2 ტექნოლოგიური აქცია, რომელიც შენს ყურადღებას იმსახურებს
ფოტო: Mike Kononov / Unsplash
ბაზრის ექსპერტები და აქციებით ვაჭრობაში გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ, რომ ინვესტირებას გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ. სწორედ ამიტომ, კომპანიების შესახებ კვლევის ჩატარებისას განსაკუთრებული ყურადღება იმას უნდა მიაქციო, რამდენად შეუძლია ფირმას წლების განმავლობაში განვითარდეს.
შესაძლებელია, საინვესტიციო გზაზე კრიზისები ხშირად შეგხვდეს. ეს ამ საქმის განუყოფელი ნაწილია, თუმცა როდესაც კომპანიას მკაფიო სტრატეგია აქვს და პერსპექტიულ სექტორში ოპერირებს, მისთვის ყველა კრიზისი შედარებით მარტივად დაძლევადია.
ამ სტატიაში Shopify-სა და The Trade Desk-ის შესახებ გიყვებით — კომპანიებზე, რომლებიც ტექ-სექტორს მიეკუთვნებიან და ბიზნეს ციკლის ჯერ კიდევ მზარდ კატეგორიაში გადიან. ბაზრის ექსპერტები ამ აქციების ყიდვას და მომავალი ათი წლის განმავლობაში შენახვას გვირჩენ. თუ რატომ, ამას სტატიის მომდევნო ნაწილში მოგიყვებით.
The Trade Desk
ფოტო: The Trade Desk / Facebook
The Trade Desk ერთგვარი პლატფორმაა, სადაც მარკეტერები ქმნიან და მართავენ ციფრულ სარეკლამო კამპანიებს. ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტში სარეკლამო ხარჯები იზრდება, რაც ამ კომპანიის წისქვილზეც ასხამს წყალს.
2014-დან 2021 წლამდე The Trade Desk-მა საკუთარი შემოსავლები $45 მილიონიდან $1,2 მილიარდამდე გაზარდა. შემოსავლების ამგვარი ზრდა ცხადად აჩვენებს, რომ ციფრულ სამყაროში რეკლამირება მარკეტერებისთვი საკმაოდ მომგებიანია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ინტერნეტში რეკლამის განთავსების შემთხვევაში ბიზნესს საშუალება აქვს, ინვესტირების ამონაგები მარტივად გაზომოს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რეკლამების 64,4% ციფრულ არხებზე გადავიდა — ეს მონაცემი 2019 წლისთვის 52,1% იყო. თუ დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ინტერნეტ-რეკლამას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ეს აძლევს ანალიტიკოსებს იმის თქმის საფუძველს, რომ The Trade Desk სამომავლოდ გაიზრდება.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ The Trade Desk-მა 2021 წელს $1,2 მილიარდიანი შემოსავლიდან 138 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. სავარაუდოა, რომ შემოსავლების ზრდის ამგვარი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, კომპანიის მოგება გაიზრდება, რადგან ფირმის ბიზნეს-მოდელში, ძირითადად, ფიქსირებული ხარჯებია გათვალისიწინებული.
Shopify
ფოტო: Shopify / Facebook
Shopify ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც ონლაინ მაღაზიებსა და საცალო სავაჭრო წერტილებს აერთიანებს. ეს კომპანია იმ ფირმებს შორის არის, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დიდი მოგება ნახეს. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ Shopify-მ 2012-2021 წლებში საკუთარი შემოსავალი $24 მილიონიდან $4,6 მილიარდამდე გაზარდა.
არავისთვის არის საიდუმლო, რომ მომხმარებლები ინტერნეტში უფრო და უფრო მეტს ხარჯავენ. ეს მარტივად ახსნადია, რადგან ონლაინ ვაჭრობა ადამიანებს უფრო მეტ კომფორტს უქმნის.
Shopify საკუთარ მომსახურებას თვეში 29 დოლარიდან გვთავაზობს და მსხვილი ბიზნესისთვის ტარიფები 2 000 დოლარამდე იზრდება.ს
2021 წელს $4,6-მილიარდიანი შემოსავლით Shopify-მ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაიკავა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ამ ბაზრის ზომა გაფართოვდება, რაც, მათ შორის, Shopify-ს მეტ გასაქანს მისცემს.
თუ საინვესტიციო საქმიანობას გრძელვადიანი პერსპექტივით უყურებ, ისეთი კომპანიები მოძებნე, რომლებსაც განვითარების დიდი დიაპაზონი აქვთ. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამ საქმის სპეციალისტები აქციებში ფულის დაბანდებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარების რეკომენდაციას გასცემენ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
კომენტარები