არ გამოვრიცხავ, გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ეხება მწვანე პასპორტს — ტიკარაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცადებით, არ არის გამორიცხული, მწვანე პასპორტთან დაკავშირებული ღონისძიებები გამკაცრდეს. იშეგახსენებთ, რომ მწვანე პასპორტები გუშინ, პირველ დეკემბერს ამოქმედდა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო ემზადება ახალი შტამისთვის და გეგმავს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, განიხილება PCR ტესტის ვალიდურობის შემცირება 72-დან 48 საათამდე.
"გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში და განიხილავს ვაქცინაციის ეფექტურობის და გეგმის შესახებ გარკვეულ სტრატეგიებს. ასევე, ტესტირებასთან მიმართებაში ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის მიმართებაში მეტად უფრო ეფექტური, დავრჩებით ჩვენ სწრაფ ტესტებზე, თუ მხოლოდ PCR ტესტი იქნება მისაღები იმისთვის, რომ ადამიანი იყოს მწვანედ აღიარებული. ასევე, ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, ვინაიდან მსოფლიოში უკვე საუბრობენ, რომ PCR ტესტის 72-საათიანი ვალიდურობა შეიძლება არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და შეიძლება, ეს დრო იყოს დათქმული 48 საათად. საბჭომ იმსჯელა ამაზე, ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასვკნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე სხვა აღსრულების მექანიზმებს", — განაცახდა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მინისტრს კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რატომ არის ქვეყანაში 2 სხვადასხვა კოვიდპასპორტი, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპრომისული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
"რომელიც გულისხმობს სწორედ ამ ორმაგი მწვანე საშვის ამოქმედებას, რომელთაგან ერთი მოქმედებს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. ამ მწვანე პასპორტით ჩვენ დაერთებული ვართ 51 ქვეყანაზე, ანუ არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე, არამედ ნუსხა მოიცავს 51 ქვეყანას. საქართველოში ჩვენ გვაქვს კოვიდპასპორტი, რომელშიც არის შედარებით უფრო ლოიალური და კომპრომისული მიდგომა მწვანე სტატუსთან მიმართებაში, თუმცა აქაც ჩვენ ძალიან მალე დავდექით რთული გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვაქვს დღეს გამოწვევა ახალი შტამი, რომელიც მნიშვნელოვანი არის გათვალისწინებული იყოს დღევანდელი ეპიდვითარების პერიოდში. ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნები მიდიან სრულ ლოქდაუნზე და გერმანია, რომელიც მართავდა ეპიდვითარებას შეზღუდვების გარეშე, ამკაცრებს შეზღუდვებს. ანალოგიური ღონისძიებები ხორციელდება ავსტრიაშიც და არამხოლოდ ეს ორი ქვეყანა მიმართავს ამ მიდგომებს", — განაცხადა მან.
ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ორი პასპორტის გადაწყვეტილების მიღებისას "პოლიტიკური მდგენელი" არ ყოფილა და ისინი ითვალისწინებდნენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსახლეობის ჯანმრთელობას.
"ასევე, მნიშნველოვანი არის ჩვენი ჩვენი მოქალაქეების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ის რეზისტენტობა, რომელიც ჩამოყალიბდა ამ დაღლის ფონზე, რომელიც ჩვენ უკვე 2 წელიწადია გვაქვს პანდემიიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი რეგულაცია მეტად უფრო თანაბრად და სწორად იყოს ადამიანებზე მიწოდებული, რათა არ იყოს ის რეზისტენტობა, რომელიც პროცესს მეტად უფრო ავნებს, ვიდრე ხელს შეუწყობს განვითარებაში, სწორედ ეს გახლავთ მსჯელობის საგანი", — განაცხადა მან.
კითხვაზე, როგორია უშუალოდ მისი პოზიცია, უნდა ჰქონდეთ თუ არა უვადო კოვიდპასპორტები მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსი თუნდაც წელიწად-ნახევრის წინ გადაიტანეს, ტიკარაძე პასუხობს:
"მე ისევ მივუბრუნდები მეცნიერებაზე დაყრდნობილ მტკიცებულებებს და ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები იმის, რომ ადამიანები, რომლებსაც წელიწად-ნახევრის წინ აქვთ გადატანილი კოვიდი, დღესაც არიან რეზისტენტულები. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ერთი წლის მანძილზე მეცნიერებმა აღმოაჩინონ და შემდეგ უკვე დაამტკიცონ ის, რომ კოვიდგადატანილები ყველაზე მეტად სარგებლობენ მდგრადი იმუნიტეტით. ამ ეტაპისთვის ეს ასე არ მტკიცდება, ყველაზე მდგრადი იმუნიტეტი ადამიანს აქვს ვაქცინაციის შემდეგ და ასევე, დამტკიცდა, რომ საჭირო არის ბუსტერ დოზა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება სავალდებულო არის 4 ვაქცინა, გამოვრიცხოთ საერთოდ ბუსტერ დოზა და ჩავთვალოთ, რომ სრულად ვაქცინირებულად ადამიანი იცვლება 4 დოზის შემდეგ. ეს ყველაფერი არის ძალიან ცვლადი".
საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობს მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვაქვს. ერთს ევროკავშირი აღიარებს და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანს, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ აქვს გადატანილი.
ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.
გაიგეთ მეტი:
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები