ბიძინა კულუმბეგოვი

19 Feb. 2022, 00:54

ადამიანი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი, მას აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტია 80%-ით და მეტი, თუ ვაქცინაციიდან გასული არ არის 6 თვეზე მეტი. თუ მეტია გასული მეორე ვაქცინიდან და არ გაიკეთა დამატებითი დოზა, ეს ეფექტურობა 57%-მდე მცირდება. ადამიანმა, რომელმაც გაიკეთა მეორე დოზის შემდეგ 3 თვეში, უკვე საქართველოში არის ბუსტერ დოზის დამატების შესაძლებლობა, მძიმე დაავადებისგან დაცვა უკვე 90%-ია. ეს არის უზარმაზარი პროცენტი და სწორედ, ასეთი მაღალი ბუსტერული ვაქცინებით მოცვის ქვეყნები, ზოგადად, მაღალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნები რიგ-რიგობით უკვე თაიმლაინს აქვეყნებენ, როგორ ასრულებენ მთლიანად კოვიდ-რეგულაციებს და როგორ უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მთავარი რამ, სამწუხაროდ, ამ ინფექციასთან მიმართებაში, რაღაც პერიოდში არსებობდა მოლოდინი, რომ ჩამოყალიბდებოდა, ე.წ ჯოგური, პოპულაციური იმუნიტეტი, რომელიც გააჩერებდა, თუ ყველა ადამიანი ამას გადაიტანდა, ინფექციას. სამწუხაროდ, სწორედ ეს რეინფიცირების მაღალი რისკები და ომიკრონთან ეს 5-ჯერ გაზრდილია, რა თქმა უნდა, ჯოგური იმუნიტეტის ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა, ამოძირკვა ვერ მოხდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
  2. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  3. "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
  4. ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
  5. თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.…