ამბერ ჰერდს განქორწინებიდან მიღებული მილიონები უფლებათადამცველი ორგანიზაციისთვის უნდა შეეწირა, მაგრამ ასე არ მოიქცა
ფოტო: Getty Images
2016 წელს ამბერ ჰერდმა განქორწინების შედეგად 7 მილიონი დოლარი მიიღო და განაცხადა, რომ თანხის ნახევარს ადამიანის უფლებათადამცველ ორგანიზაცია ACLU-ს გადაურიცხავდა. თუმცა როგორც ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, მათ ამ თანხის ძალიან მცირე ნაწილი მიიღეს.
ACLU-ს წარმომადგენლის თქმით, როგორც წესი, ორგანიზაციას ფული ერთბაშად არ ერიცხება და მათ ამბერ ჰერდს გადახდის გრაფიკიც შესთავაზეს, თუმცა მსახიობმა ამაზეც უარი განაცხადა. "ჩვენ ამბერ ჰერდს 2019 წელს დავუკავშირდით და თანხის დარჩენილი ნაწილის ჩარიცხვა ვთხოვეთ, თუმცა პასუხად ის მივიღეთ, რომ ფინანსური სირთულეები ჰქონდა", — ამბობს ACLU-ს წარმომადგენელი.
ფოტო: Getty Images
ამბერ ჰერდმა ორგანიზაციას $350,000 ჩაურიცხა, თუმცა მისი დაპირების მიხედვით, განქორწინებიდან მიღებული თანხის ერთი ნახევარი ACLU-თვის, ხოლო მეორე ნახევარი ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოსთვის უნდა შეეწირა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯონი დეპმა ACLU-ს ამბერ ჰერდის სახელით $100,000 გადაუხადა და გარდა ამისა, ამბერ ჰერდის სახელით ორგანიზაციაში კიდევ $500,000 და $350,000 ჩარიცხეს, რაც დაპირებული თანხიდან მხოლოდ 1,3 მილიონია. ორგანიზაციის თქმით, $500,000 ამბერ ჰერდის ყოფილმა შეყვარებულმა, ილონ მასკმა ჩარიცხა, თუმცა ამას "გადამწყვეტი მნიშვნელობა" არ აქვს.
ACLU-ს წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ორგანიზაციის იურისტები ამბერ ჰერდს 2018 წლის სტატიის დაწერაში დაეხმარნენ, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხებოდა და Washington Post-ში გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ჯონი დეპმა კი ACLU-ს ამ სტატიის გამო უჩივლა, იმის მიუხედავად, რომ სტატიაში მისი სახელი არსად არის ნახსენები. ACLU-ს წარმომადგენელმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ მართალია, ამბერ ჰერდი თავის პირად გამოცდილებაზე საუბრობს, თუმცა სტატია ჰერდისა და ჯონი დეპის ურთიერთობას პირდაპირ არ ეხება.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები