ალექსეი რეზნიკოვი

6 Mar. 2022, 13:18

10 დღე 4 საათი 20 წუთი — 244. უკრაინა იბრძვის მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მტრის მოგერიებას. რუსმა ურწმუნოებმა ვერ დაგვანგრიეს, ვერ გაგვტეხეს. და ამას ვერ შეძლებენ [...]

პოზიცია კონტროლს ექვემდებარება. დიახ, დანაკარგებიც გვაქვს. მაგრამ თითოეული სახელი, ჩვენი თითოეული გმირი არ იქნება დავიწყებული. რადგან არცერთი მკვლელი არ იქნება დავიწყებული. ჩვენ გვესმის სიცოცხლის ფასი და თავისუფლების ღირებულება. ყველა უკრაინელის სიცოცხლე ფასდაუდებელია [...]

ისინი ომში არიან ბავშვებთან და ქალებთან. მათ ვერ დაამარცხეს მეომრები, რომლებიც ხარკოვს იცავდნენ — დაწყეს ხარკოვის უნივერისტეტთან ბრძოლა. რუსები უბრალოდ ტერორისტები არიან და ტერორისტები გადანდგურდებიან [...]

დღეს უკრაინა აგრძელებს მთელი მსოფლიოს თავისუფლების დაცვას: უკრაინელი ბავშვები და ქალები თქვენს ბავშვებსა და ქალებს არჩენენ მათი სიცოცხლის ფასად, მაშინ, როცა თქვენ ცის დახურვაზე ყოყმანობთ. ჩვენი კაცები თქვენ გინარჩუნებენ სიცოცხლეს საკუთარის ფასად. მაშინ, როცა თქვენ ცის დახურვის გეშინიათ. ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გვეშინია "დიდი რუსეთის" ხელოვნურად შექმნილი იმიჯის. და მთელმა მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ასე ფიქრი. ჩვენ ვიბრძვით მთელი ძალით. გამარჯვება ახლოსაა, გამარჯვება ნამდვილად ჩვენია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  2. "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
  3. "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
  4. ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
  5. თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას

მიმდინარე წლის 30 მაისს, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.…