ადამიანი იყო თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი და არ იცის, რომ ესაა ცრემლსადენი გაზი და არა მხუთავი — ჭიჭინაძე
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
პარტია ტრიბუნას ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გარკვეული დროის განმავლობაში იყო თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, მან არ იცის სხვაობა მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის. ჭიჭინაძე ასე ღარიბაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა, სადაც ის თავდაპირველად წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დააანონსებულ აქციაზე მხუთავ აირს გამოიყენებდნენ, კრიტიკის შემდეგ კი, მხუთავი აირი ცრემლსადენი გაზით შეცვალა.
"ის განცხადება, რომ მხუთავი აირით დაწამლავს ადამიანებს, ნუ, ადამიანი იყო ამდენი ხანი თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და არ იცის, რომ ამას ჰქვია ცრემლსადენი გაზი, ჰქვია წიწაკიანი გაზი და არა მხუთავი. მხუთავი აირების გამოყენება საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულია, იმიტომ რომ მკვლელია მხუთავი გაზი და პირველი მსოფლიო ომის მერე პრაქტიკულად არავის აღარ გამოუყენებია. სირიაში იქნა გამოყენებული და ამასაც მთელი მსოფლიო გამოეხმაურა და თუ რუსთაველზე აპირებს ირაკლი ღარიბაშვილი მხუთავი აირის გამოყენებას, ვფიქრობ ჰააგის ტრიბუნალს ნამდვილად ვერ აცდება", — განაცხადა ჭიჭინაძემ ფორმულასთან საუბრისას.
6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები მოჰყავს. ის დამამცირებელ კონტექსტში საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა". უცნობია, რას ეყრდნობა ღარიბაშვილი, თუმცა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ირონიულად საუბარი აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციულია. პრემიერმინისტრის მსგავსად, ამ საკითხზე დამცინავ კომენტარებს აკეთებენ ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც.
ღარიბაშვილის ამ წერილს კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრემიერმინისტრის ამ განცხადებას ფსკერი უწოდა და დაამატა, რომ ამ გზით ღარიბაშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ პრემიერის წერილს კოტე ყუბანეიშვილის ლექსით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შიში ალაპარაკებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ასეთი სიმდაბლის პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ". ლელოს ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე ღარიბაშვილის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკურ საუბარს ამორალურ საქციელს უწოდებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კი აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მხნედაა და ქართული საზოგადოება "ღარიბაშვილის ენაჭარტალა მონაჭორს" არ უნდა აჰყვეს. მან პრემიერს "ჩელენჯი" შესთავაზა — განუცხადა, რომ მზადაა, სააკაშვილმა ნარკოტესტი ჩააბაროს და თავადაც იმავენაირად უნდა მოიქცეს.
გაიგეთ მეტი:
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები