ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილებაა და არა ურთიერთგანადგურება — ხოშტარია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
პარტია დროს ლიდერი ელენე ხოშტარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე ვრცელს პოსტს აქვეყნებს და "შერიგების" იდეაზე მის დამოკიდებულებეზე საუბრობს. ხოშტარიას თქმით, მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ მათი ამოცანა ძალაუფლების ცვლილება უნდა იყოს და არა ურთიერთგანადგურება. ხოშტარიას აზრით, სიტყვა შერიგება ძალიან არასწორია, ყალბი და კომიკურიც კი, რადგან ორი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება რჩება: პირველი — თითქოს ქართული ოცნება და ოპოზიცია პოლიტიკოსები უნდა შერიგდენენ, რაც სრული აბსურდია.
"არც ხალხს ჭირდება და არც ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ისეთი განსხვავებები, რომ თუ მოვიტყუებით და უცებ ჩახუტების ფოტოებს დავდებთ ვიქნებით უპრინციპო მატყუარები. ოპონენტები ვართ და უნდა ვიყოთ, რადგან ამას ძირეული და რეალური მიზეზები აქვს. მეორე — თითქოს დანაშაულები უნდა ჩამოიწეროს. დანაშაულების ჩამოწერა უდანაშაულობის და უსამართლობის განცდას ისე გააძლიერებს, რომ ხალხსაც გული აერევა ყველაფერზე და ჩვენც კიდევ უფრო თავხედები გავხდებით, სახელმსწიფო კი ფუნქციას დაკარგავს", — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
მისივე თქმით, ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც განსხვავებულ აზრზეა.
"აქ ოპოზიციიის დიდ როლსაც ვხედავ. რაც არ უნდა ძნელი იყოს როცა იდევნები, ძალიან მწვავე კრიტიკაც ხალხისგან უნდა აიტანო უპასუხო და ის ხალხი მტრად არ გამოაცხადო. აქ მაგალითის მიცემა, განსხვავებული აზრის ხალხთან ურთიერთობაში ჩვენც შეგვიძლია.
ცხადია ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და ნდობა უდაბლესი. თუ სუს მოვა გამკოჭავს და მეტყვის შემირიგდიო ეს არა კონსოლიდაცია, არამედ გათელვაა და ამასე წასვლა ოპოზიციისგან სისუსტე და კაპიტულაცია. რამდენჯერაც სუს მოვა, იმდენჯერ დახვდება კედელი და აჯანყება", — აცხადებს ის.
ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდეს. მაგალითად, იმაზე, რომ დანაშაულის მასშტაბს და ადრესატებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი, წინა და ამ ცხრა წლის სასამართლო.
"დღეს ერთი მხარე ამბობს მხოლოდ წინა ცხრა წელსო, მეორე ამბობს მხოლოდ ეხლაო. ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით ზუსტად ამ ორი ცხრა წლის შეფასებაზე, არც არის აუცილებელი. ამაზე უნდა ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ, მაგრამ დანაშაულის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა ჩვენი შეთანხმებით ან ვინაა დღეს ძლიერი იმითი, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოთი. მაშინ სამართლიანობის განცდაც დაბრუნდება და უდანაშაულობის სინდრომიც გაქრება", — წერს ხოშტარია.
მისივე თქმით, პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და აშენდეს დამოუკიდებელი სასამართლო.
"ტექნიკურად ეს როგორ მოხდეს სალაპარაკოა და უცხოელების ჩართულობაც საჭირო იქნება. ძალაუფლების განსმაზღვრელი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, სადაც დღევანდელი მოცემულობით ვერავინ 100 პროცენტით ვერ მოვა, ამას ყველა უნდა შევეგუოთ. შეიძლება ოცნებაც იყოს რაღაც დოზით, გახარიაც და სხვაც. ეს უკვე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი იქნება სახე მივცეთ იმ არჩევანს, რასაც ხალხი გააკეთებს, მაგრამ არჩევანი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი", — აღნიშნავს ელენე ხოშტარია.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსი, წარსულზე საუბარი და იმის გააზრება რაც მოხდა.
6 დეკემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება ქართული ოცნების დამარცხებამდე. ალტერნატივად სააკაშვილი მმართველ პარტიას "გონს მოსვლას" და ეროვნულ შერიგება შესთავაზა. მისი თქმით, "ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია". მესამე პრეზიდენტს "დიდი შერიგების" იდეა მანამდეც არაერთხელ ჰქონია.
ამავე თემაზე:
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
კომენტარები