რუსულ-სომხური ტრანზიტი და საქართველოს ინტერესები
ფოტო: VOA
სომხეთის პრემიერმინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, რომ სომხური ტრანზიტისთვის საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივა იპოვნა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ მარშრუტზეა საუბარი.
ერევანი უკვე წლებია უკმაყოფილოა, საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და რუსეთის კუთვნილი სატრანზიტო ტვირთების მუდმივი შეფერხებით. რაც, ხშირად, ჯვრის უღელტეხილსა და დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებით არის განპირობებული.
ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდა 2016 წლის ბოლოს, როცა საქართველოში, სამხედრო გზასთან ერთად, ფოთის ნავსადგურიც ჩაიკეტა და სომხეთი ნაწილობრივ სატრანსპორტო ბლოკადაში მოექცა.
საერთაშორისო გადამზიდავები საქართველოს სამხედრო გზაზე
ფოტო: VOA
ერევანი არ მალავს, რომ საქართველოს სამხედრო გზისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუქტურას განიხილავს.
2016 წლის ზაფხულში, თბილისმა ერთხელ უკვე უარყო წინადადება სომხურ-რუსული ტვირთებისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალი ს10-ი, გორი-ცხინვალი-გუფთა -ჯავა-როკის გვირაბი გაეხსნა.
რა დაპირება მიიღო სომხეთის პრემიერმა ამჯერად თბილისში, ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის. მმართველი პარტიის დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც წარსულში საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტში მუშაობდა, ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადატანის შესაძლებლობა არ განიხილება:
ეს არის პირდაპირ კავშირში კონფლიქტის მოგვარებასთან, დეოკუპაციასთან, იმ რეგიონების საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან საერთო-ეკონომიკურ ინტეგრაციასთან. ბუნებრივია, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, რკინიგზის და გზების გახსნა არ არის მიზანშეწონილი.
„ჩვენი მხრიდან ეს თემა დღის წესრიგში არ დგას, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის და ამ ეტაპზე, ამ საკითხს არ განვიხილავთ. ეს არის პირდაპირ კავშირში კონფლიქტის მოგვარებასთან, დეოკუპაციასთან, იმ რეგიონების საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან საერთო-ეკონომიკურ ინტეგრაციასთან. ბუნებრივია, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, რკინიგზის და გზების გახსნა არ არის მიზანშეწონილი.“
2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული, საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, „ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა“, მათ შორის, „სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა“ აკრძალულია. შესაბამისად, ექსპერტების აზრით, ამ მიმართულებით, ნებისმიერ მოლაპარაკებას, ოკუპაციის კანონის „შერბილება“ ან გაუქმება უნდა უძღოდეს.
ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა როკის გვირაბის რეაბილიტაცია განახორციელა
ფოტო: VOA
კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაღობად რჩება საქართველოსა და რუსეთს შორის, 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“, რომლითაც თბილისმა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებისკენ გზა გაუხსნა.
შეთანხმების მიხედვით, ჩამოყალიბდა სამი სავაჭრო დერეფანი: ადლერი - ზუგდიდი, ჩრდილოეთ ოსეთის სოფელი ნარი - გორი და ყაზბეგი - ზემო ლარსი. ამ დერეფნებში შემავალი და გამომავალი ტვირთის მონიტორინგი კი ნეიტრალურ, კერძო, შვეიცარიულ კომპანია SGS Societe Generale de Surveillance SA-ს დაევალა, რომლის მონიტორები გორთან, ზუგდიდთან, ადლერთან და როკის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს უნდა განლაგებულიყვნენ.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ SGS-ის მებაჟეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შემავალ-გამავალი ტვირთები აღერიცხათ, თუმცა 2017 წლის თებერვლის დასაწყისში, როგორც მოსკოვმა, ისე თბილისმა აღნიშნეს, რომ 2011 წლის შეთანხმების განსახორციელებლად „პოზიტიური ძვრები“ შეინიშნება.
ვინ დათმო და რა პირობით განახლდა მოლაპარაკება, რომლითაც რუსეთისა და საქართველოს გარდა, სომხეთიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, ამ დრომდე, ბოლომდე ნათელი არ არის. დეპუტატი სერგი კაპანაძე, რომელიც 2011 წელს, ამ შეთანხმებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში მუშაობდა, ამბობს:
ეს შეთანხმება ეხება ყველა ტვირთს, რომელიც შედის ან გადის ამ დერეფნებში. ანუ ის არ მოიცავს მხოლოდ ტრანზიტულ ტვირთებს. თუ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ეს დათმო, შვეიცარიელი მონიტორები მხოლოდ ტრანზიტული ტვირთების აღრიცხვის გამო ჩადგებიან იქ და ეს ღალატი იქნება.
„ეს შეთანხმება ეხება ყველა ტვირთს, რომელიც შედის ან გადის ამ დერეფნებში. აქ იგულისხმება ისეთი ტვირთები, რომლებიც რუსეთიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იქ რჩება; ან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადის რუსეთში.
ანუ ეს შეთანხმება არ მოიცავს მხოლოდ ტრანზიტულ ტვირთებს. თუ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და ეს დათმო, შვეიცარიელი მონიტორები მხოლოდ ტრანზიტული ტვირთების აღრიცხვის გამო ჩადგებიან იქ, ეს ღალატი იქნება.“
დღეისათვის, სომხური ტრანზიტისთვის, საქართველოს სამხედრო გზის ერთადერთ ალტერნატივად, საბორნე გადასასვლელი ფოთი-კავკაზი რჩება, რომლითაც ტვირთები, შავი ზღვის გავლით, ქერჩის ყურეში და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ხვდება.
ეს საბორნე მარშრუტი 2005 წელს ამოქმედდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, არარენტაბელურობისა და უამინდობის გამო, პერიოდულად ჩერდება ხოლმე.
სომხეთიდან ტვირთი ფოთამდე სააქციო საზოგადოება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ ჩააქვს, რომელიც 2008 წელს, ერევანმა, 30 წლის ვადით, კონცესიის წესით, რუსეთის რკინიგზას გადასცა.
2017 წლის თებერვალში, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ 80%-ით შეამცირა გადაზიდვის ტარიფები, ფოთი-კავკაზის საბორნე მარშრუტის დასატვირთად და ტვირთბრუნვის გასაზრდელად.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კომენტარები