როგორ გამოვიყენოთ მე-2 თაობის AirPods Pro 100%-იანი დატვირთვით
"ლაიფ ჰაკები" მომხმარებლებისგან
Apple-ის უახლესი, მე-2 თაობის AirPods Pro წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხით და ტექნიკური ნოუ-ჰაუთი. ყურსასმენებს აქვს გაუმჯობესებული აქტიური ხმაურის დახშობის რეჟიმი, გამჭვირვალე რეჟიმი და სივრცითი აუდიო თავის მოძრაობის კონტროლის ფუნქციით, რაც ქმნის მოქმედების ადგილზე ყოფნის ეფექტს. Apple-ის მომხმარებლებმა უკვე გამოცადეს ყურსასმენები და შეაფასეს. AirPods Pro-ს მფლობელები და გვიზიარებენ ფუნქციებს, რომლებიც ახალ მოდელში მათ ყველაზე მეტად მოსწონთ.
ნაცნობი ფორმა, ახალი შესაძლებლობები
ახალი AirPods Pro ვიზუალურად თითქმის იგივეა, რაც წინა მოდელი, მაგრამ მასში გაცილებით მეტი რამ იმალება ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პირველი, რაც თვალში გხვდებათ და რაც მომხმარებლების მოწონებას იწვევს, არის MagSafe-ის ქეისზე მოთავსებული საკიდი. მისი მეშვეობით, AirPods-ის მიმაგრება შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე, მაგალითად ზურგჩანთაზე, შეგიძლიათ კისერზეც კი ჩამოიკიდოთ — ეს ფანტაზიის და სურვილის საკითხია.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს სილიკონის ყურსასმენების ნაკრები, რომელიც წარმოდგენილია ოთხ ზომაში (XS, S, M, L), რაც არჩევის საშუალებას გაძლევთ და იდეალურად ერგება ნებისმიერი ფორმის ყურს. როდესაც პირველად დააკავშირებთ ყურსასმენს, დარწმუნდით, რომ კარგად არის მორგებული და ყველა რეჟიმი იდეალურად მუშაობს.
მხოლოდ თქვენ და თქვენი AirPods Pro
ყურსასმენის რეჟიმები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ სიტუაცია თქვენს გარშემო. ჩაშენებული სენსორული მართვის საშუალებით, AirPods Pro-ზე კიდევ უფრო მარტივია კონტროლი. შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ ხმა, უპასუხოთ ზარებს, შეცვალოთ მოსმენის რეჟიმი ყურსასმენზე უბრალოდ ხელის გასმით, ან დაჭერით. ეს შეიძლება გაკეთდეს სხვების და თანამოსაუბრის შეუმჩნევლადაც კი.
"საკმარისია ერთი შეხება და ჩემი ყურსასმენები უკვე ხმაურის ჩახშობის რეჟიმში გადადის და მთელი ღია სივრცე წამში ჩუმდება. ამგვარად, შემიძლია სრული კონცენტრირება მოვახდინო ჩემს სამუშაოზე", — ამბობს უახლესი AirPods Pro-ს მფლობელი. "ხმაურის დახშობის რეჟიმის დროს მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ ხალხში იმყოფები და ხმამაღლა არ აჰყვე შენს საყვარელ სიმღერას".
ასეთი ვაკუუმის შექმნა შესაძლებელია აქტიური ხმაურის გაუქმების რეჟიმის წყალობით, რომლის მთავარი ამოცანაა არასასურველი ხმაურის შემცირება ისე, რომ ხელი არ შეგეშალოს ტრანსპორტში მუსიკის ან პოდკასტების მოსმენაში, არ გაგეფანტოს ყურადღება მნიშვნელოვანი ზარის ან ისეთი მომენტების დროს, როდესაც კონცენტრირებული უნდა იყოთ.
საინტერესოა ადაპტირებული გამჭვირვალობის რეჟიმიც, რომელიც ამცირებს ხმამაღალი ბგერების ინტენსივობას — სირენა ან ელექტრული ხელსაწყოები ბევრად უფრო ჩუმი ხდება.
სამგანზომილებიანი სუფთა ხმის სპეციალისტებიც გვიზიარებენ თავიანთ საიდუმლოებებს. ახალ AirPods Pro-ს აქვს H2 ჩიპი, რომელიც მუშაობს გაუმჯობესებულ დრაივერთან და გამაძლიერებელთან ერთად. ეს საშუალებას გაძლევთ დაფაროთ უფრო მაღალი და დაბალი სიხშირეები და შექმნათ სასიამოვნო ხმის პროფილი ყველა მუსიკალური ჟანრისთვის.
"ჩართეთ გუსტავ მალერის სიმფონია ან ჩარლი პუტის შესრულებით Left and right BTS-ის Jungkook და თქვენ მოისმენთ სრულიად ახალ ხმას: კარგად განცალკევებულ ჰარმონიებს და ხმოვან შრეებს. სხვათა შორის, iPhone-ზე თუ იყენებთ აუდიოგრამას, შეგიძლიათ პროგრამა ხმის მოსარგებად გამოიყენოთ. ესეც პატარა "ლაიფ-ჰაკი", — თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს მუსიკალური სტუდიის მფლობელი.
კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელსაც გარკვეული შეჩვევა სჭირდება, არის სივრცითი აუდიო. Dolby Atmos ტექნოლოგიის წყალობით, ყურსასმენს უნარი აქვს ამოიცნოს თავის მოძრაობები და შექმნას ისეთი ხმის ეფექტები, რომ ბგერები რეალობაში აღიქმებოდეს. "ახალი ტექნოლოგია საინტერესოა. ხმა პასუხობს თავის მოძრაობას. ამბობს AirPods Pro-ს კიდევ ერთი კმაყოფილი მომხმარებელი, — "თუ ფილმში ვერტმფრენები დაფრინავენ, მათი ხმა პირდაპირ შენს თავზე ისმის, თუ მოქმედება ხდება შენს მარცხნივ ან მარჯვნივ, ხმაც შესაბამისი მხრიდან ისმის. შედეგად, თქვენ ხართ ფილმის ან ლაივ კონცერტის სრულფასოვანი მონაწილე".
ფილმის ყურება და მუსიკის მოსმენა ერთდროულად ორ ადამიანს შეგიძლიათ — ხმის გადაცემა ორ წყვილ AirPods-ზეა შესაძლებელი iPhone-დან, iPad-იდან, iPod touch-იდან ან Apple TV-დან. ამავდროულად, ყურსასმენების გააქტიურება და დაყენება დიდ ძალისხმევასა და დროს არ მოითხოვს — უბრალოდ მიიტანეთ ისინი Apple მოწყობილობასთან და ისინი მყისიერად დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
მეტი დრო მუსიკისთვის
განახლებული AirPods Pro მუშაობს 6 საათამდე აქტიური ხმაურის გაუქმების რეჟიმით და 30 საათამდე MagSafe ქეისით. მხოლოდ 5 წუთი დატენა საკმარისია თქვენი მუსიკის ან საუბრის დროის ერთი საათით გახანგრძლივებისთვის. თავად ქეისის დამუხტვა შესაძლებელია როგორც Apple Watch-ის ან MagSafe-ის დამტენებით, ასევე უსადენოდ.
მდებარეობის თვალყურის დევნება
ახალი AirPods Pro-ს კორპუსი აღჭურვილია U1 ჩიპით, რომელიც ახერხებს ზუსტი მდებარეობის მონიტორინგს. გარდა ამისა, Apple-მა კორპუსის ბოლოში დაამატა დინამიკი: დაკარგვის შემთხვევაში, მაღალი ხმა დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ ყურსასმენები თქვენს ჩანთაში ან ოთახში.
სასიამოვნო ბონუსები
AirPods Pro 2nd Generation-ი ხელმისაწვდომია სპეციალური ფასით 20 ნოემბრამდე.
დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ Apple-ის ოფიციალური რესელერების ვებსაიტებზე: iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iStore, iTechnics, Kontakt Home
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა


კომენტარები