წარუმატებელი მოლაპარაკება - რეალურმა სივრცემ მოამბეში გადასვლაზე საბოლოო უარი თქვა
ფოტო: GPB / On.ge
წარუმატებლად დასრულდა მოლაპარაკება რეალური სივრცის გუნდსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა გადაცემის თანამშრომლების საინფორმაციო სამსახურისთვის შეერთებას. რეალურ სივრცესა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის შუამავლის როლი ჰქონდა ჟურნალ ლიბერალის მფლობელს, შორენა შავერდაშვილს.
გადაცემა რეალური სივრცის ავტორი და წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მენეჯმენტისგან მიღებული შემოთავაზება ბუნდოვანია და მისთვის მიუღებელია. მისი თქმით, მას და გადაცემის გუნდს სთავაზობენ, ემუშავათ საინფორმაციო პროგრამა მოამბისთვის, მოემზადებინათ სიუჟეტები, შემოთავაზებულ ვერსიაში გადაცემაში დისკუსიის ნაწილი საერთოდ არ იყო განხილული.
"ასეთი არაკონკრეტული შემოთავაზება იწვევს ეჭვს, რომ არის საუბარი, რომ რეალური სივრცე აღარ არსებობდეს. ჩვენ ვართ ამის წინააღმდეგები და ჩვენ ამ წინადადებას ვერ მივიღებთ... ჩვენი ინტერესია არსებობდეს რეალური სივრცე, რომელიც საზოგადოების სამსახურშია," - აღნიშნავს ზაუტაშვილი, რომლის თქმითაც, მათ ვერ დაინახეს როგორია მენეჯმენტის ხედვა არხის მომავალ სეზონთან დაკავშირებით. მისი თქმით, რეალური სივრცე საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება.
შორენა შავერდაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შუამავალი იყო, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მხარეები ერთმანეთს მისი ინიციატივით შეხვდნენ და გადაცემის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბოლო შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა.
მისი თქმით, ის შეხვდა სხვა გადაცემის თანამშრომლებსაც, თუმცა, მათი და მენეჯმენტის დაკავშირება ვერ მოხერხდა.
"მიუხედავად ორმხირივი შეცდომებისა და ალბათ, შეცდომებისა მენეჯმენტის მხრიდან, როგორც დაანონსდა და დაიწყეს ამ რეორგანიზაციის პროცესი, იქნებ მაინც შემდგარიყო ეს თანამშრომლობა და გადასულიყო პროცესი ჯანსაღ რელსებზე. ეს იყო ჩემი ამ მოკლე ჩართულობის მიზანი," - განმარტა შავერდაშვილმა On.ge-სთან საუბრისას, რომლის თქმითაც, ცუდი იქნება თუ კარგი გადაცემები დაიხურება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ რეალური სივრცის გუნდმა რამდენიმე დღის წინ იგივე შეთავაზება მიიღო, რასაც მენეჯმენტი გუნდს მანამდეც სთავაზობდა.
"ამ ამბავმა ჩაიარა, 6 თებერვალს იყო ეს შეთავაზება და ყველაფერი დარჩა ისევ ისე, როგორც იყო," - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე, რომლის თქმითაც მას შორენა შავერდაშვილმა უთხრა, რომ გადაცემის გუნდს კიდევ ერთხელ დალაპარაკებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ არხზე გადაცემების გადარჩევის ხედვა რამდენიმე კვირის წინ გაასაჯაროვა. ამ ხედვით, არხზე უნდა დახურულიყო ის გადაცემები, რომელთა რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგზე დაბალი იყო. ამ გადაცემებს შორის მოხვდა რეალური სივრცეც.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები