ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის მუხლით გამოძიება დაიწყო
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
დეტალები: უწყების ცნობით, დღეს გამოჰკითხავენ ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს, რომელმაც საქმის საეჭვო გარემოებებზე 29 აპრილს, ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.
- პროკურატურაში ამბობენ, რომ სწორედ გამოკითხვის შემდეგ მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.
რა თქვა გამომძიებელმა: სერგო შუბითიძე 2020 წლის ივლისში რუსთავის პოლიციის უფროს გამომძიებლად მუშაობდა და ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის შემდეგ საქმის გამოძიება დაავალეს.
- "დღემდე ღამეებიც კი ცუდად მძინავს, სულ იმის სახე მიდგას თვალწინ, გვამი მიდგას თვალწინ. არ მინდა, უბრალოდ გავიხსენო. მინდა, რომ ამ საქმეზე სამართალი დადგეს. უბრალოდ მყარი მტკიცებულება იყოს, რომ თუნდაც თავი მოიკლა, მაგრამ ნამდვილად მე არ მჯერა ეს, სხვა რა გითხრათ, არ ვიცი. არ მინდა, რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით", — თქვა მან.
- ის რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს, მათ შორის, გვამური პროცესების დაწყებაზე და იმაზე, რომ ცხედარი მწერებით იყო დაფარული.
- "ითქვა, რომ, შესაძლოა, მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მე ის მაინტერესებს, საქარე მინები აწეული იყო ყველა, რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო განა. შესაძლოა, ბუზებისგან წარმოქმნილიყო მატლები, თუმცა რამდენი? [...] მე უფრო მაგ ვერსიას ვუშვებ, რომ იყო მიწაზე", — თქვა მან.
- შუბითიძე ამბობს იმასაც, რომ ჰქონდათ ეჭვი, ბაჩალიაშვილი რომელიღაც ქოლცენტრში მუშაობდა. "როგორც ვიცი რაღაც ქოლცენტრი იყო [სადაც მუშაობდა]. ზუსტად დასახელება არ ვიცი", — აცხადებს ის.
ტელეფონის ეპიზოდი: შუბითიძემ თქვა, რომ თანამშრომელმა, ელგუჯა აპუაშვილმა მიუტანა ბაჩალიაშვილის გამორთული ტელეფონი და ლუქი და სთხოვა დაელუქა.
- "როდესაც რაღაც ნივთი იღება კონკრეტულ ადგილზე, იქვე ილუქება ის. თუმცა მას ჰქონდა მოტანილი დაულუქავ მდგომარეობაში. ამაზე პრეტენზია რომ ვუთხარი, მითხრა, რომ შემეძლო დამერეკა ხელმძღვანელებისთვის. აღარ დავუწყე, ვისთვის უნდა დამერეკა, დავლუქე და გავატანე უკან", — ამბობს შუბითიძე.
- იხსენებს, რომ მე-2 ან მე-3 დღეს ოქმის საფუძველზე გახსნა ტელეფონი და დაათვალიერა: "გამიჩნდა ერთადერთი კითხვა, 18 ივლისის ზევით, 17-16-15 რიცხვებში არანაირი ზარები არ იყო შემოსული, არც მესიჯები. იყო საქართველოს ბანკიდან შემოსული შეტყობინება და ასეთი რაღაცა. გამიკვირდა. ასეთი გაქანების გოგოს, მითუმეტეს ასეთ სფეროში მუშაობდა, წესით უნდა ყოფილიყო წინა რიცხვების ზარებიც".
- მიუთითებს იმაზეც, რომ ტელეფონის ჩართვის შემდეგ უნდა მისულიყო შეტყობინება გამოტოვებულ ზარებზე, რაც არ მიუღია.
- "თავიდან ეჭვი იმაზე დამებადა, რომ ელგუჯა აპუაშვილს საერთოდ არ უნდა მოეტანა ეს ტელეფონი, თუნდაც გახსნილ მდგომარეობაში, მას ხელი არ მიუწვდებოდა ამაზე", — თქვა შუბითიძემ.
- ფორმულამ კითხვები დაუსვა აპუაშვილსაც, რომელიც მათი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმიდან რამდენიმე თვეში დააწინაურეს — ის ამბობს, რომ წლები გავიდა და საქმის დეტალები არ ახსოვს.
გაწერილი კითხვები: შუბითიძე ამბობს, რომ გამოძიებისას პროკურატურიდან გაეგზავნათ კითხვარის შაბლონი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ "არც მეტი, არც ნაკლები".
- "გამომძიებელი როცა ხარ და ზედამხედველი გყავს პროკურორი და გეუბნება, რომ ეს კითხვა არის, მაშინ მას აღარ გაცდები. ბევრ რამეს ვკითხავდი, რაში გამოიხატებოდა ერთი ადამიანის საქმიანობა, კონკრეტულ დეტალებს", — ამბობს ის.
- თუმცა შუბითიძის ყოფილი კოლეგა, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, ფორმულასთან ამას არ ადასტურებს.
- ფორმულას ინფორმაციით, შუბითიძე საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე გამოძიებას თბილისის ბიურო გადაიბარებდა.
- გარდა ამისა, როგორც გადაცემის წამყვანები ამბობენ, მან 20-წლიანი კარიერა შსს-ში ამ ინტერვიუს შემდეგ თავისივე პატაკით დაასრულა.
ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ინტერვიუ მტკიცებულებაა, რათა საქმე თავიდან აღიძრას.
ბაჩალიაშვილის საქმე: 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა.
- 5 დღის შემდეგ, ის გარდაცვლილი იპოვეს უკანა სავარძელზე საკუთარი მანქანისა, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.
- საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა 24 ივლისს კიდევ ერთი კვალიფიკაცია — თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
- 18 სექტემბერს პროკურატურამ სიკვდილის მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაცია დაასახელა.
- 17 დეკემბერს კი უწყებამ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მან თავი მოიკლა — გამოძიება შეწყდა.
როგორ მიმდინარეობდა გამოძიება: ამ საქმეზე თავიდანვე არაერთი კითხვის ნიშანი არსებობდა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა, ამიტომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი იყო ჩართული.
- ოჯახისთვის გაურკვეველი იყო, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში — შსს კი განმარტავდა, რომ მანქანის მოძრაობის მარშრუტი და შემთხვევის ადგილს არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რის გამოც მანქანა მალე ვერ მოიძებნა.
- მაშინ ოჯახის ადვოკატი ამბობდა, რომ ექსპერტიზის დასაწყებად მისულებს, ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნილი დახვდათ — მისივე განცხადებით, ლუქზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ამიტომ ტელეფონი არ უნდა გახსნილიყო.
- მანვე აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერს ლუქი მის გარეშე მოხსნეს.
- თავის მხრივ პროკურატურა ამბობდა, რომ გამოძიების მსვლელობისას "აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია".
- მათივე მტკიცებით, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.
- თუმცა ოჯახი და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გამოძიებამ არაერთი კითხვა დატოვა უპასუხოდ.
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანის ორგანიზმს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანის ორგანიზმს?
-
RFE/RL: ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს RFE/RL: ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ჰალეის კომეტა ედმუნდ ჰალეის არ აღმოუჩენია ახალი კვლევის თანახმად, ჰალეის კომეტა ედმუნდ ჰალეის არ აღმოუჩენია
გადახედვა
-
მეცნიერებმა ლოკოკინას სახეობა გადაშენებისგან იხსნეს მეცნიერებმა ლოკოკინას სახეობა გადაშენებისგან იხსნეს
გადახედვა
-
ლუვრის გაქურდვისას უძვირფასესი გვირგვინი დაზიანდა — იხილეთ ფოტოები ლუვრის გაქურდვისას უძვირფასესი გვირგვინი დაზიანდა — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი სომხეთში ჩავიდა — ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი სომხეთში ჩავიდა — ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ორი უნივერსიტეტი — თსუ და სტუ აღარ გაერთიანდებიან ირაკლი კობახიძე: ორი უნივერსიტეტი — თსუ და სტუ აღარ გაერთიანდებიან
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
-
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო
-
ზოგი გველი უჭმელად ერთი წელიც კი ძლებს — როგორ ზოგი გველი უჭმელად ერთი წელიც კი ძლებს — როგორ
გადახედვა
-
"ჩემი ქმარი ყოველთვის გეი კაცად მიცნობდა" — ოლივია კოლმანი თავის არაბინარულ იდენტობაზე "ჩემი ქმარი ყოველთვის გეი კაცად მიცნობდა" — ოლივია კოლმანი თავის არაბინარულ იდენტობაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის გაჟღერებული გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია კახა კალაძე: მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის გაჟღერებული გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია
გადახედვა
-
ტყიბულის შახტში მაღაროელი დაიღუპა ტყიბულის შახტში მაღაროელი დაიღუპა
გადახედვა
-
შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს — კახა კალაძე ვაგონსარემონტო ქარხანაში გამოძიებაზე შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს — კახა კალაძე ვაგონსარემონტო ქარხანაში გამოძიებაზე
გადახედვა
-
RS: 5 მლნ ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა RS: 5 მლნ ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
გადახედვა
-
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
-
სალომე ზურაბიშვილი: აღიარება და ლეგიტიმაცია არის ის, რაც ხდება, ან არ ხდება, ამას ძალით ვერავის აკეთებინებ სალომე ზურაბიშვილი: აღიარება და ლეგიტიმაცია არის ის, რაც ხდება, ან არ ხდება, ამას ძალით ვერავის აკეთებინებ
გადახედვა
-
ასტრონომებმა კომეტა C/2025 K1 (ATLAS)-ის სიკვდილი აღბეჭდეს ასტრონომებმა კომეტა C/2025 K1 (ATLAS)-ის სიკვდილი აღბეჭდეს
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი ბილდერზ ისანი შენდება ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი ბილდერზ ისანი შენდება
-
ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა
კომენტარები