ბოლო სიახლეები ბელგოროდიდან
ფოტო: EPA
რა მოხდა: 22 მაისს, დილით, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან — განაცხადეს, რომ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და "მალე ქვეყანა თავისუფალი იქნება".
- ხოლო რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ჩაწერა ვიდეო და მოუწოდა თანამოქალაქეებს, იბრძოლონ პუტინისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
- ამას მომდევნო ვიდეოც მოჰყვა, რომელშიც ლეგიონის წევრებმა რუსეთის საზღვრისპირა მაცხოვრებლებს მიმართეს, დარჩნენ სახლში და მათ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
- პარალელურად ვრცელდებოდა ადგილობრივების კადრები, რომელიც ბელგოროდში აფეთქებებს და სირენების ხმას ასახავდა.
- მოგვიანებით კი ლეგიონმა ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების გათავისუფლებაზე განაცხადა.
- გაავრცელეს ფოტოებიც, სადაც ხიდზე გაფენილი "თავისუფალი რუსეთის" ალტერნატიული დროშა ჩანს, რომელზეც წითელი ფერი არ არის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებმა მოვლენებმა რუსეთში პანიკა და სრული გაურკვევლობა გამოიწვია — ბელგოროდის მაცხოვრებლები ბომბსაცავების არარსებობაზე ჩივიან.
- აგრესორი ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, ახლა ძალებს ბელოგორდისკენ გზავნის და ამ რეგიონს უწოდებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას".
- ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ მალე რუსეთს ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკა გამოეყოფა.
- რა თქმა უნდა, რუსეთმა მომხდარში "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი" დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის დაზვერვამ ბრალდებები უარყო.
- ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ამტკიცებდა, თითქოს დივერსიის მიზანი იყო "ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება".
- თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დაწერა, რომ ამასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
- სანამ კრემლი ახალი მესიჯბოქსის შემუშავებას ცდილობს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის.
ბოლო სიახლეები: რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა კადრები, თითქოს ბელგოროდზე თავდასხმისთვის უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფები ამერიკული წარმოების ტექნიკას იყენებენ.
- კერძოდ, კადრებში ჩანს მიტოვებული და დაზიანებული დასავლური სამხედრო მანქანები, მათ შორის, ამერიკული Humvee.
- პენტაგონმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ აშშ უკრაინის მიღმა სხვა ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემაზე ნებართვას არ გაუცია და ეს არც უკრაინას უთხოვია.
- როგორც რუსეთის თავისუფლების ლეგიონის წარმომადგენელი ალექსეი ბარანოვსკი CNN-თან ამბობს, ოპერაცია კვირა ღამით დაიწყეს და ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს.
- ის არ აკონკრეტებს მებრძოლთა იმ რაოდენობას, რომლებმაც რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს, თუმცა აღნიშნა, რომ მათ პუტინის ტირანიისგან სამშობლოს გათავისუფლება სურდათ.
გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ 23 მაისს განაცხადა, რომ 100 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუირება შეძლო, ეს მაშინ, როდესაც წინა დღეს ბელგოროდის გუბერნატორმა ევაკუაციის ოფიციალურად გამოცხადება უარყო.
- პუტინის სპიკერი, პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბელგოროდში მიმდინარე მოვლენების განსახილველად უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას, რომელიც 26 მაისსაა დაგეგმილი, არ გამართავს.
- ISW ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი იმის ჩვენებაა, თითქოს პუტინი სიტუაციის მართვას ახერხებს.
რუსეთის თავისუფლების ლეგიონის გარდა პროცესში კიდევ ერთ ჯგუფი, რუსეთის მოხალისეთა კორპუსი მონაწილეობს. როგორც ლეგიონმა 22 მაისს ტელეგრამზე დაწერა, ისინი "აგრძელებენ რეგიონის გათავისუფლებას".
- ლეგიონი ამ ჯგუფს პატრიოტ-მოხალისეებს უწოდებს. როგორც მისი ერთ-ერთი წევრი CNN-თან ამბობს, რომ თავის მეგობრებთან ერთად ვიდეო სახელად, "რუსეთი თავისუფალი იქნება", მანამდე ჩაწერა, სანამ თავის სამშობლობში საზღვრისპირა თავდასხმებს შეუერთდებოდა.
- გამოცემას ინტერვიუ იგივე მებრძოლთან დეკემბერშიც ჰქონდა. მაშინ ის უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ბახმუტში იბრძოდა.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები