ტიფლისის და ქერჩის სცენარისტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ტყუილსა და ჩაგვრაში ადანაშაულებენ
ფოტო: GPB / Facebook
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს, თუმცა როგორც გაირკვა მსგავსი კონკურსი პირველმა არხმა რამდენიმე თვის წინაც გამოაცხადა, მასში გამარჯვებული სცენარისტები კი კუთვნილი ჰონორარის გარეშე დატოვა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2016 წლის ივლისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხატვრული და დოკუმენტური სერიალების გადასაღებად კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული პროექტების ავტორები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სერიალების სცენარებს დაწერდნენ. პროექტი - "კლასიკოსები", ორი ტურის გავლის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი ვასაძე, ნათია წულაძე, ბასა ჯანიკაშვილი და ლანა ქუთათელაძე შედიოდნენ, გამარჯვებულად დაასახელეს, რომლის ავტორებიც მარი ბექაური, ივა ფეზუაშვილი და ალექს ჩიღვინაძე იყვნენ.
"20 სექტემბერს შევხვდით გიორგი ვასაძეს და შევთანხმდით, რომ მთელი სერიალის სცენარს 2017 წლის იანვარში ჩავაბარებდით, რის შემდეგაც ავიღებდით ჰონორარს 15600 ლარის ოდენობით (თითოეული სცენარისტი - 5200 ლარს). სერიალს გადაიღებდა "ტელეფილმის" გაერთიანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებაშია.
სამუშაო ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. ეს გახლდათ ანთოლოგიის ტიპის სერიალი, რომელიც მეოცე საუკუნის ქართული მოთხრობების ადაპტაციებს აერთიანებდა (12 სერია, ქრონომეტრაჟი - 52 წთ). ვინაიდან მოქმედება თანამედროვე დროში გადმოგვქონდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აგვერჩია 12 მოთხრობა, რომელთა თემებიც თანამედროვეობასთან იქნებოდა კავშირში და დღესდღეობით აქტუალურ პრობლემებს ასახავდა. ჯერ მარტო სანამ წერას დავიწყებდით, უამრავი დრო ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში გავატარეთ.
მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით, სცენარი კონკრეტულ ფორმულებზე იგება და სამუშაო ბევრად მეტია. შესაბამისად, კვირაში ერთხელ მაინც ვიკრიბებოდით, რათა დრამატული სტრუქტურა, მთავარი გმირების მოტივაცია, კონფლიქტი, სიუჟეტური ხაზის განვითარება და ა.შ. განგვესაზღვრა. პერიოდულად ვხვდებოდით გიორგი ვასაძესაც და ნათია წულაძესაც დეტალების შესათანხმებლად. მათ რამდენჯერმე ხელშეკრულების გაფორმებაზე ვკითხეთ, რაზეც გვითხრეს, რომ ხელშეკრულებებს დეკემბრის ბოლოს გაგვიფორმებდნენ. ის, რომ ხელშეკრულების გარეშე ვიმუშავეთ, მხოლოდ ნდობის ფაქტორით არ იყო განპირობებული. ივა ფეზუაშვილს მანამდეც ჰქონდა ნამუშევარი პირველი არხის პროექტზე "დღეები და ღამეეები", სადაც ანალოგიურად, ხელშეკრულებები სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გაფორმდა. დეკემბრის შუა რიცხვებში შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენს პროექტს ძალა არ ჰქონდა მანამ, სანამ ბორდი 2017 წლის ბიუჯეტს არ დაამტკიცებდა. ეს ჩვენთვის მოულოდნელობა იყო, რადგან იმ დროისთვის 12-დან უკვე 9 სერია გვქონდა დაწერილი. თუმცა, დეკემბრის ბოლო რიცხვებში ბორდმა 2017 წლის პროექტები განიხილა და ჩვენი პროექტი დაამტკიცა. იანვრის შუა რიცხვებში სერიალზე მუშაობა დავასრულეთ და სცენარები ნათია წულაძეს გადავეცით. თუმცა, გიორგი ვასაძემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სერიალის გადაღებაზე უარი თქვა. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი სამთვენახევრიანი შრომის ანაზღაურებას არ აპირებდა და ეს მაშინ, როცა კონკურსის ორგანიზატორები გვაძლევდნენ სრულ გარანტიას, რომ ჰონორარებს სერიალის ჩაბარებისთანავე, იანვრის თვეში ავიღებდით.", - უთხრა On.ge-ს სცენარისტმა მარიამ ბექაურმა.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, თვენახევრის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ არხთან მოლაპარაკებას და გარდა კონკრეტული ფინანსური ზიანისა, რომელიც მათ მიადგათ, უარი თქვეს სამსახურებზე, რომლებიც სერიალის სცენარზე მუშაობისას შესთავაზეს, რადგან, პირველი არხის პროექტის სირთულისა და სამუშაო დროის გათვალისწინებით, თუ აღნიშნულ შემოთავაზებებს დასთანხმდებოდნენ, დროულად და სათანადოდ ვერ შეასრულებდნენ პირველი არხის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას.
