ირანის მაცდური შემოთავაზება, სანქციები და „ოქროს ბალანსი“
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ირანმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ისევ სანქციების გამკაცრებით ემუქრება, საქართველოს, სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო დერეფნის შექმნაში ჩართვა შესთავაზა. ეს წინადადება თბილისში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა, პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა, რა დროსაც საქართველოს უმაღლეს პირებს შეხვდა.
ზარიფი საქართველოში 17 აპრილს თურქმენეთიდან ჩამოვიდა, 18 აპრილს კი თბილისიდან ყირგიზეთში გაემგზავრა. ორივე ეს ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო სატრასპორტო დერეფნის (North–South Transport Corridor) აქტიური მონაწილეა, რომელსაც თეირანი უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს.
ამ დერეფნის სხვადასხვა განშტოებებით, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და რუსეთის ტვირთები გადაიზიდება, როგორც ჩრდილოეთ ევროპის მიმართულებით, ისე უკან.
NSTC-ის 7200 კილომეტრიან დერეფანში არის საზღვაო (მუმბაი-ბანდერ-აბასი; ასტარა-ბაქო-ასტრახანი; თურქმენბაში-ბაქო-ოლია), სარკინიგზო (ჟანაოზენი-გიზილგაი-ბერეკეტი-ეტრეკი-გორგანი; ქაზვინი–რეშთი–ენზელი–ასტარა-ბაქო-ასტრახანი-პეტერბურგი) და საავტომობილო გადაზიდვების მრავალმხრივი შესაძლებლობები. მოჰამედ ჯავად ზარიფმა თბილისში ყოფნის დროს ბრძანა:
სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დერეფნის არსებობა დაახლოებს, არა მხოლოდ ჩვენს ორ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ამ დერეფნის გავლით, აზიიდან ევროპაში ტრანსპორტირების უფრო დაბალი საფასური ჩვენ მოგვცემს კარგ შესაძლებლობებს.
„სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დერეფნის არსებობა დააახლოებს, არა მხოლოდ ჩვენს ორ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ამ დერეფნის გავლით, აზიიდან ევროპაში ტრანსპორტირების უფრო დაბალი საფასური ჩვენ მოგვცემს კარგ შესაძლებლობებს. საქართველომ, ირანმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად ვაქციოთ.“
თეირანი თბილისს სთავაზობს ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის (NSTC) ახალი რგოლის შეკვრას ამიერკავკასიის მეზობლებსა და ბულგარეთთან ერთად. ირანის უდიდესს პორტ ბანდერ-აბასში მოხვედრილი ტვირთი აზერბაიჯანში ან სომხეთში გადაიზიდება (ეს გზა ყველაზე მოკლეა), იქედან, საქართველოს პორტებში და ბულგარეთისკენ წავა.
ირანმა და ბულგარეთმა ამ დერეფნის ამოქმედების შესაძლებლობა, ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში განიხილეს, როცა თეირანს ბულგარეთის მაშინდელი პრემიერი ბოიკო ბორისოვი სტუმრობდა. ოფიციალური სოფია დღემდე დაინტერესებულია, რომ ტვირთები აზიიდან, მათ შორის, ნავთობი და გაზი, თურქეთის გვერდის ავლით თავადაც მიიღოს და საბერძნეთ-იტალიის მიმართულებითაც გაუშვას.
როგორც მოსალოდნელი იყო, თეირანის ახალ წინადადებას უკვე მოჰყვა ცივი სიგნალები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, ახალი მარშრუტი ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება, თუმცა, ირანი შავი ზღვის მიმართულებით სერიოზულად არის დაინტერესებული.
შავი ზღვის პირას, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, ირანული ინვესტიციით მალე დაიწყება საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდება იგეგმება.
მეგაპროექტის ოპერატორი ირანულ-ქართული კომპანია GEOPARS-ია. ინვესტიციებს სპარსეთის ნავთობისა და გაზის განვითარების კომპანია (POGDC) და მისი შვილობილი - პეტროქიმიის საერთაშორისო კომერციული კომპანია (PCCI) განახორციელებენ. პროექტის ლოჯისტიკური პარტნიორი კი ირანის ნაციონალური სატანკერო კომპანია იქნება. სუფსის ქარხანა ირანულ ნავთობს გადაამუშავებს და პროდუქცია ევრო-5-ის სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს.
მოჰამედ ჯავად ზარიფს თბილისში ვიზიტის დროს, ირანელი ინვესტორების დიდი ჯგუფიც ახლდა, რომლებმაც ქართულ-ირანულ ბიზნესს ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა რაჰიმ აბაჩიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას, ამ დრომდე არსებული, საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციები უშლის ხელს, რის გამოც ირანიდან მხსვილი ინვესტიციები ფერხდება:
ფულად და საბანკო ტრანზაქციებზე სანქციები ზოგ ქვეყანასთან უკვე მოხსნილია. სამწუხაროდ, საქართველოსთან ეს პრობლემა ისევ დგას. ეს ხელს უშლის ირანიდან დიდი ინვესტიციების განხორციელებას და ირანელი ბიზნესმენებისთვის ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემაა
„ფულად და საბანკო ტრანზაქციებზე სანქციები ზოგ ქვეყანასთან უკვე მოხსნილია. სამწუხაროდ, საქართველოსთან ეს პრობლემა ისევ დგას. ეს ხელს უშლის ირანიდან დიდი ინვესტიციების განხორციელებას და ირანელი ბიზნესმენებისთვის ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემაა.“
ექსპერტების აზრით, საქართველოს ირანთან უკიდურესად ფრთხილი პოლიტიკის წარმოება მართებს. ერთის მხრივ, თბილისს უნდა ესმოდეს, რამდენად მყიფე შეიძლება აღმოჩნდეს, საგარეო პოლიტიკურ არენაზე (სირია, იემენი) უკიდურესად აგრესიულ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, მჭიდრო თანამშრომლობა, მით უფრო, საერთაშორისო სანქციების გაძლიერების დიდი ალბათობის ფონზე.
მეორეს მხრივ კი, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია. „აბრეშუმის გზამ“ შავი ზღვის მიმართულებით მიმზიდველობა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ისევ დაუმთავრებელია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული (2014 წელს- 46,4 მილიონი ტონიდან - 2016 წელს - 42,3 მილიონ ტონამდე), ისე საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთებისა (21,3 მილიონი ტონიდან -17,6 მილიონ ტონამდე) და კონტეინერების (446 972-დან 329 805 TEU-მდე) რაოდენობა.
„ოქროს ბალანსის“ მოსაძებნად, 22 აპრილს, პირველი ოფიციალური ვიზიტით ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩადის. იგი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდება, რომელსაც კარგი შანსი აქვს 19 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მეორე ვადით იქნას არჩეული.
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა



კომენტარები