რამდენადაც მომხიბვლელი იყო, ამდენადვე გრძნობდა მარტოობას — კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანაზე
ფოტო: Neon
ამერიკელმა მსახიობმა, კრისტენ სტიუარტმა, პრინცესა დაიანას შესახებ ვენეციის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სტიუარტი თავად განასახიერებს ლედი დის ფილმში Spencer, რომლის მსოფლიო პრემიერაც სწორედ ვენეციის ფესტივალზე შედგა.
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც აშკარა ენერგიით არიან დაჯილდოებულნი", — ამბობს მსახიობი, — "თუმცა, რამდენადაც ჩვეულებრივი და მომხიბვლელი იყო, ამდენადვე გრძნობდა გარიყულობასა და მარტოობას. იგი ცდილობდა, მისი, ასეთი თვალისმომჭრელი სინათლის, გვერდით დგომა ყველას ეგრძნო და მხოლოდ ის სურდა, სხვებისგანაც იგივე მიეღო საპასუხოდ".
სტიუარტის თქმით, პრინცესა დაიანა ძალიან გულღია ადამიანიც იყო და იგი მასში ყველაზე მეტად ამას აფასებს.
პრესკონფერენციაზე მსახიობს ასევე ჰკითხეს, ხედავს თუ არა იგი მსგავსებას თავის თავსა და ლედი დის შორის, რადგან ორივე მათგანი მედიის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, თუმცა, სტიუარტს შეკითხვისთვის პირდაპირ არ უპასუხია.
"იგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალი იყო", — ამბობს კრისტენი, — "ეს დიდი დოზით თავადაც მიგემია, თუმცა, ახლოსაც ვერ მოვა მთელი ამ ხალხის გრანდიოზულობასთან".
ამის მიუხედავად, მსახიობის თქმით, მისთვის ნაცნობი მომენტია "სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა", როცა საქმე ადამიანებზე მოხდენილ შთაბეჭდილებასა და შენ შესახებ მათი აზრის ჩამოყალიბებას ეხება:
"როცა იცი, რომ ქუჩაში ყურმოკრული ისტორია არასწორია, მაგრამ მისი შესწორება არ შეგიძლია.
"თუმცა, მისი ცხოვრება სწორედ ასეთი იყო და, რაღაც მომენტში, კბილების გამოჩენა გიწევს, რადგან ცხოველები ვართ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვფიქრობ, მასში მომხიბლავი ის იყო, რომ ყველა თავის მეგობრად მიიჩნევდა, თუმცა, ბედის ირონიაა, რომ იგი ამ დროს ყველაზე უცნობი ადამიანი იყო".
ფოტო: Fabula
Spencer-ის რეჟისორი, პაბლო ლარაინი, სტიუარტს "საოცრებას" უწოდებს. ლარაინის თქმით, მას ისეთი ფილმის გადაღება სურდა, რომელიც დედამისს მოეწონებოდა; ჩილელი რეჟისორი აღნიშნავს, რომ დედამისს დაიანასავით გამოწყობა უცდია.
"მსურდა, ისეთი ფილმი შემექმნა, სადაც დედაჩემისნაირი პიროვნების თვალით დანახული პრინცესა დაიანა იქნებოდა წარმოჩენილი", — დასძენს ლარაინი.
სტივენ ნაითის სცენარით გადაღებულ ფილმში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს, პრინც ჩარლზს კი ჯეკ ფერთინგი ასახიერებს. ნაწარმოებში მოქმედება 1990-იანი წლების დასაწყისში ხდება, როცა პრინცესა დაიანა გავრცელებული ხმების შემდეგ პრინც ჩარლზთან გაშორებას გადაწყვეტს. ამ დროს ლედი დი შობის დღესასწაულს ნორფოლკში, სენდრინგჰემის მამულში ატარებდა სამეფო ოჯახთან ერთად.
ფილმს, რომლის სათაურადაც დაიანას გვარია გამოყენებული, მაყურებელი კინოთეატრებში 2022 წელს იხილავს. ამ წელს პრინცესა დაიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 25 წელი სრულდება.
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
კომენტარები