სტოლტენბერგი: მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია გაწევრიანდებიან თუ არა NATO-ში
ფოტო: CP
NATO-ის გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა შვეიცარიულ გამოცემასთან Le Temps საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ ქართველების და უკრაინელების გადასაწყვეტია აირჩევენ თუ არა ნატოში ინტეგრაციის გზას და არავის აქვს უფლება მათ გადაწყვეტილებაში ჩაერიოს. სტოლტენბერგი ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს შეთანხმება, რომელიც ნატოს გაფართოვებას უკრძალავს:
ხომ არ ფიქრობთ, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრების იდეაზე უარის თქმის დროს მოვიდა, რაც რუსეთთან ურთიერთობის გაცოცხლებას შეუწყობდა ხელს. ყოველ შემთხვევაში ევროპელების ნაწილი ასე ფიქრობს.
ძალიან სახიფათო იქნებოდა! თუ ნატო დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის გასამარტივებლად მზადაა დაკეტოს თავისი კარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინა და საქართველოა მივიღებთ მიუღებელს: გავლენის სფეროების აღდგენას, როდესაც დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნების ბედს წყვეტენ. ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანამ და მათ შორის რუსეთმა ხელი მოაწერა, მაგალითად ჰელსინკის აქტში, არის ის, რომ თითოეულ ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხში. თითოეული სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია სურს, თუ არა სამხედრო ალიანსის წევრობა. ჩვენთვის მიუღებელია დიდმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტონ მისცენ უფლება ან/და აიძულონ ალიანსში გაწევრიანება. ორივე მიდგომა არის არის მიუღებელი. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც ჩემია - ნორვეგიისთვის, ან შვეიცარიისთვის. როგორც კი დავიწყებთ საუბარს გავლენის სფეროების აღდგენის შესაძლებლობაზეც კი, ძალიან სრიალა და სახიფათო ფერდობზე აღმოვჩნდებით. მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ გაწევრიანდნენ თუ არა ნატოში, ალიანსის წევრი 28 ქვეყნის თანხმობით. სხვა არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამ გადაწყვეტილებაში.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ NATO აშშ-ის გავლენის სფეროს ნაწილია და საბჭოთა კავშირის დაშლის დროს აღებული ვალდებულებები ალიანსის გაფართოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ იქნა შესრულებული. ალბათ, ეს ხსნის მათ პასუხს, მაგალითად უკრაინაში. რას იტყვით?
არ არსებობს ასეთი შეთანხმებები ან დაპირებები, შემიძლია დოკუმენტები განახოთ და დაგიმტკიცოთ. არსებობის შემთხვევაში კი სრულიად მიუღებელი იქნებოდა. რა უფლებით შეეძლოთ ვაშინგტონსა და მოსკოვს პოლონეთისა და ესტონეთის მომავალზე შეთანხმება? ყველა ქვეყანას, პატარასა თუ დიდს, აქვს უფლება აირჩიოს თავისი კურსი. ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება ალიანსის იძულება არ ყოფილა. ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესი იყო. თუ ნატო უარს იტყოდა, იმის გამო, რომ მოსკოვი იყო წინააღმდეგი, იმავეს განმარტებას გავაკეთებდი. რუსეთის პატარა მეზობელი ქვეყნიდან წამოსულს როგორ შემიძლია დავიცვა ის? რა თქმა უნდა, რუსეთი წინააღმდეგი იყო ნორვეგიის ნატოში გაწევრიანებისა 1949 წელს. საბედნიეროდ, ჩვენ ეს დემოკრატიულად გადავწყვიტეთ. შვედეთმა გადაწყვიტა არ შეერთებოდა ალიანსს და ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. ასევე, ვერ მივიღებდი იმას, რომ შვეიცარიას ვინმემ ნატოში გაწევრიანება აიძულოს.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები