ბიზნესის კეთება საქართველოში
ფოტო: Shutterstock
"საქართველოს ბიზნეს გარემოზე საუბრისას აუცილებელია, ვახსენოთ ის საერთაშორისო კომპანიები და უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც საქართველოში პრობლემები შეექმნათ", - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე თომას მელია კომპანია ფილიპ მორისის სასამართლო საქმეს.
მელია, რომელიც ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის საპრეზიდენტო ცენტრში მუშაობს, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი საქმეები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ართულებს, რადგან "უცხოელ ინვესტორებს ბარიერები ექმნებათ."
ფილიპ მორის საქართველოს, ჯორჯიან მანგანეზის და რუსთავი 2-ის სასამართლო საქმეებზე მელიამ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს ირაკლი მატკავას ვაშინგტონში, "ჰერიტიჯის ფონდში" გამართულ კონფერენციაზე ჰკითხა, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ამერიკელი ექსპერტები საქართველო-ამერიკის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბრობდნენ:
"პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ჩემი ცნობით, თქვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, დამოკიდებულია სწორ, შეუზღუდავ გარემოზე, სადაც ეს ინვესტიციები დაცული იქნება, სადაც არის სისტემა და პროცესი, რომელშიც სასამართლო დავები გამჭვირვალედ გადაწყდება და იქნება სამართლიანი სასამართლო ან სხვა საარბიტრაჟო მექანიზმი, რომელსაც ადამიანები ენდობიან და დავა გადაწყდება კანონების მიხედვით."
მელიას კრიტიკაზე პასუხად, მატკავამ განაცხადა, რომ საქართველო რეფორმების გზა აგრძელებს:
"საქართველო არაფერს მალავს ხალიჩის ქვეშ. ჩვენ ვაცნობიერებთ უფრო ღრმა რეფორმების საჭიროებას და ეს აუცილებლად ასეც იქნება. რაც შეეხება ჩამოთვლილ საქმეებს, ნებისმიერ მათგანს შეუძლია მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს."
"ჰერიტიჯის ფონდის" ყოველწლიური ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები შეერთებულ შტატებში ხშირად ციტირებენ, საქართველო 76 ქულით მეცამეტე ადგილზეა. ამ ჩამონათვალში საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ოცეულში შედის.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში საკუთრების უფლებები გაუმჯობესდა და მთავრობამ კონტრაქტების დადება გააადვილა, თუმცა პრობლემად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა.
"მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო კონსტიტუციითაა გარანტირებული, უკანასკნელ წლებში მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა და მთავრობა მთლიანად არ სცემს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას," - ვკითხულობთ "ჰერიტიჯის ფონდის" 2017 წლის დასკვნაში.
"ჩვენ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გვაქვს შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რასაც საქართვლოში ვხედავთ, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის როლი კულისებში დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიცაა მედიაზე წნეხი და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები. ასევე გვესმის ამერიკელი ინვესტორების წუხილი, რომ საქართველოში უსამართლო მოპყრობას აწყდებიან. ეს საკითხები იმსახურებს ყურადღებას," - ამბობს მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, კურტ უოლკერი ბიზნესგარემოზე საუბრისას.
ფილიპ მორის საქართველო VS თბილისის თამბაქო
2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია ფილიპ მორისს სს თბილისის თამბაქოს სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის თამბაქო ფილიპ მორის საქართველოს სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებას ედავებოდა, რის გამოც, თბილისის თამბაქო-ს მტკიცებით, მათი გაყიდვები შემცირდა და კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, კომპანია ფილიპ მორისის მიერ ბაზარზე კონკურენტების გაძევების მიზნით დადგინდა დემპინგური ფასები, რის გამოც მას სს თბილისის თამბაქოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს შორის სასამართლო დავას აკვირდებოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო დასაბუთების გარეშე.
"სასამართლომ საქმეს არ დაურთო და გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა კომპანია ფილიპ მორისის მიერ წარდგენილი კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლითაც არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა… სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს," - ვკითხულობთ ანგარიშში.
დასკვნის ავტორების თქმით,კომპანია ფილიპ მორისს რომც დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა, 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის თამბაქოს მიეკუთვნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალური ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დასკვნიდან:
რას წარმოადგენს ფილიპ მორისი
"Philip Morris International" მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ის აწარმოებს ბრენდებს MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET. ფილიპ მორისი საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს. შპს "ფილი მორისი საქართველო" არის "Philip Morris International"-ის შვილობილი კომპანია და აქვს ოფისები თბილისსა და ბათუმში. კომპანიას უშუალოდ, ასევე დისტრიბუტორებისა და პროდუქციის გაყიდვების მეშვეობით ასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული. "ფილიპ მორისი" სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე "ფილიპ მორისის" პროდუქციის გაყიდვით 900 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
რას წარმოადგენს თბილისის თამბაქო
სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქო", 1998 წლიდან წარმოადგენს თამბაქოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ცნობილი ბრენდი "პირველი" შედის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდვად სიგარეტის ბრენდთა სამეულში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სს "თბილისის თამბაქო" სავარაუდოდ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანიაა, რომლის სახელსაც არაერთი გახმაურებული სასამართლო დავა უკავშირდება.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები