2000-იანებში მომხდარი 8 ამბავი, რომელიც დღეს ალბათ ინტერნეტს ააფეთქებდა
ფოტო: Getty Images
2000-იანები რომ ძალიან უცნაური წლები იყო, ამაზე უკვე შევთანხმდით. თუმცა, ორი ათწლეულის შემდეგ ბევრი რამ ალბათ აღარ გვახსოვს; მაშინ არც სოციალური ქსელები არსებობდა, რომ გამორჩეული მომენტები ახლა ყოველ წელს გაგვეხსენებინა. არადა, მაშინ რომ ფეისბუქი ან ტვიტერი ყოფილიყო, ბევრი ამბავი ინტერნეტს ააფეთქებდა.
1. "პლუს ფონოგრამაზე" შესრულება პირდაპირ ეთერში
ფოტო: NBC
2004 წელს, ცნობილ სატელევიზიო შოუში Saturday Night Live მომღერალი ეშლი სიმპსონი იყო მიწვეული. თუმცა, ჩანაწერი, რომელშიც მისი ხმა ისმოდა, იმაზე ადრე ჩაირთო, ვიდრე მომღერალი მიკროფონს პირთან მიიტანდა. სწორედ ასე გაიგო მაყურებელმა, რომ სიმპსონი, რეალურად, ეგრეთ წოდებულ პლუს ფონოგრამაზე მღეროდა.
ამ ამბავმა მაშინაც კი იმხელა გამოხმაურება გამოიწვია, რომ მუსიკოსის შემდგომ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა — ცხადია, უარყოფითი. თუმცა, დღეს, Autotune-ის ეპოქაში, ამას ალბათ საერთოდ აღარავინ მიაქცევდა ყურადღებას.
2. ლეგენდარული კოცნის სცენა
ფოტო: Frank Micelotta / Getty Images
2003 წლის MTV Video Music Awards-ზე მადონამ ბრიტნი სპირსთან და ქრისტინა აგილერასთან ერთად იმღერა. პერფორმანსის დროს, პოპის დედოფალმა ჯერ სპირსს აკოცა, შემდეგ კი აგილერას.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის — ამის შემდეგ კამერამ ჯასტინ ტიმბერლეიკი აჩვენა, რომელიც იმ დროისთვის სპირსის უკვე ყოფილი შეყვარებული იყო.
მისი რეაქცია ნამდვილად იქცეოდა მიმად. ნუ, ისედაც იქცა...
3. ისტორიული ჯილდო
ფოტო: Getty Images
2002 წელს, ამერიკული კინოაკადემიის 74-ე დაჯილდოებაზე მსახიობმა ჰალი ბერიმ Monster's Ball-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამდენად იგი ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო.
4. ათწლეულის წყვილი
ფოტო: Getty Images
2000-იანების ყველაზე ცნობილი და განხილვადი ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად ჯენიფერ ენისტონისა და ბრედ პიტის წყვილი იყო. ჰოლივუდის ორი ცნობილი სახე გამუდმებით ხვდებოდა ტაბლოიდების გარეკანებზე.
თუმცა, ბევრად განხილვადი მაინც მათი დაშორება გახდა. ეჭვგარეშეა, ეს ამბავი დღეს მართლაც მთელ ინტერნეტს მოიცავდა.
5. Super Bowl-ის ყველაზე განხილვადი შოუ
ჯენეტ ჯექსონი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. Super Bowl 2004.
2004 წელს ამერიკულ კულტურაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღონისძიებაზე — Super Bowl-ის (ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატი) ფინალზე — გამოსვლის პატივი ჯენეტ ჯექსონს ხვდა წილად. ჯენეტმა მაშინ თავის პერფორმანსზე ჯასტინ ტიმბერლეიკიც მიიწვია. გამოსვლის ბოლოს ტიმბერლეიკმა ჯექსონს სამოსი შემოახია, რის შემდეგაც მომღერალს მკერდის ნაწილი გამოუჩნდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ინციდენტის შემდეგ კრიტიკა არა ჯასტინმა, არამედ ჯენეტმა დაიმსახურა. მომღერალ ქალს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია, თუმცა, შემთხვევამ მის კარიერაზე უარყოფითი გავლენა მაინც მოახდინა.
თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, როცა ბრიტნი სპირსის მეურვეობის გახმაურებული საქმის გამო ინტერნეტმომხმარებლებმა ტიმბერლეიკის წარსული გაიხსენეს, ამ უკანასკნელს ჯენეტისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. ასე რომ, აშკარაა, როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება სექსისტური ქმედებების მიმართ.
6. პოტერიადის ფენომენი
ფოტო: Getty Images
ჯოან როულინგის ჰარი პოტერი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნების სერიად, თუმცა, 2000-იანებში, როცა პოტერიადის წიგნების უმეტესობა გამოიცა, ამ ლიტერატურულმა ფენომენმა მთელი თაობა მოიცვა.
სერიის მეოთხე ნაწილი, ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი, საგის პირველი წიგნი იყო, რომელიც 2000 წელს ერთდროულად გამოიცა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. 2001 წელს პირველი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმიც გამოვიდა, რომელმაც კინოგაქირავებაში დიდ წარმატებას მიაღწია.
შუაღამის პრეზენტაციები, ფანშეკრებები, ფორუმებზე გამართული დისკუსიები — ცხადია, ეს ყველაფერი ბევრად მასშტაბურ სახეს მიიღებდა სოციალურ ქსელებში. მით უმეტეს, რომ პოტერიადა დღესაც განხილვადი თემაა სხვადასხვა პლატფორმაზე.
7. გამოგონილი პერსონაჟის გამოსვლა კაპიტოლიუმში
ფოტო: Tom Williams / CQ-Roll Call, Inc via Getty Images
სეზამის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული სერიალია, რომლის პერსონაჟებსაც ბავშვები, როგორც წესი, ტელეეკრანებზე ხედავენ ხოლმე. თუმცა, 2002 წელს სერიალის ერთ-ერთი გმირი, ელმო, არც მეტი, არც ნაკლები, კაპიტოლიუმში გამოჩნდა და მუსიკალური განათლებისა და კვლევებისათვის ფედერალური დაფინანსება მოითხოვა.
ეს უჩვეულო ამბავი, სხვა თუ არაფერი, უთვალავი მიმის წყაროდ იქცეოდა დღეს.
8. ვიცეპრეზიდენტის "მკვლელობა"
ფოტო: YouTube
ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ამერიკელმა რეპერმა, ემინემმა, 2002 წელს თავის სიმღერა Without Me-ზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოუშვა. ვიდეოში ჩანდა, როგორ კლავდა მომღერალი ელექტროდენით მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის, დიკ ჩეინის, ერთგვარ ორეულს, შემდეგ კი ცეკვას იწყებდა.
სიმღერამაც და ვიდეოკლიპმაც მაშინ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მით უმეტეს, რომ ვიცეპრეზიდენტის ცოლს, ლინ ჩეინს, რეპერი დიდად არ მოსდიოდა თვალში. პასუხად, ემინემმაც გარეპა სიმღერაში:
"I know that you got a job, Ms. Cheney, but your husband's heart problem's complicating" (ვიცი, რომ საქმეები გაქვთ, მის ჩეინი, მაგრამ თქვენს ქმარს გულის პრობლემა ურთულდება).
ეს ფრაზა ალბათ კიდევ უფრო კონტროვერსიული იქნებოდა დღეს, რადგან დიკ ჩეინმა ცოტა ხნის წინ გულის შეტევა გადაიტანა.
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები