რუსეთი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-სგან კონსტრუქციული პასუხი არ მიუღია
ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე გაგზავნილ წინადადებაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან კონსტრუქციული პასუხი არ მიუღია
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, განცხადების გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი მიუწვდომელი იყო, ამიტომ TASS-ზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული მხარისგან კონსტრუქციული პასუხი იმ საბაზისო ელემენტებზე, რომელიც რუსულმა მხარემ მოამზადა მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, არ მიუღიათ.
"საუბარი ეხება ნატოს შემდეგ გაფართოებაზე უარის თქმას, ასევე, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან გაწვევას, უარის თქმას იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შეიქმნას ახალი სამხედრო ბაზები. საუბარია იმ რესპუბლიკებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ნატოს წევრები და მათი ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებით. ასევე, აშშ-მ უარი თქვა, რომ დაუბრუნდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა 1997 წლის მდგომარეობას, როცა დაიდო ნატო-რუსეთის მთავარი შეთანხმება", — აცხადებენ ისინი.
აქვე რუსეთი აცხადებს, რომ ამ მდგომარეობებს მათთვის პრინციპული ხასიათი აქვს. მათივე მტკიცებით, აშშ-მ წინადადებების ეს პაკეტი უგულვებელყო და მიზანმიმართულად მისთვის მოსახერხებელი თემები აირჩია, რომელიც ისე "გადაატრიალა", რომ აშშ-ისა და მოკავშირეებისთვის უპირატესობა შეექმნა.
"შეშფოთებას იწვევს აშშ-ისა და ნატოს ზრდადი სამხედრო აქტივობა კონკრეტულად რუსეთის საზღვრებთან, როცა ჩვენი წითელი ხაზები და ინტერესები, რომ რუსეთმა სუვერენული უფლებით უსაფრთხოება დაიცვას უგულვებელყოფილია.
ულტიმატუმის მსგავს მოთხოვნებს, რომ რუსეთმა თავისივე ტერიტორიებიდან გამოიყვანოს ჯარები, თან ახლავს მუქარები სანქციების გაძლიერებაზე. ეს მიუღებელია და სამომავლო რეალური მოლაპარაკების პერსპექტივებს ანადგურებს", — ამბობენ ისინი.
განცხადებაში რუსეთი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამერიკულმა მხარემ უარი თქვა მყარ საფუძვლიან იურიდიულ გარანტიებზე, ისინი "იძულებული" იქნებიან, რომ რეაგირება ჰქონდეთ, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზებით.
ამავდროულად რუსეთი დაძაბულობის ფონზე იმეორებს პათოსს, რომ უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება.
26 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ კრემლის მოთხოვნებისა და უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთს წერილობითი დოკუმენტი გაუგზავნეს.
რუსეთი NATO-სა და აშშ-სგან ითხოვდა უარი ეთქვათ გაფართოებაზე, მათ შორის, დაეკონკრეტებინათ უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანება NATO-ში. ამავდროულად, მოთხოვნებს შორის იყო, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უარი ეთქვათ ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
წერილობით პასუხს პირველ თებერვლას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მთავარი საკითხები, რომლებიც რუსეთის შეშფოთებას იწვევდა, უგულებელყოფილია.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კომენტარები