მოგზაურობა კედერდამის მაგიურ სამყაროში გრძელდება — "უკუღმართი სამეფო" უკვე წიგნის მაღაზიებშია
მოგზაურობა კედერდამის მაგიურ სამყაროში გრძელდება — "უკუღმართი სამეფო" უკვე წიგნის მაღაზიებშია
2010-იანი წლების დასაწყისში, ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების შემქმნელ მწერალთა სიას პოპულარული რომანების ავტორი ლი ბარდუგო შეემატა. მისი წიგნების ათასობით ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა და Grand Prix de l’Imaginaire, Premios Kelvin 505, Deutscher Phantastik Preis და BooktubeSFF Awards-ის პრემიები დაიმსახურა.
ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელ მწერალ ქალს ძალიან მდიდარი ფანტაზია აქვს, რაც დაეხმარა "გრიშავერსის" სამყაროს შექმნასა და სადებიუტო რომანის - "ჩრდილი და ძვალის" დაწერაში. სწორე აქ გამოჩნდა პირველად პერსონაჟი ალინა სტარკოვა, რომელიც მონსტრებით სავსე სამყაროში მოხვდა და საკუთარ თავში მაგიის ძალა აღმოაჩინა, რომელმაც გადაარჩინა ისიც და მისი მეგობრებიც. წიგნმა მოკლე დროში მოიპოვა ფანტასტიკური პოპულარობა და New York Times-ის ბესტსელერების სიაში მე-8 ადგილი დაიკავა. მკითხველი მოუთმენლად ელოდა საყვარელი გმირების თავგადასავლის გაგრძელებას და 2013 წელს, ლიმ მიიღო 3 წიგნის სერიის შეკვეთა. რამდენიმე თვეში მან დაწერა "შტურმი და ქარიშხალი", ერთი წლის შემდეგ კი თავის აგენტს რომანის "დაცემა და აღწევების" ხელნაწერი გადასცა.
მკითხველი ვეღარ წყდებოდა ჩახლართულ ფანტასტიკურ ისტორიებს და ლიმ გადაწყვიტა გაეხარებინა ისინი. 2012-დან 2017 წლამდე, მან გამოსცა კრებული - "ეკლების ენა" და ჩართო მასში დამატებები, "გრიშავერსული" ტრილოგიიდან.
"ყვავების ექვსეული" მწერალმა 2015 წელს გამოსცა. რომანი ექვსი მთავარი გმირის პირით იშლება მკითხველის თვალწინ და ნელნელა ხსნის მათ ხასიათსა და პირად ისტორიებს. The Guardian-მა მწერალი შეაქო საგულდაგულოდ დამუშავებული პერსონაჟებისა და სიუჟეტის მოულოდნელი სვლებისთვის, რაც არ გაძლევს მოწყენის საშუალებას. იურდა-პარემი არის სინთეზური ნარკოტიკი, რომელსაც შეუძლია გრიშას (განსაკუთრებული მაგიური შესაძლებლობების მქონე ადამიანების) ძალა მილიონჯერ გაზარდოს, მაგრამ ამავდროულად აქციოს ისინი დაპყრობილ თოჯინებად. არასწორ ხელში მოხვედრის შემდეგ, ნივთიერება სახიფათო იარაღად იქცევა და, რა თქმა უნდა, ბევრი მონადირეა, ვისაც მისი შემქმნელის ხელში ჩაგდება სურს. ქეტერდამი ქერჩის დედაქალაქია, გართობის, სიამოვნების, უნივერსიტეტების, სავაჭრო წარმომადგენლობების და დამსხვრეული იმედების ქალაქი. ამ ქუჩებში ცხოვრობს ყველაზე საშიში კრიმინალი - გაიძვერა ქურდი კაზ ბრეკერი, მეტსახელად "ბინძური ხელები". საშიში მისიის შესასრულებლად, ბრეკერი აგროვებს ყველაზე სასოწარკვეთილთა გუნდს: ყოფილ პატიმარს, პირველი კლასის მსროლელს, ელიტური ფენებიდან გაქცეულს, ჯაშუშსა და გრიშას გოგონას.
ავტორის მიერ შექმნილ მაგიურ სამყაროზე "Netflix"-მა სერიალი გადაიოღო. მაყურებელს ჯერ მხოლოდ პირველი სეზონის ნახვის შესაძლებლობა მიეცა და მოუთმენლად ელოდება შემდეგ სეზონს. ავტორს ძალიან კარგად აქვს აღწერილი ურბანული ცხოვრება, კარგად აქვს გათვალისწინებული მისი თითოეული დეტალი, რაც საშუალებას გვაძლევს ამ სამყაროს უფრო ახლოს გავეცნოთ და არა მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელი ადამიანების, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაც შევისწავლოთ. ლი ბარდუგოს საინტერესო სტილი აქვს შერჩეული, ის ექვსივე პერსონაჟის თვალით გვიჩვენებს სიუჟეტს და ასე თითოეული მათგანი განსხვავებული და მკითხველისთვის საყვარელი ხდება. ავტორს გრიშავერსის სამყაროზე ბევრი წიგნი აქვს დაწერილი. ძალიან მალე კი ქართველ მკითხველს ლი ბარდუგოს მიერ შექმნილი ჯადოსნური ქვეყნის ისტორიებიდან ყვავების ექვსეულის ამბის გაცნობა შეეძლება. მნიშვნელოვანია, რომ წიგნის ქართულ გამოცემას თანდართული ექნება ორი რუკა, გრიშავერსისა და კეტერდამის- იმ ქალაქების სადაც უშუალოდ ვითარდება მოვლენები. ეს კი უფრო რეალურს და აღქმადს გახდის ქართველი მკითხველისთვის ამ წიგნში აღწერილ სამყაროს."
ერთი სამყაროები აერთიანებს რამდენიმე წიგნს. ქართველი მკითხველი და მაყურებელიც აქტიურად დაინტერესდა ლი ბარდუგოთი და მისი წიგნებით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული დილოგიაა "ყვავების ექვსეული" და "უკუღმართი სამეფო", რომელიც სულ ახლახან გამოსცა გამომცემლობა "პალიტრა L-მა".
"თუ არ შეგიძლია გამარჯვება, თამაში შეცვალე"
კაზ ბრეკერი და მისი გუნდი ისეთ სახიფათო საქმეში ჩაებნენ, თავადაც არ ეგონათ ცოცხლები თუ გამოძვრებოდნენ. თუმცა მსუყე ნადავლის მოხელთების ნაცვლად, გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ. კუთხეში მიმწყვდეულები და დასუსტებულები ფულის, მოკავშირეებისა და იმედის ნაკლებობას განიცდიან. კეტერდამში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ძალები იყრის თავს, რათა იურდა პარემად ცნობილი საშიში ნარკოტიკის საიდუმლოს ფარდა ახადონ.
ტრილოგიის მეორე წიგნი "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია. ასევე, მისი შეძენა შეგიძლიათ www.palitral.ge-ს საიტზე.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები