შეიძლება, მთავრობის ნაწილის პოზიციების შეუთანხმებლობას უკავშირდებოდეს — ვოლსკი ტიკარაძეზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, "ტყუილად არაფერი არ ხდება" და არის შესაძლებლობაც, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მთავრობის ნაწილის პოზიციების შეუთანხმლებლობასაც უკავშირდებოდეს.
"შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს რაღაც შეუთავსებლობა-შეუთანხმებლობას გარკვეული პოზიციების, რომელიც გააჩნია მთავრობას, მთავრობის გარკვეულ ნაწილს, მეორე ნაწილს, შესაძლოა. რასაკვირველია, ტყუილად არაფერი არ ხდება, გეთანხმებით.
არაფერი ისეთი არ ხდება, მინისტრები იცვლებიან, მთავრობები იცვლებიან, ნებისმიერი ჩვენგანი, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. კანდიდატურასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, როგორ შეიძლება, ისე ცარიელი იყოს და არავინა არაფერზე არ ფიქრობდეს. რასაკვირველია, დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის შემადგენლობაში ამ თემაზე არის ლაპარაკი", — აღნიშნა მან.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე რამდენჯერმე გავრცელებულ ინფორმაციაზე კი ვოლსკი ამბობს, რომ ეს იმ რეალობის საპასუხოა, რაც ნაციონალური მოძრაობის სისტემაში შეიქმნა.
"პრემიერის გადადგომაზეც მუდმივად არის ლაპარაკი, რომ "აი, დღეს გადადგება, ხვალ გადადგება". ესეც, რასაკვირველია, მე მგონია, რომ არის საპასუხო იმ რეალობისა, რაც ნაცმოძრაობის სისტემაში შექმნა", — თქვა დეპუტატმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება მიიჩნია სწორად. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.
მანამდე მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება იყო ბოლო საკოორდინაციო სხდომაზეც, თუმცა მოგვიანებით, ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უარყო.
აღსანიშნავია, რომ ტიკარაძე მწვანე პასპორტის უვადობას არ ემხრობოდა. როგორც მან 4 დეკემბერს განაცხადა, მიუხედავად იმისა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებთა კონტროლის ცენტრი მთავარი უწყებები არიან ამ რეკომენდაციების გაცემის მხრივ, ვერ იტყვის, რომ "სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას". კოვიდგადატანილებისთვის მუდმივი პასპორტი პრემიერმინისტრის რეკომენდაცია იყო. 8 ნოემბერს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობდა მოსაზრება 6-თვიან ვადაზე, თუმცა საბოლოოდ საბჭომ უვადობაზე მიდი წინადადება გაიზიარა.
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები