ფანები პეტიციით ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენის მე-3 ნაწილის გადაღებას ითხოვენ
ფოტო: Son
გაფრთხილება: სტატია Spider-Man: No Way Home-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს!
მარველის ახალი ფილმი Spider-Man: No Way Home ნამდვილად წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენაა, რომელმაც კედლებზე მცოცავი სუპერგმირის გულშემატკივრები აალაპარაკა. ფილმის მთავარი ხიბლი ძველი სპაიდერმენების — ტობი მაგუაირისა და ენდრიუ გარფილდის დაბრუნებაა, რომლებიც ბოროტმოქმედებთან გამკლავებას ტომ ჰოლანდის სპაიდერმენთან ერთად ცდილობენ.
Spider-Man: No Way Home ტომ ჰოლანდის სპაიდერმენის ტრილოგიის დასასრულია. ჰოლანდთან ერთად 3 ფილმი აქვს ტობი მაგუაირსაც. მათგან განსხვავებით ენდრიუ გარფილდი ნამდვილად დაიჩაგრა, რადგან The Amazing Spider-Man-ს მხოლოდ 2 ნაწილი აქვს. ამის მიზეზი კი მეორე ნაწილის დაბალი შეფასება და მაყურებლების უკმაყოფილება გახდა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ახალ ფილმში ენდრიუ გარფილდი ნამდვილად ბრწყინავდა, რაც შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. მალე ფანებს ენდრიუსადმი სიყვარული ხელახმა შემოეძალათ და ინტერნეტსივრცე The Amazing Spider-Man-ის მესამე ნაწილის გადაღების მოთხოვნებმა დაიპყრო.
"ენდრიუ გარფილდი საკუთარ სპაიდერმენის ტრილოგიას იმსახურებს! მოდი, გავერთიანდეთ ჰეშთეგით #MakeTASM3 რათა დავრწმუნდეთ, რომ მესამე ფილმს მიიღებს".
"ენდრიუ გარფილდი The Amazing Spider-Man-ში შესანიშნავად თამაშობს და სულ მაწუხებდა, რომ მას სათანადოდ არ აფასებდნენ. ის საკუთარი ისტორიის The Amazing Spider-Man 3-ით დასრულების შესაძლებლობას იმსახურებს".
ფანებმა სპაიდერმენის შესახებ ენდრიუს გულისამაჩუყებელი სიტყვებიც გაიხსენეს:
"სტენ ლი ამბობს, სპაიდერმენი პოპულარული იმიტომაა, რომ მისი ყველას გვესმისო და მეც ვეთანხმები. ჩემს ცხოვრებაში სპაიდერმენი მჭირდებოდა. როცა ბავშვი ვიყავი, ის იმედს მაძლევდა", — ამბობს ენდრიუ გარფილდი.
ენდრიუ გარფილდს რომ სპაიდერმენისადმი სიყვარული დღემდე არ განელებია, Spider-Man: No Way Home-შიც მშვენივრად გამოჩნდა. ვინ იცის, იქნებ ენდრიუსა და ფანების ენთუზიაზმა ბევრი ჩვენგანის ოცნება რეალობად აქციოს და ენდრიუ მარველის სამყაროში მართლაც დაბრუნდეს.
ამავე თემაზე:
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
კომენტარები