კომპიუტერული ტომოგრაფი დგას დერეფანში, ამბობენ რომ დამონტაჟდება, MRT-ს აპარატი არ არის ადგილზე — ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.
"ამ დროსი მდგომარეობით, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ადგილზე არ არის MRT-ს აპარატი და არ არის კათეტერიზაციის აპარატი. CT, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია დგას დერეფანში და ამბობენ, რომ დამონტაჟდება, ჯერჯერობით არ იყო", — თქვა ლომჯარიამ.
დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის იცოდა, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. პარალელურად პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ტოვებს სააკაშვილი თავის საკანს. უწყება ამტკიცებს, რომ ის ნებაყოფლობით გადავიდა კლინიკაში. ამ ვიდეოს წინ უძღოდა ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადება, რომ სააკაშვილის თქმით, ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მანამდე უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი. ვარაუდობდნენ, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
მოგვიანებით, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გლდანის ციხეში სააკაშვილის სანახავად მივიდა, განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
სააკაშვილის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
ამავე თემაზე:
- ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, არ ვიცი კიდევ რა სიტყვები გამოვიყენო, რომ ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი — ექიმი
- ვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვეცეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა — ადვოკატი
- უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდებს
- სააკაშვილის მოტაცება გულისხმობდა იმას, რომ ყოფილიყო მოწოდებები სადღაც შეჭრისკენ — მელია
-
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით? ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
-
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
-
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება" დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
გადახედვა
-
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას? როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
გადახედვა
-
სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო
გადახედვა
-
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
-
დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
-
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
გადახედვა
კომენტარები