"9 მარტს შევიტანეთ ოფიციალური წერილი ვასილ მაღლაფერიძის და სამერუვეო საბჭოს სახელზე. პასუხად გაგვცეს, რომ კონკურსში მონაწილე პირი გამარჯვებულად მანამდე არ ჩაითვლებოდა, ვიდრე ამას გენერალური დირექტორი არ დაადასტურებდა. დიდი ბოდიშით, მაგრამ ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა ამ ბიუროკრატიის შესახებ? არავის გავუფრთხილებივართ ამაზე. გვაცხადებენ გამარჯვებულებად - ეს წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზეც, რის შემდეგაც გვითანხმდებიან ვადებზე და თანხაზე და მერე, როცა უკვე ჩაბარებული გვაქვს პროექტი, გვეუბნებიან, რომ თურმე არ ვითვლებით გამარჯვებულებად მანამ, სანამ გერნერალური დირექტორი ხელს არ მოაწერს. და ყველაზე ამაზრზენი კიდე ისაა, რომ გიორგი ვასაძემ მენეჯმენტს განუცხადა, თითქოს ჩვენსა და მას შორის სიტყვიერი შეთანხმება არ მომხდარა, რაც გარდა იმისა, რომ ტყუილია, ძალიან არალოგიკურიცაა - რა გამოდის, რომ ჩვენ გიჟები ვართ, 4 თვე გვემუშავა შეთანხმების გარეშე? იმას, რაც პირველმა არხმა გააკეთა, ჰქვია ადამიანის ჩაგვრა, ადამიანის შრომის ექსპლუატაცია და ადამიანის ღირსების და უფლებების შელახვა.", - გვითხრა მარი ბექაურმა.
ამბის გასარკვევად On.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ია ანთაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ადამიანების მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.
"ეს ამბავი, მოხდა მანამ, სანამ ვასილ მაღლაფერიძეს აირჩევდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, მანამდე კი ამ ადამიანებს არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონიათ გაფორმებული, შესაბამისად ჩვენ ამ ადამიანების წინაშე არანაირი ვალდებულება არ გვაქვს. როგორც მე ვიცი, ის პროდუქტიც, რაზეც ისინი საუბრობენ, ბოლომდე არც იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს სხვა პრიორიტეტები და გვჭირდება სხვა სახის პროდუქტი, თქვენ თავადაც მალე დაინახავთ განსხვავებებს. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა და ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ჩვენ არაფერი არ შეგვეძლო.", - გვითხრა ია ანთაძემ.
2016 წლის 21 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მაუწყებლის მიერ მხატვრული სერიალის და დოკუმენტური ციკლის სცენარებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მათ შორის იყო დრამის ჟანრი, სადაც სწორედ მარიამ ბექაურმა გაიმარჯვა.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა

კომენტარები