არანაირ ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის ამ ეტაპზე — ხაზარაძე
ფოტო: Facebook/ნიკა მელია
პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კოალიციის ფოკუსი ახლა არის ადგილზე და არანაირ ქუჩაში გადანაცვლებას არ განიხილავენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეული ხმა იყოს დაცული.
"ჩვენი ფოკუსი ახლა არის ადგილებზე, არანაირი ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის ამ ეტაპზე. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ თითოეული ხმა იქნას დაცული და ის ოქმები შედგეს და ის დარღვევებიც, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რომ ჩვენ რეალურად გვქონდეს შედეგი. საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ ყველა დარღვევა. ყველაფერი ახლა გროვდება", — ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ქართულ ოცნებას ვერ "ჩაადებინებენ ჯიბეში" იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ თითოეული ხმისთვის დასაცავად.
"ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, გაგრძელდება თითოეული ხმის დასაცავად. ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და არ მოვაპარინებთ ქართულ ოცნებას, ეს არის გამორიცხული, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე და ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს დამკვირვებლებს უბნებზე მოვუწოდებთ, რომ არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის. ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში გამოვლენ, თავის სიტყვას იტყვიან, თუ რა ხდება ადგილებზე", — თქვა მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ შანტაჟის, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგად, ქართულმა ოცნებამ მაინც "წააგო".
"რაც მოვისმინეთ ჩვენ, ეს მანიპულაცია, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევა ქართული ოცნება და მისი ახლანდელი თავმჯდომარე, არის აბსურდი. თვითონ ის ფაქტი, რაც მან გამოაცხადა, რომ სულ რაღაც 0,5%-ით, 0,8%-ით იგებენ არჩევნებს, უკვე მიუთითებს ასეთი შანტაჟის, ამხელა მოსყიდვის, ამდენი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგად, ეს უკვე ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ყველა ამ უბნებში და ქალაქებში წააგეს", — ამბობს ხაზარაზე.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც 100 000 ხმით აქვს ოპოზიციას ქალაქში არჩევნები წაგებული, ხმის დაცვაზე ვერ იქნება საუბარი. მისივე თქმით, ოპოზიციამ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურში ყველაფერი წააგო.
ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე:
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
კომენტარები