თიბისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის გამოყენებას ნერგავს
ფოტო: თიბისი
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ქართულ ფინანსურ სივრცეში, კიდევ ერთ უნიკალურ სერვისს ნერგავს. ეს არის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტების დამოწმება როგორც ბანკის აგრეთვე მომხმარებლების მხრიდან.
საწყის ეტაპზე პროდუქტი განკუთვნილია საქართველოს მოქალაქე იურიდიული და ინდ. მეწარმე ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე საბანკო გარანტიების გასაცემად. ეტაპობრივად ეს ტექნოლოგია გავრცელდება სხვა სერვისებზეც.
ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა თიბისის ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ფუნქციონალის გამოყენებით მარტივდება ტრადიციული საბანკო სერვისი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელშეკრულება დისტანციურად გააფორმოს, დაზოგოს დრო და ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადოს.
პროდუქტით სარგებლობას შეძლებენ ბიზნესის დამფუძნებლები და დირექტორები (ხელმომწერი პირები), რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში და ხშირად იყენებენ გარანტიის სერვისს. ელექტრონული ხელმოწერითა და შტამპით სარგებლობა მოსახერხებელი იქნება ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესებისთვისაც; ასეთ ორგანიზაციებში კარგად იციან ელხელმოწერის სერვისი და მათი უმრავლესობა უკვე იყენებს ელხელმოწერის ფუნქციას.
პანდემიის პერიოდში, მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თიბისი ცდილობს მინიმუმამდე შეამციროს ფილიალებში ფიზიკური ვიზიტების რაოდენობა. რაც სწორედ ელხელმოწერის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
ფიზიკური პირის მიერ კვალიფიციური ელხელმოწერის განსახორციელებლად საჭიროა:
- ახალი ტიპის პირადობის მოწმობა;
- პაროლები, რომლებიც პირადობის მოწმობასთან ერთად გადაეცემა პირს;
- Card Reader - პირადობის წამკითხავი, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სახლში;
- პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე.
იურიდიული პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასასმელად საჭიროა:
- ელ-შტამპი — იურიდიული პირის დოკუმენტის დამოწმების მექანიზმი, რომლის შესაძენად აუცილებელია განცხადების დაფიქსირება სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებგვერდზე;
- პაროლები, რომლებიც ელშტამპთან ერთად გადაეცემა პირს;
- Card Reader - შტამპის წამკითხავი, ელექტრონულ შტამპთან ერთად გადაეცემა პირს;
- პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები