დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში — ოპოზიცია ჩაშლილ სხდომაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, დღევანდელი დღე პარლამენტის ისტორიაში სამარცხვინოა. ასე ეხმაურებიან ისინი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პირველად, საქართველოს ისტორიაში პარლამენტის დარბაზის კარი არ გაიღო.
"დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებაში, როდესაც მაშინ, როცა ამ წუთებში ერთ-ერთ ჩემს საყვარელ უბანში, კიევში, რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ თავდაცვას, თავდაცვის ძალებს უკრაინაში და მათ შორის მოქალაქეებს, ვინც არიან თავდაცვაში ჩართული ქალაქის, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა ხელმოწერები უმრავლესობის დეპუტატების და გადაწყვიტა, რომ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და არ გაეღო საქართველოს პარლამენტის დარბაზი პირველად, საქართველოს ისტორიაში", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძე პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარეს უწოდებს პაპუაშვილს. მისი თქმით, ის ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და საკანონმდებლო ორგანოს კარი დაკეტა, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, უკრაინასა და უკრაინაში დაღუპულებისთვისაც.
"ჩვენ უნდა გაგვეჟღერებინა აქ ჰიმნი საქართველოს და უკრაინის, უნდა გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენს ოკუპირებულები ვართ, რომ უკრაინაში მიდის აგრესია, რომ ახლა ჩვენი მეგობრები უკრაინაში, ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან, თქვენი კოლეგები, ჩვენი კოლეგები რადაში ისვრიან იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლო დაიცვან", — აღნიშნავს დეპუტატი.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში უკრაინისა და საქართველოს ჰიმნი ჩართეს.
ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ მიმართა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საჭიროდ მიაჩნია ნებისმიერ ფორმატში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის გამოხატვა და მოთხოვნას ხელი მოაწერა. "ოცნებაში" იმავე დღეს თქვეს, რომ სხდომას არ დაესწრებოდნენ.
დღეს, 25 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ამ მოთხოვნაზე ხელის მოწერა მხოლოდ ფორმალური უფლებამოსილების ნაწილია. პაპუაშვილის მტკიცებით, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი რეგლამენტს ეწინააღმდეგება.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ოპოზიციის რეალური მიზანი არა უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვა, ან საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, არამედ პარლამენტში დაპირისპირების გამოწვევაა. ის დასძენს, რომ სხდომას ბევრი დეპუტატი არ ესწრება, ამიტომ რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც კი "აზრს მოკლებულია".
პუტინმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
გაიგეთ მეტი:
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები