ეს არის ცარიელი ტყუილი — კობახიძე ღარიბაშვილთან შესაძლო დაპირისპირებაზე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, მასსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე. მან სამ ტელევიზიას — ფორმულად, TV პირველსა და მთავარს "სიცრუის პროპაგანდის წყარო" უწოდა და ამტკიცებს, რომ ეს "ტყუილი" მათი გავრცელებულია.
"ეს არ არის მოსაზრება, ეს არის ტყუილი. ცარიელი ტყუილია. ეს ტელევიზია ფორმულამ დაიწყო, გააგრძელა TV პირველმა, გაავრცელა მთავარმა. ანუ, სამი ტელევიზიაა და სამივე ტყუილს ავრცელებს და თქვენც [პალიტრანიუსი] აგრძელებთ ახლა ამ თემას დ აარის ცარიელი ტყუილი და ცარიელი სპეკულაცია. ეს არის ისეთი ტელევიზიების მიერ მოგონილი ტყუილი — ფორმულა, TV პირველი, მთავარი არხი — სამივე სიცრუის პროპაგანდის წყარო", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ამ დროს არის კატასტროფული პრობლემები ჩვენს ოპონენტ პარტიებში. ყველამ იცის, აბსოლუტურად ყველამ როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა, მაგალითად, სააკაშვილსა და მელიას შორის, მერაბიშვილსა და მელიას შორის და ა.შ. იქ არის დაჯგუფებები, [რომლებიც] ერთმანეთს ვერ იტანენ. საჯაროდაც ჩანს, ჩვენც ვხედავთ ხოლმე, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მაგალითად, როდესაც ვიღაცები აწყობენ დესტრუქციას, ვიღაცები ამაში არ მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობიდან და იქ ძალიან მარტივად იკვეთება ხაზები, რომელიც არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ამას აქვს რეალური საფუძველი. ერთმანეთს ჭამენ ოპოზიციაში. ამიტომ არიან აბსოლუტურად არეული", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირაკლი კობახიძე მედიასთან ფაქტობრივად არ გამოჩენილა. ამის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს წარადგენს და აქტიურად აკეთებს საჯარო განცხადებებს სხვადასხვა საკითხზე. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის შესაძლო დაპირისპირებაზე დისკუსიის დაწყებისა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული ოცნების ლიდერები მედიას თავს ესხმიან. 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ დაწყებულ პროტესტს, რომლის დროსაც მედიის 53 ჟურნალისტი დაშავდა, მმართველი პარტიის ლიდერებმა ბოიკოტით უპასუხეს და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ პასუხობდნენ.
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე —მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო ტექოლიმპიადების ჰაბმა — ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე —მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
-
თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები — თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები — თაზო დათუნაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე
გადახედვა
-
თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინისმე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინისმე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გადახედვა
-
თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
გადახედვა
-
"ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა "ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
გადახედვა
-
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
-
ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა
გადახედვა
კომენტარები