ევროპროდუქტი — პრემიუმ ბრენდების პირველი და უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში
ფოტო: ევროპროდუქტი
ქართველ მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს ხარისხიან და ჯანსაღ პროდუქციაზე, პირველ რიგში, ევროპროდუქტი ახსენდება, რადგან მის მაღაზიათა ქსელში ყველაზე მეტი დასახელების პრემიუმ ხარისხის პროდუქციაა ხელმისაწვდომი. ის თავს უყრის ორგანულ, ულაქტოზო, უგლუტენო, უშაქრო, ვეგანურ ჯანსაღ პროდუქტებს. ამ ტიპის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ევროპროდუქტმა ხელი შეუწყო კვების ახალი სტანდარტის შექმნასაც, რაც თავიდანვე კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო.
რა გზა გაიარა ევროპროდუქტმა 2004 წლიდან დღემდე? რა სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევა მოუხდა გუნდს? როგორია მისი სამომავლო გეგმები? — ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ევროპროდუქტის ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელს, თორნიკე თავდიშვილს დავუკავშირდით.
რა მისიით დაფუძნდა ევროპროდუქტი და როგორი იყო მისი განვითარების გზა?
ევროპროდუქტი 2000-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. იმ დროს ქართულ ბაზარზე საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ხარისხიანი კვების პროდუქტები. კომპანიამ კი გადაწყვიტა, ასეთი პროდუქცია ნებისმიერი ადამიანისთვის გაეხადა ხელმისაწვდომი, თანაც პირდაპირ მწარმოებლებისგან. იმ დროისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო – არც კომუნიკაციის დამყარება იყო მარტივი და არც პროდუქციის ტრანსპორტირება.
პირველი მწარმოებელი, რომელთანაც ევროპროდუქტმა თანამშრომლობა დაიწყო რძის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ფინური ბრენდი — ვალიო იყო. კომპანია მისი რძის ნაწარმით თითქმის ყველა მაღაზიასა თუ სავაჭრო ობიექტს ამარაგებდა. დროთა განმავლობაში ევროპროდუქტის ასორტიმენტი გაიზარდა და კომპანიას უკვე თავისუფლად შეეძლო საკუთარი იმპორტული პროდუქციისთვის ერთ სივრცეში მოეყარა თავი. სწორედ ამიტომ, 2014 წლის დეკემბერში, თბილისში ევროპროდუქტის პირველი მაღაზია გაიხსნა. ერთს მეორე მოჰყვა და ქსელად მალევე ჩამოყალიბდა. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, ევროპროდუქტს 35 ფილიალი აქვს.
რა კრიტერიუმებით ირჩევთ პარტნიორ ბრენდებს? რომელ მწარმოებლებს გამოარჩევდით?
თუ ევროპროდუქტის ბრენდების სიას სრულად გადახედავთ, ნახავთ, რომ თითქმის ყველა მწარმოებელი უალტერნატივო, საუკეთესო და მოწინავეა თავის დარგსა და ქვეყანაში. ჩვენთვის სწორედ ეს არის მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, რძის პროდუქტების მწარმოებლები ფინური ვალიო და დანიური არლა საუკეთესო ბრენდებად მიიჩნევა მსოფლიოში. ასეთივეა რძის პროდუქტების იტალიური ბრენდები გრანაროლოც და სტერილგარდაც. ტკბილეულის კატეგორიიდან დავასახელებდი მსოფლიოს წამყვან ბრენდებს გერმანულ რიტერ სპორტსა და Cavendish-ს, ბელგიური კაშეს. სასმელებიდან კი გამოვყოფდი დილმას შრი-ლანკიდან, რომელიც ჩაის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და ყველასთვის საყვარელი სტარბაქსის ცივი ყავა, რომელსაც ჩვენი საამაყო დიდი ხნის პარტნიორი არლა აწარმოებს.
აქ გავჩერდები, რადგან ბრენდების ჩამონათვალი და მათი ისტორია იმდენად დიდია, რომ ერთ ინტერვიუში სრულად ვერ დავფარავთ.
რამდენად რთულია უმსხვილეს პრემიუმ ბრენდებთან კომუნიკაცია და პარტნიორობაზე მათი დაყოლიება?
როდესაც ახალი, პოტენციური პარტნიორები განიხილავენ ევროპროდუქტთან თანამშრომლობას და ხედავენ, რომ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ფინური ვალიო, დანიური არლა, ესპანური ელ პოზო, იტალიური ზუჩი, გერმანული რიტერ სპორტი უკვე ათ წელზე მეტია ევროპროდუქტთან თანამშრომლობენ, თანაც ექსკლუზიურად, ნდობას მარტივად გვიცხადებენ. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპროდუქტი არის იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც და რითეილერიც, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან იშვიათი ფაქტია და რასაც, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მწარმოებლები.
თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებისთვისაც საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და უჭირთ მისი ბაზრის პოტენციალში დარწმუნება. მაგალითად, რიტერ სპორტთან ხანგრძლივი კომუნიკაცია დაგვჭირდა იმისათვის, რომ პროდუქციის საქართველოში შემოტანაზე დაგვეყოლიებინა. არადა ყოველწლიურად არნახული ზრდა გვაქვს ამ ბრენდის პროდუქციის გაყიდვებში, რაც მისი გუნდისთვის თავიდან წარმოუდგენელი იყო. დღეს რიტერ სპორტი ევროპროდუქტის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია და ბრენდი სოლიდურ ბიუჯეტსაც გამოყოფს საქართველოში მარკეტინგული აქტივობების საწარმოებლად.
დაბოლოს, როგორია ევროპროდუქტის სამომავლო გეგმები?
შემდეგ წელს ჩვენი პირველი ჰიპერმარკეტის გახსნას ვგეგმავთ. ამასთან ერთად, მომხმარებლებს წარვუდგენთ განსხვავებული ფორმატის მაღაზიების ქსელს, სადაც უფრო საინტერესო გარემო, განსაკუთრებული მომსახურება და, რაც მთავარია, კიდევ უფრო მრავალფეროვანი, უნიკალური და ექსკლუზიური პროდუქციის არჩევანი დახვდებათ.
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
კომენტარები