდვა აქვს ვიდეო ზარებზე. FaceTime-მა შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს ან დაბრკოლებები ჰქონდეს. ქარხნული დეფექტები იშვიათია, მაგრამ ოფიციალური გარანტია საშუალებას გაძლევთ თანხა დაზოგოთ
მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ პროდუქცია ადგილობრივი ავტორიზებული რესელერებისგან შეიძინოთ — მათი სიის ნახვა Apple-ის ვებსაიტზე შეგიძლიათ.
3. გარანტიის ფარგლებში უფასოდ შეკეთებული iPhone-ი
გიორგი, 34 წლის: "დიდი ხნის განმავლობაში ვათვალიერებდი და ვადარებდი ვებგვერდებს iPhone-ის შესაძენად, ვკითხულობდი მიმოხილვებს ინტერნეტში, მაგრამ საბოლოოდ არ გავრისკე და iPhone ოფიციალური რესელერებისგან შევიძნე. ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. შეძენიდან 10 თვის შემდეგ, წინა კამერას პრობლემა შეექმნა, რაშიც ალბათ მე ვარ დამნაშავე, რადგან ტელეფონს აქტიურად ვიყენებ. სწორედ იმ პერიოდში ვაპირებდი შვებულებაში წასვლას და ტელეფონი ძალიან მჭირდებოდა. მივაკითხე ოფიციალურ სერვის ცენტრს და საგარანტიო პირობებით სპეციალისტებმა უფასოდ, ზედმეტი ლარის გადახდის გარეშე და ძალიან მალე შეცვალეს კამერა. აღმოჩნდა, რომ ოფიციალურ წარმომადგენელთან შეძენით,
თავიდან ავიცილე ზედმეტი ხარჯები და მოგზაურობიდან შთამბეჭდავი ფოტოებით
დავბრუნდი."
სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი
Apple-ის პოლიტიკის შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში, პრობლემურ გაჯეტს მსგავსი ახლით ვანაცვლებთ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონი შეძენილია საქართველოში, ოფიციალურ რესელერთან. "ნაცრისფერი" iPhone-ების შემთხვევაში შეკეთება ფასიანია ხოლო ჩანაცვლება არ ხდება. ასე რომ, ვინც შეძენის დროს ეკონომიას აკეთებს და არაოფიციალურ გაჯეტს ყიდულობს, ხშირად იძულებულნი არიან დახარჯონ ბევრად მეტი. სანამ გადაწყვეტთ თუ სად იყიდოთ iPhone-ი, მხოლოდ ფასის გამო არჩევანს ნუ გააკეთებთ.
ნებისმიერი შენაძენის გაკეთებისას, კარგად გაიაზრეთ თუ სად ყიდულობთ, განსაკუთრებით თუ ეს უახლეს iPhone-ს ან ძვირადღირებულ Macbook Pro-ს ეხება. შეიძინეთ ისე, რომ მცირე დანაზოგი არ გადაიზარდოს მოულოდნელ ხარჯებად ან დასრულდეს სრული თანხის დაკარგვით, შეარჩიეთ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული რესელერები მის ოფიციალურ ვებსაიტზე.
სერვის ცენტრის ექსპერტის კომენტარი
Apple-ის პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, თუ გსურთ რომ მაღალი ხარისხის მომსახურებაში იყოთ დარწმუნებული, გირჩევთ, დაუკავშირდეთ Apple-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრს. ჩვენი ყველა ტექნიკოსი Apple-ის მიერ სერტიფიცირებულია და მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებს.
Apple-ის ავტორიზებული რესელერები საქართველოში:
iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iPlus, iStore, Silknet.
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
კომენტარები