ინოვაციური სათესლე მასალები თანამედროვე ფერმერებისთვის
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სათესლე მასალის გამოყენება ხარისხიანი და მაღალი მოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. რამდენად სწორად და ჯანსაღად განვითარდება მცენარე, როგორ გაუმკლავდება რთულ გარემო პირობებს, დაავადებებსა თუ მავნებლებს — ამ და სხვა გამოწვევების წარმატებით გამკლავება სწორედ სათესლე მასალის თვისებებსა და ხარისხზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მათ შექმნასა და განვითარებაში უდიდესი რესურსი იდება. შედეგად, დღეს ფერმერებს ხელი მიუწვდებათ ინოვაციურ სათესლე მასალებზე, რომლებიც ხასიათდება ისეთი საუკეთესო თვისებებით, რომ მათ გარეშე თანამედროვე აგრომეურნეობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
რით გამოირჩევა ინოვაციური სათესლე მასალა? როგორ ეხმარება ის ფერმერს შედეგის გაუმჯობესებაში, უხვი მოსავლის მიღებასა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნაში? — აგროსფეროსთან ერთად ამჯერად ინოვაციურ სათესლე მასალებს მიმოვიხილავთ.
რეზისტენტული დაავადებების მიმართ
ინოვაციური სათესლე მასალების რეზისტენტობა დაავადებების მიმართ, სტანდარტულთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ამგვარი პროდუქციის გამოყენებისას, აღარ არის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებების იმ სიხშირითა და ოდენობით გამოყენება, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა აუცილებელი.
მდგრადი სტრესული გარემო პირობებისადმი
ექსტრემალური ამინდი და სხვა სტრესული გარემო ფაქტორები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ფერმერებისთვის. იმას, თუ როგორი იქნება მოსავალი, დიდწილად სწორედ ამინდი განაპირობებს. მართალია, მისი შეცვლა ხელოვნურად შეუძლებელია, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი ჰიბრიდები, რომლებიც გაცილებით მდგრადები არიან მაღალი ტემპერატურის, გვალვის, ყინვის, ძლიერი თუ მშრალი ქარისა და სხვა გარემო პირობებისადმი. ამასთან ერთად, ინოვაციურ სათესლე მასალებს აქვთ კარგი ადაპტაციის უნარი და ადვილად ერგებიან სხვადასხვა ტიპის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს.
ჯანსაღი ფესვთა სისტემა და ძლიერი სტრუქტურა
სტრესული პირობებისადმი მედეგობასა თუ მავნებელ-დაავადებათა მიმართ რეზისტენტობას განაპირობებს ისიც, რომ ინოვაციური სათესლე მასალები ძლიერ და ჯანსაღ ფესვთა სისტემას ივითარებს. შესაბამისად, ყალიბდება მცენარის ძლიერი სტრუქტურაც, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის მედეგობას როგორც უარყოფითი გარემო ფაქტორების, ასევე მავნებელ დაავადებათა მიმართ. საბოლოდ, მცენარე უფრო მდგრადი და რეზისტენტულია.
ჯანსაღი, ხარისხიანი და უხვი მოსავალი
დაბოლოს, ინოვაციურ სათესლე მასალებს შეუძლიათ ნიადაგში მინიმალური რაოდენობით არსებული ტენის მაქსიმალურად ათვისება, ისევე როგორც მაკრო და მიკროელემენტების, რაც ხელს უწყობს მცენარის სწორ და ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. საბოლოო პროდუქტიც მაღალხარისხიანია და უფრო ჯანსაღიც, რადგან ამგვარად მოყვანილი პროდუქტი შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას. შესაბამისად, ინოვაციური სათესლე მასალითა და თანამედროვე მიდგომებით მიღებული პროდუქტის კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები გაცილებით მაღალია.
ინოვაციური სათესლე მასალების უმსხვილესი მწარმოებლები
ყველაზე მსხვილ და სანდო ინოვაციურ სათესლე მასალების მწარმოებელთა შორის არიან Saatbau, Dekalb, KWS და Nunhems, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესლე მასალებს. ისინი ფლობენ წამყვან პოზიციებს თავიანთ მიმართულებებში და ინოვაციური სათესლე მასალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ამარაგებენ. ჩამოთვლილი მწარმოებლების ამოსავალი წერტილი არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა, არამედ უკვე არსებულის განვითარება.
ინოვაციური სათესლე მასალების მწარმოებელს აერთიანებთ ისიც, რომ მათი საქმიანობა ეფუძნება მდგრადი აგრომეურნეობის განვითარებას. ისინი ზრუნავენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციაზე, რაზეც მათი არაერთი პროექტი მეტყველებს.
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის სადისტრიბუციო კომპანია აგროსფეროს დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს Saatbau-სთან, Dekalb-თან, KWS-სთან და Nunhems-თან. ის მათი ინოვაციური სათესლე მასალებით წლებია უზრუნველყოფს ქართველ ფერმერებს. ახლახან აგროსფერომ საქართველოში ხელმისაწვდომი გახადა Teta Seeds, Cora Seeds-ისა და Genome Seeds-ის პროდუქციაც, რომლებიც ძირითადად ბოსტნეულის სათესლე მასალებს აწარმოებენ.
ასე რომ, ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივ ბაზარზევე შეიძინონ ინოვაციური სათესლე მასალები ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის და არა მხოლოდ გაზარდონ მოსავლის ოდენობა, არამედ შექმნან ჯანსაღი და ხარისხიანი ქართული პროდუქცია.
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კომენტარები