იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე სასჯელის გამკაცრებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე სანქციები გამკაცრდება. ინიციატივა დღეს, 18 აპრილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მას პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. კანონპროექტის შესახებ მომხსენებელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი.
კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიის თანახმად, ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში, სადაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასეთი იარაღის შესაბამისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. მოქმედი რედაქციით აღნიშნული დანაშაული ოთხ წლამდე ისჯებოდა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. დღეის მდგომარეობით, იგი ისჯებოდა ოთხ წლამდე.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, აქამდე იგი ისჯებოდა ოთხიდან ექვს წლამდე.
იარაღის დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ხუთიდან რვა წლამდე დაისჯება, დღევანდელი რედაქციით, აღნიშნული დანაშაული ისჯებოდა ექვსიდან რვა წლამდე, ხოლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ან არაერთგზის ჩადენილი, დაისჯება ექვსიდან ათ წლამდე, ნაცვლად რვიდან თერთმეტ წლამდე.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების შემდეგ, ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა.
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
კომენტარები