"საირმესა" და "ევექსი ჰოსპიტლების" წარმატება ევროპის სპათა ასოციაციის კონკურსში
"კურორტი საირმე"-ს და "ევექსი ჰოსპიტლების" COVID-ის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ ევროპის პრესტიჟული ჯილდო ESPA Innovation Awards მოიპოვა. კონკურსის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები შეიმუშავეს. "საირმეს" სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სანიკიძე ამბობს, რომ მათი პროგრამის წარმატების მთავარი ფაქტორი მისი უნიკალური, კომპლექსური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს კლინიკურ და ბალნეოლოგიურ მიმართულებებს.
აღსანიშნავია, რომ "საირმე" პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციის წევრი, სულ ცოტა ხნის წინ გახდა. გადაწყვიტეს "ევექსი ჰოსპიტლებთან" ერთად განხორციელებული პროექტი წარედგინათ სპათა ასოციაციის კონკურსში და პრინციპში, არც შემცდარან - ქართული კურორტისა და სამედიცინო ცენტრის ერთობლივმა პროგრამამ, 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის, ნომინაციაში "ინოვაციური სამედიცინო სპა" გაიმარჯვა.
"მივესალმები "საირმეს" ევროპის სპა ასოციაციის ქსელში გაწევრიანებას. აღსანიშნავია ის, რომ აქ მინერალურ და თერმულ წყლებთან ერთად ბუნებაც გამორჩეულია. ჩვენ კოვიდ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ინოვაციური სამედიცინო სპას ნომინაციაში გამარჯვება "საირმემ" და "ევექსი ჰოსპიტლებმა" ერთხმად მოიპოვეს. მათ ერთობლივ პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა პოსტკოვიდ გართულებების სამკურნალოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს," — ამბობს ჩილა მეზოს, ევროპის სპა ასოციაციის გენერალური მდივანი.
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც "საირმემ" და "ევექსი ჰოსპიტლებმა", პანდემიის მართვის დროს მიღებული ცოდნის საფუძველზე, გადაწყვიტეს შეემუშავებინათ პოსტკოვიდური გართულებების სარეაბლიტაციო პაკეტი. შეიქმნა ერთობლივი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამკურნალო, სადიაგნოსტიკო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს.
პროგრამის ფარგლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება "კავკასიის მედიცინის ცენტრში" ტარდება. ხოლო კურორტში "საირმე" სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები - წყალქვეშა მასაჟი, მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაცია მინერალური წყლით, ჰალოთერაპია, აქტიური და პასიური კლიმატოთერაპია.
"საირმეს" კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელის მაია სანიკიძის თქმით, მიღებული ჯილდო, მანამდე კი ევროპის სპათა ასოციაციაში გაწევრიანება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"წელს "კურორტი საირმე" პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერეთია საქართველოში, რომელიც სპათა ასოციაციების ESPA-ს წევრი გახდა. ასეთი რანგის ასოციაციის წევრობა აძლევს ჩვენს კურორტს საშუალებას გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში გააკეთოს სწორება ევროპულ სტანდარტებზე. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ "საირმეს", არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისათვის.
"გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ცნობადი ევროპელი ტურისტებისთვის არა მხოლოდ როგორც გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის, არამედ სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მიმწოდებელი ქვეყანა. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, ასეთი კომპლექსური მიდგომა ფაქტობრივად ახალი სიტყვაა COVID-ის შემდგომი მდგომარეობის მართვაში", — ამბობს მაია სანიკიძე.
მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება საამაყოა "კავკასიის მედიცინის ცენტრის" გუნდისთვის.
"აღნიშნული ჯილდო დაეხმარება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. კონკურსში ევროპის 20 ქვეყნის 100-მდე სპა ცენტრი მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, COVID-ის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ საკმაოდ კარგი პროგრამები ექნებოდათ. მათ შორის იყვნენ ძალიან ცნობილი სამედიცინო კურორტებიც. ამ ფონზე გამოჩნდა, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია უმაღლესი დონის სამედიცინო სერვისი და გამაჯანსაღებელი სპა პროცედურები," — ამბობს "კავკასიის მედიცინის ცენტრის" სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის ხელმძღვანელი, მარიკა თოიძე.
კურორტი "საირმე" და "ევექსი ჰოსპიტლები" კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებენ და კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლივ ახალ პროექტებს მომავალი წლისთვის გეგმავენ.
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები